კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ცეცხლწაკიდებული” ცხოვრება

12 ივნისი, 2008

საწვავის ფასის მატება ყველაფერს გააძვირებს

გულო კოხოძე, ახალციხე

ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 115 ლარია. ერთი ტომარა ფქვილი 55 ლარი ღირს. საკვები პროდუქტებისა და საწვავის ღირებულება დღითიდღე მატულობს.

,,დროჟით” გაფუებულ პურში 70 თეთრი რომ  მომთხოვა გამყიდველმა, კინაღამ გავგიჟდი. დიდი ოჯახი მაქვს და დღეში ოთხი პური მაინც გვინდა, თან მარტო პურზე ხომ ვერ გადახვალ?”, - ჩივის ახალციხელი ლეილა კაპანაძე.

ფქვილის ფასმა 50-დან 55 ლარამდე, პურმა კი 60 თეთრიდან 70 თეთრამდე მოიმატა.

მოსახლეობა აღშფოთებულია: - ,,გინდ იყვირე, გინდ გაგიჟდი, რას იზამ? ცეცხლი უკიდია ყველაფერს, ნავთიც ისე გაძვირდა იმასაც ვეღარ იყიდი, რომ გადაისხა და თავი დაიწვა”, - სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ ხმამაღლა ლაპარაკობდა ადგილობრივი თამაზ ყულიჯანიშვილი.

"ყველაფერი გაძვირდა. ამიტომ, ძალა პურს ადგება, მაგრამ მხოლოდ პურით   ვერ დანაყრდები. აქამდე დღეში ორ პურს ვყიდულობდით, ახლა ერთს ვყიდულობთ და იმასაც ხშირად ნისიად", - ამბობს ახალციხელი ნაირა კურტანიძე. 

 

ბოლო ათი დღის განმავლობაში დიზელის ფასიც  გაიზარდა. მოიმატა ბენზინის ღირებულებამაც.

საწვავის ფასის ზრდასთან ერთად, ზოგ მარშრუტზე მგზავრობის ფასმა აიწია. სოფელ აწყურის მიმართულებით მგზავრობა 30 თეთრით, უდე-არალის მიმართულებით კი 60 თეთრით გაძვირდა, ახალციხე –თბილისის მგზავრობის  ფასმა კი ხუთი ლარით მოიმატა.

შპს "ტრანსპორტელის" ინჟინერ-დისპეჩერის ავთო მამუკაშვილის განცხადებით, ათი დღის განმავლობაში საწვავის ფასმა თუ არ დაიკლო, მგზავრობა ყველა მიმართულებით გაძვირდება.

მამუკაშვილის მოსაზრებას ეთანხმება შპს "ჯეო ტივის" დირექტორი ნუგზარ მამუკაშვილიც.
 
"აქამდე ბილეთის ღირებულება საწვავის ფასის - 1,60 ლარის ანგარიშზე იყო გაწერილი, ეს ფასები ვეღარ დარჩება - ამბობს იგი და ამატებს ,,თუმცა, მოსახლეობა გადახდის უუნაროა”.
 
ეკონომისტ გურამ მელიქიძის განცხადებით, საწვავსა და პროდუქტზე ფასის მომატება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდამ გამოიწვია:
"ზოგი პროდუქტის წარმოების პროცესი პირდაპირაა დაკავშირებული საწვავთან,  ზოგის ფასი კი ტრანსპორტირების გამო იმატებს. დიზელის ფასმა სხვა ქვეყნებშიც მოიმატა, მაგრამ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და ამიტომ შედარებით მძიმედ აისახება ყველაფერზე".    

მელიქიძე მიიჩნევს, რომ ფასების ზრდასთან ერთად პარალელურ რეჟიმში ხელფასების მატებაც უნდა მოხდეს: "ფასების ზრდა გარდაუვალი პროცესია, მაგრამ შეჭირვებულ ადამიანთა რიცხვი რომ არ გაიზარდოს, ეს ხელფასების მატებამ უნდა დაარეგულიროს".

 

ახალი ამბები