17:06, Tuesday, 02.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„ჩემი ბოლო იმედი სტრასბურგია“ - აბანოს მფლობელი თავდაცვის სამინისტროს ედავება

18.06.2008
მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ბათუმის ცენტრალური აბანოს ყოფილი მოიჯარეს, კუკური ირემაძეს, თავდაცვის სამინისტროსა და ყოფილ სახელმწიფო კონცერნ "აჭარყოფსერვის"-გან თანხები აქვს ასაღები. ამის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებები უკვე 5 წელია არსებობს. მიუხედავად ამისა, ირემაძეს თანხები ჯერ კიდევ არ აუღია.

ირემაძემ ბოლო ოფიციალური პასუხი იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტიდან, 2008 წლის 2 ივნისს მიიღო. "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტმა განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან შემოსული თქვენი განცხადება. აღნიშნული საქმე წარმოებაში აქვს სააღსრულებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად შექმნილ სპეციალურ ჯგუფს და დღეის მდგომარეობით იმყოფება იძულებითი აღსრულების სტადიაზე", _ წერს ავთანდილ კენჭაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი.

ჯერ კიდევ 2002 წელში, პოლკოვნიკ ჩიგოგიძისგან (საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) მიღებულ პასუხში ეწერა: "გაცნობებთ რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროზე თქვენს სასარგებლოდ აბანო-სამრეცხაოს მომსახურების გამო დაკისრებული 43 908 ლარის ანაზღაურება ბიუჯეტიდან დაუფინანსებლობის გამო არ შეგვიძლია.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ 2003 წლის კანონით, ცენტრალურ ბიუჯეტში შექმნილია სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, საიდანაც უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება".

კუკური ირემაძე კითხულობს: "კი ბატონო, მაგრამ ამის შემდეგ რამდენი წელი გავიდა და თანხის გადახდას საშველი არ დაადგა. მე ჩემს თანხას ვითხოვ, ზედმეტს ხომ არაფერს?"

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ირემაძის ვალი, 43 908 ლარი, წლების განმავლობაში აბანოთი ბათუმში დისლოცირებული სამხედრო ნაწილების მომსახურების გამო აქვს. ირემაძე აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროსა და მას შორის, გაფორმებული ხელშეკრულების ვალდებულება მისი მხრიდან შესრულდა, თუმცა ანაზღაურება მას დღემდე არ მიუღია. ამიტომაც მიმართა სასამართლოს.

ბათუმის ცენტრალური აბანო, კუკური ირემაძემ იჯარით 1994 წელს აიღო. მაშინ ეს დაწესებულება სახელმწიფო კონცერნ "აჭარყოფსერვისს" ეკუთვნოდა. ირემაძემ ამ პერიოდში აბანოს სარდაფებში სხვა საწარმოო ობიექტებიც გახსნა, რაზეც ცალკე საიჯარო ხელშეკრულება დაიდო: "აბანოს სარდაფების გარემონტება 20 000 დოლარი დამიჯდა. ამიტომაც ხელშეკრულებაში ჩავწერეთ, რომ იჯარის გაუქმების შემთხვევაში, ქონების მესაკუთრე ამ თანხას უკან დამიბრუნებდა". თუმცა, მას არც ეს თანხა აქვს მიღებული.

20 ათასი დოლარის დაფარვის სანაცვლოდ, სახელმწიფო კონცერნ "აჭარყოფსერვისის" ხელმძღვანელ იური კილაძესა და კუკური ირემაძეს შორის, აქტი გაფორმდა _ მხარეთა ურთიერთშეთანხმების შესახებ. აქტის თანახმად, ამ თანხის სანაცვლოდ, კონცერნ "აჭარყოფსერვისის" სახელზე რიცხულ ცენტრალურ აბანოს ორი სარდაფი, ფართის საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ირემაძეს. თავდაპირველად აქტი სასამართლოს წესით დამტკიცდა, ირემაძემ საკუთრებაშიც გაიფორმა სარდაფები, მაგრამ ფართის სხვა მოიჯარემ, შპს "ლითონყოფშეკეთების" ხელმძღვანელმა დურმიშხან ხინიკაძემ, გაასაჩივრა და აჭარის უმაღლესი უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 8 ნოემბერს გაუქმდა ირემაძის საკუთრება.

",კარგი საკუთრებაში არ გადმომცეს, მაგრამ 20 000 დოლარი ხომ დარჩა დაკისრებული "აჭარყოფსერვისის“ მესაკუთრეს, ამას ვინ მომცემს? "აჭარყოფსერვისი" აღარ არსებობს, ტერიტორია გასხვისებულია... მეგონა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და ქვეყანაში სამართალი იზეიმებდა, მაგრამ მოლოდინმა არ გამიმართლა. ჩემი ბოლო იმედი სტრასბურგია", ამბობს ირემაძე.

დღეს მაზნიაშვილის ქუჩაზე, ცენტრალურ აბანოს ყოფილ ტერიტორიაზე, სამშენებლო კომპანია „არსი“ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. პროექტის თანახმად, კომლექსი 2008 წლის სექტემბერში დასრულდება.
კუკური ირემაძე კი კვლავ სასამართლოში აპირებს დავას საკუთარი თანხების ასაღებად. ამჯერად, უკვე სტრასბურგში.

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC