კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხედი ქობულეთის სასამართლოდან

7 ივლისი, 2008

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ქობულეთში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქობულეთის რაიონული სასამართლო მდებარეობს. სასამართლოს შენობა არაფრით გამოირჩევა სხვა ძველი შენობებისგან. რაიონულ სასამართლოში, ამ ეტაპზე მხოლოდ ორი მოსამართლეა: იუზა ბუცხრიკიძე და ვერა დოლიძე. ეს უკანასკნელი ამჟამად, სასამართლოს თამჯდომარის მოვალეობასაც ასრულებს.

სასამართლოს ჰოლი ხალხმრავლობით არ გამოირჩევა. თუმცა, აქ მყოფები, ვისაც ძველ, გრძელ სკამზე ადგილი არ შეხვდა, ნერვიულად მიდი-მოდიან, ან კიდევ სასამართლოს საინფორმაციო დაფაზე გამოკრული ინფორმაციის კითხვით "ირთობენ" თავს. დაფაზე კი უმთავრესი ინფორმაცია _ დანიშნული პროცესების, მათი გამართვის დროისა და სადავო ან წაყენებული ბრალდების მუხლთა შესახებ არ ჩანს. დაფის გვერდით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დახმარების სამსახურის პლაკატია გაკრული.

სასამართლოს საინფორმაციო დაფა კონსტიტუციის 42 მუხლის I ნაწილის ტექსტითაა დამშვენებული: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

თავიანთ უფლებებზე აქ მყოფმა მოსახლეობამ ბევრი არაფერი იცის. ლოდინით დაღლილი თამაზ ნაკაიძე თანაშემწის კაბინეტში ცხარობდა: "3 საათი ველოდები, მე ხომ გამოვცხადდი, ის მოიყვანეთ ძალად, ან მე გამიშვით, რამდენ ხანს ველოდო".

პროცესს, მოწმის სტატუსით მოწვეული, ინვალიდი ზურაბ ნუიძეც ელოდა. ინვალიდის ეტლის გარეშე, ის სკამზე იჯდა და პროცესის დაწყებას დანიშნული დროიდან ორი საათის მანძილზე ელოდა: "2 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 4 ხდება და ჯერ კიდევ არ დაწყებულა. თქვეს, დაიწყებაო"

ხალხს სამართლიანობის არ სჯერა. "დიდ უსამართლო ქვეყანაში კი ვცხოვრობთ", ამბობს ქალბატონი, რომელიც იმ დღეს განსახილველი ერთ-ერთი საქმის დაზარალებული მხარე იყო.

ქართული სასამართლოს "პუნქტუალურობას" არც ქობულეთის რაიონული სასამართლო ღალატობს. "საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, ქობულეთის რაიონულ სასამართლოში დანიშნული პროცესი ყოველთვის საკმაოდ დაგვიანებით ტარდება. თან ეს არ ხდება იმ მიზეზით, რომ მოსამართლე სხვა პროცესზეა. "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" კანონის თანახმად, ეს მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ფაქტია. პროცესის დაგვიანებით დაწყება მხოლოდ ქობულეთის რაიონულ სასამართლოში არ ხდება, თუმცა აქ მასიურ ხასიათს ატარებს. თან პროცესი რამდენიმე საათის დაგვიანებით იწყება", აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლალი იშხნელიძე.

გასულ წელს, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე, სხდომის დარბაზში შესვლა დიქტოფონითა და ფოტოაპარატით აკრძალულია. თუმცა, აქ არც მანდატურებია შესამჩნევი.  მანდატურის ძიებისას კი მათ, სპეცფორმის გარეშე, რომელიმე მოსამართლის თანაშემწის ოთახში იპოვით. ამჯერად ერთ-ერთი მანდატური პირველივე ოთახში "ვიპოვე": მოსამართლის თანაშემწემ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მანდატური წარმომიდგინა _ „ეს რამაზია“. მანდატურის ფორმა რატომ არ გაცვიათ-თქო, ვკითხე. პასუხი, მოსამართლის მდივნისგან მივიღე: „ჩვენთან მანდატურის სამსახური აქამდე არ არსებობდა, ახლა ძლივს მიაღწია ქალბატონმა ვერამ (იგულისხმება მოსამართლე ვერა დოლიძე _ ავტ.), რომ მანდატური გვყავდეს. ახლახანს დანიშნეს ესენი და მათთვის თბილისში სპეციალურ ფორმებსაც კერავენ".

სასამართლოს სხდომის დარბაზში არც გერბია და არც დროშა. მხოლოდ ძველი გრძელი სკამები და მაგიდები. სიახლე მოსამართლის სავარძელს ეტყობა.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლე მობილურ ტელეფონზეც ჩვეულებრივად საუბრობს: „როგორა ხარ? ხო, მითხარი, არა უშავს. გვარი _ ლეკაშვილი, სახელი _ ნათელა, კარგი, პროცესიდან რომ გავალ მოგიკითხავ. სარჩელი თუ არის შემოტანილია და ვის აწერია. მე ჩემზე არ მახსენდება, ვნახავ...".

 

ახალი ამბები