კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის რეკონსტრუქციაში ძეგლებიც „ჩაერთნენ“

6 აგვისტო, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის დასრულებას ქუთაისში, გაბაშვილის პარკის გახსნით, წინასწარ ზეიმობენ. თუმცა, ქალაქში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ ისევ მიმდინარეობს. გადათხრილი გზები და ჩახერგილი ქუჩები ცხადყოფს, რომ პრეზენტაციას ცოტა კიდევ დააგვიანდება.

30 მილიონიანი სარეკონსტრუქციო პროექტის დეტალებზე საუბრისგან ადგილობრივი ხელისუფლება დღემდე თავს იკავებს. მათი განმარტებით: „ყველაფერს დასრულებული სამშენებლო სამუშაოები ცხადყოფს. ჩვენ გვექნება ქალაქი, რომელიც თავისი სილამაზითა და დიდებით ინვესტიციებს მოიზიდავს. ეს კი, ქუთაისს დაკარგულ ფუნქციას დაუბრუნებს“.

ძველი დიდების დაბრუნება, როგორც ირკვევა, რეკონსტრუქციის მეორე ეტაპსაც ითვალისწინებს, რომელშიც სავარაუდოდ ძეგლებიც „ჩაერთვებიან.“ ეს საკითხი ქუთაისში უკვე ხუმრობის თემაც გახდა. „როგორც ჩანს, ამ საქმეს  ცოცხალი ქვეყნის და ქალაქის თავები ვერ ერევიან და გარდაცვლილ მეფეებს აწუხებენ. მაინც და მაინც აღმაშენებელი უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, ქალაქის მშენებლობა რომ დასრულდეს?“, - ხუმრობენ ქუთაისლები.

რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი სექტემბრიდან იწყება და როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილს, რკინიგზის სადგურიდან აღმაშენებლის მოედნამდე ტერიტორიას მოიცავს. სავარაუდოდ, რკინიგზის სადგურის მოედანზე გადაიტანენ აღმაშენებლის ძეგლს, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის წინ 1995 წელს, საკმაოდ პომპეზურ  ვითარებაში დაიდგა.
„მაშინ ქუთაისში უამრავი სტუმარი და მასპინძელი ზეიმობდა დიდი დავითის შემობრძანებას. თითქოს ძეგლის კი არა, სულიერის დაბრუნება გვიხაროდა ძველ სატახტო ქალაქში. არამგონია, დღეს ვინმეს გაუხარდეს ამ ძეგლის აქეთ-იქეთ ტარება. ეს ძეგლების, ჩვენი დიდებული წინაპრების შეურაცხყოფაა და ამას მათი სულები არ გვაპატიებს. თუ დავდგით, ახლა უნდა ადგილზე დავაყენოთ. ამდენი წვალება საჭირო არაა“, - ამბობს ისტორიკოსი გიორგი ჯავახაძე.

აღმაშენებლის ადგილმონაცვლეობას ქალაქის თვითმმართველობაში იმით ხსნიან, რომ ორი ძეგლი ერთმანეთს გამორიცხავს. აღმაშენებელი „ჩაგრავს“ თეატრის შენობას, რომელიც თავისთავად ძეგლია.
„ამ ძეგლის გადატანას დიდი უკმაყოფილება და აურზაური მოყვება. თბილისი მოგონილი იქნება. გახსოვთ საპროტესტო აქციები დედაქალაქში? აქ უარესი იქნება. ჩვენს ხელისუფლებას ძეგლები და ისტორიული ადგილები ფიცის დადების და დაპირებების გაცემის დროს ახსენდება. ამით ჩვენი წინაპრების სულებს რომ აწუხებს, ამას არ ფიქრობს. არ მივცემთ უფლებას, როგორც სურთ, ისე მოიქცნენ“, - აცხადებს ადგილობრივი ოპოზიცია. 
 

ახალი ამბები