17:41, Tuesday, 02.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

,,უსაშველო” გზა

25.06.2008
გულო კოხოძე, ადიგენი

2007 და 2008 წლების ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩასმული სოფლების ვარხანი-წახანის გზის რეაბილიტაციის პროცესი კვლავ დაუმთავრებელია და შესაძლოა, 2009 წელშიც გადავიდეს. მიზეზად სამშენებლო კომპანიის უპასუხისმგებლობა სახელდება. ადგილობრივი ხელისუფლება, მოსახლეობა და სამშენებლო კომპანია კი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

რას ამბობს მოსახლეობა

,,გზის გაკეთება დაიწყეს. გადაატარეს გრეიდერები და მიატოვეს.  "იმ დროს დაიწყეს გზის გაკეთება, როცა აზრი აღარ ჰქონდა. თოვლში მოხრეშვა მათთვის ხელსაყრელია, გაყინავს და აღარაფერი შეემჩნევა, ვითომ გაკეთებულია”, - ეს განცხადებები ხარჯამისა და წახანის მოსახლეობას ეკუთვნის, რომლებიც, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, წლების განმავლობაში უგზოობამ ,,გატანჯა”.  

საუბარია გზაზე, რომელიც სულ 1,5 კილომეტრია.
 
რას ამბობს ადგილობრივი ხელისუფლება

ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჩილინგარაშვილი სოფელ წახანში სარეაბილიტაციო სამუშაოების ცუდი ამინდების დროს დაწყებას ასე ხსნიდა: ,,ზამთარი ძალიან ადრე დაგვიდგა, ადრევე მოთოვა”.

მაშინ გამგებელმა მოვლენათა მოსალოდნელ განვითარებაზეც გააკეთა კომენტარი: ,,ცუდი ამინდების გამო ფირმამ გადავადება გვთხოვა. პირველი მაისიდან უნდა გააგრძელონ მუშაობა. ერთი დღითაც რომ დააგვიანონ, ვადის გადაცილებაში ჩაეთვლებათ და პროკურატურაში საჩივარს შევიტანთ. დავიბრუნებთ თანხას, ხელახლა გამოვაცხადებთ ტენდერს და სხვა, გამარჯვებული ფირმა დაასრულებს  სამუშაოებს”.

ივნისი იწურება, სარემონტო სამუშაოები კი ჯერ ისევ არ დაწყებულა. 

,,ოთხი წერილია გაგზავნილი ფირმა ,,ლუსანთან”. პასუხი არ მოგვსვლია. ფირმის ხელმძღვანელი კენჭს იყრიდა ლაგოდეხის რაიონში და გადავადება გვთხოვა”, - აცხადებს ზურაბ ჩილინგარაშვილი.

ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, საბუთები საფინანსო პოლიციაშია გადაგზავნილი: „საფინასო პოლიციამ საბუღალტრო დოკუმენტაცია გამოითხოვა და თუ საფინანსო საჭიროდ ჩათვლის, საქმეს პროკურატურას გადაცემს”.

რას ამბობს სამშენებლო კომპანია

წახანი–ვარხანის გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული თბილისის ფირმა ,,ლუსანი” აწარმოებდა.

,,გზის სამუშაოების პარალელურად, ამ სოფლებში სასმელი წყლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობდა. ორივე ერთად არ გამოვიდოდა, ამიტომაც მუშაობა გავაჩერეთ”, -აცხადებს შპს ,,ლუსანის” საქმეთა მწარმოებელი ლაშა ფალიანი.

მისივე თქმით, როგორც კი სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია დასრულდება, საქმეს გააგრძელებენ - ,,საქმეს თითქმის მოვრჩით, მხოლოდ 120 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა დარჩენილი”.

შპს ,,ლუსანის” საქმეთა მწარმოებელი თანხაზე კომენტარს ვერ აკეთებს:  ,,ზუსტად რა თანხაზეა საუბარი, არ ვიცი”.
 
თანხის ოდენობას არც მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებელი აკონკრეტებს.

,,ფული ჩარიცხულია. ფირმა ,,ლუსანმა” ან გზა უნდა გააკეთოს, ან თანხა უკან უნდა დაბრუნდეს”, - ამბობს ზურაბ ჩილინგარაშვილი.

დავა გრძელდება. გზა გასაკეთებელია, მოსახლეობა და ხელისუფლება კი აღშფოთებული. დასრულდება თუ არა საერთოდ კილომეტრნახევრიანი გზის მშენებლობა, მომავალი გვიჩვენებს.

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ჯავახა
2012-05-27 08:43
ლუსანი მაგარიაააა
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC