კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადაცემა „7 დღის“ ბედი გაურკვეველია

25 ივნისი, 2008

ჟურნალისტებს კონტრაქტი დროზე ადრე შეუწყვიტეს და მიზეზად ვალები დაუსახელეს

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

„ყოველ კვირას, 21:00 საათზე დამოუკიდებელი სტუდია ”ახალი დროება” საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, წარმოგიდგენდათ  ყოველკვირეულ ტელეჟურნალს ”7 დღე” - ეს ანონსი ახლა წარსულ დროში შეიძლება წარმოითქვას, რადგან „7 დღის“ ჟურნალისტთა გუნდს სპონსორმა, TBC TV-ის შვილობილმა კომპანია „G TV”- მ კონტრაქტი მოულოდნელად შეუწყვიტა. დღე-დღეზე ჩამოსარიცხი გრანტების წყალობით სექტემბერში გადაცემა თუ მთლიანად არა, 90%-ით დამოუკიდებელი გახდებოდა, რაც, ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ძალიან არ აწყობდა.

„ახალი დროების“ ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ამბობს, რომ მასთან და მის მეგობრებთან საუბრისას პირდაპირ არავის უთქვამს, რომ გადაცემით უკმაყოფილო იყო. არც ზეწოლა და ცენზურა ყოფილა. ჩინოვნიკების მხრიდან იყო გარკვეული მინიშნებები იმის შესხებ, რომ ესა თუ ის კომენტარი  არ გაეშვათ, მაგრამ ჟურნალისტურ პრაქტიკაში მსგავსი რამ ყოველთვის ხდება. „დროებიდან“ მოყოლებული, ჟურნალისტთა ეს გუნდი  შემეცნებითი ხასიათის სიუჟეტებთან ერთად ამზადებდა მასალებს, რომელთა ხილვაც  ბევრს არ სიამოვნებდა. პირველ რიგში კი, ხელისუფლებას.

სტუდია „ახალი დროება“ რომლის ახალი სატელევიზიო პროდუქცის გადაცემა „7 დღე“ გახდა,  ტელეკომპანია „იმედის“ყოფილმა ჟურნალისტებმა 2008 წლის იანვარში დააფუძნეს. ჟურნალისტთა ეს ჯგუფი ტელეკომპანია „იმედიდან“ 2007 წლის დეკემბერში წამოვიდა, ამ ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე. აპრილიდან დღემდე გადაცემის 11 გამოშვება გავიდა ეთერში.

მანამდე კი, სანამ ჟურნალისტები ერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მეორეში დადიოდნენ „იმედის“ ამბებთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაცვლელად, „TBC TV“-მ „იმედის“ ყოფილ ჟურნალისტებს შესთავაზა გაეფორმებინათ კონტრაქტი მის შვილობილ კომპანია „G TV”-სთან, რომელიც მათ აპარატურით უზრუნველყოფდა.

კონტრაქტი ერთი წლის ვადით დაიდო. ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე კი, როგორც დაჩი გრძელიშვილი ამბობს, ჟურნალისტები მოულოდნელად კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გოგი გეგეშიძემ დაიბარა და განუცხადა, რომ ფინანსური პრობლემების (კერძოდ, ვალების) გამო მისი ქონება დაყადაღებული იყო და შესაბამისად, კონტრაქტსაც წყვეტდა.

დაჩი გრძელიშვილი ამბობს, რომ თუ ამ კომპანიას ვინმეს ვალი აქვს, პირველ რიგში „7 დღის“ ჟურნალისტების. ამას ისიც ემატება, რომ მათ მოიპოვეს ამერიკის საელჩოს გრანტი, ევროკავშირის გრანტი და რომ არა შეფერხებები, დაახლოებით სექტემბერში, გადაცემა 90%-ით დამოუკიდებელი გახდებოდა“

ახლა მხოლოდ ვარაუდებით შემიძლია საუბარი, თუმცა, შესაძლოა, ესეც იყო გარკვეულწილად მიზეზი ჩვენი კონტრაქტის შეჩერების. ჩვენ 6 კამერა და 4 სამონტაჟი გვქონდა, სულ დაახლოებით 150 000 დოლარის ღირებულებისაა ეს ყველაფერი და გვქონდა სტუდია, სადაც ჩვენი გადაცემები მზადდებოდა.

ამ საკითხით საკმაოდ შეწუხებულია ამერიკის საელჩოც, რადგამ ის თავის მხრივ ანგარიშვალდებულია კონგრესის წინაშე, გრანტი დღე-დღეზე უნდა ჩამორიცხულიყო.  ჯერჯერობით არ ვიცით სასამართლოში წავალთ თუ სხვა რამეს მოვიმოქმედებთ, წესით, ამ კვირაში უნდა გაირკვეს. იქნებ სხვა რესურსიც არსებობს“, - ამბობს დაჩი გრძელიშვილი.


ახალი ამბები