კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეუფე ანდრია ხელისუფლებას ,,კასპიცემენტის" ღუმელებზე ფილტრების დამონტაჟებას ურჩევს

17 ივნისი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

 

 ქარხნის  დირექცია

შიდა ქართლში მყოფმა ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრებმა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრის დროს შეშფოთება გამოთქვეს ,,კასპიცემენტის" მტვრის გამო. 15 ივნისს, საღამოს, ევროპელი სტუმრები კასპის რაიონის სოფელ თელიანში(ყარაღაჯი) ქართული ტრადიციული ჭიდაობის სანახავად დაპატიჟეს. სწორედ ზღვის დონიდან შემაღლებულ ადგილას მდებარე სოფლიდან დაინახეს თუ როგორ აყრიდა მტვერს ,,კაპისცემენტი" შიდა ქართლის ველს.

ამასთან დაკავშირებით ევროპელმა სტუმრებმა შეშფოთება გამოთქვეს და ფოტოებიც გადაიღეს. ,,კასპიცემენტის" სამი მილიდან ცემენტის მტვერი ჰაერში ,,უსაფრთხოდ" იფრქვევა. ბოლო გამოკლევებით კასპიცემენტის ნაწილაკები ბორჯომში დაფიქსირდა. გარდა ამისა, გორისა და სამთავისის ეპარქიაში, მეუფე ანდრიას ინფორმაციით, ონკოლოგიურ საავადმყოფოში ყველაზე მეტი ავადმყოფი შიდა ქართლიდანაა. ბევრი ამ ფაქტს სწორედ ,,კასპიცემენტის" მტვრისგან გამოწვეული დაავადებებით ხსნის.

მეუფე ანდრიამ შიდა ქართლის რწმუნებულის მოადილეს ზურაბ ჩინჩილაკაშვილს ეს საკითხი მაშინ დაუსვა, როდესაც ,,ვიცე გუბერნატორი" გუბერნატორის კარზე დაარსებულ მრჩეველთა საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა. მრჩეველთა საბჭოს სხდომები ორ კვირაში ერთხელ პრეზიდენტის რწმუნებულის, ლადო ვარძელაშვილის მოწვევით იმართება. იმ შეხვედრაზე, როდესაც მეუფე ანდრიამ კასპისცემენტის მტვრის საკითხი დასვა, ვარძელაშვილი არ იმყოფებოდა და მის მოვალეობას ზურაბ ჩინჩილაკაშვილი ასრულებდა.

მეუფე ანდრია: ,,ამ ეტაპზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად მიმაჩნია კასპის რაიონში საერთოდ ჩვენს რეგიონში მაცხოვრებელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ბედი. უამრავი ადამიანი მოდის ჩემთან და კასპში არსებულ პრობლემაზე ჩივის.  ძალიან ბევრი ადამიანია დაავადებული. ონკოლოგიურ ცენტრში სიმსივნით დაავადებული ყველაზე მეტი ავადმყოფი სწორედ შიდა ქართლიდან არის. საჭიროდ ვთვლი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ,,კასპიცემენტის" მტვრის პრობლემა მოისპოს".

მეუფე ანდრიას მიერ საკითხის დასმიდან რამდენიმე წუთში ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს კახა ხაჩირაშვილს დაურეკა. კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რწმუნებულის მოადგილეს უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ფილტრებს ამონტაჟებენო.

ცოტა ხანში შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორის ზურაბ ჩინჩილაკაშვილის ტელეფონის ზარი აწკრიალდა. ამჯერად ხაზზე ,,კასპიცემენტის" დირექტორი, მამუკა სულაძე იყო. ვიცე-გუბერნატორმა თავის ტელეფონი ისეთ რეჟიმზე ჩართო, რომ ,,კასპიცემენტის" დირექტორის საუბარი ,,მრჩეველთა საბჭოს" სხდომის წევრებს, მათ შორის, მეუფე ანდრიასაც მოესმინა.

მამუკა სულაძე: ,,ერთ ღუმელზე უკვე დამონტაჟებულია ფილტრი. ამჯერად ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ დანარჩენ ორ ღუმელზეც დავაყენოთ ფილტრები. ამისათვის საჭირო  შესაბამისი თანხა უკვე გამოყოფილია და მის დამონტაჟებას დაახლოებით 9 მილიონი ევრო დასჭირდება. ღუმელიდან გამოყოფილ მტვერს ფილტრები 100%-ით დაიჭერს. შეგიძლიათ პირადად ჩამოხვიდეთ და ადგილზე ნახოთ მიმდინარე სამუშაოები."

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა გულდასმით მოისმინეს ქარხნის დირექტორის ხმა, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ ამგვარი დაპირებები 2004 წლიდან ესმით, თუმცა ქარხნის ღუმელები კვლავ უფილტროდ მუშაობენ.

თუკი 2004 წელს ერთი ღუმელი მუშაობდა და მაშინ სწორედ ამ ერთი ღუმელიდან ამოტყორცნილი მტვრის ნაწილაკები უქმნიდა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს, ამჯერად სამი ღუმელი მუშაობს. ერთი ფილტრი კი მოსახლეობისათვის დიდი ვერაფერი შეღავათია.

 

ახალი ამბები