კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადავარჩინოთ მშვიდობა!

10 აგვისტო, 2008

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიმართვა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უკიდურესად შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებით. ვფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლებამ და მთლიანად საზოგადოებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს სამხედრო დაპირისპირების განსამუხტად.

ჩვენ უკვე გვქონდა  გაკვეთილი და დღემდე უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი სახის შეტაკებები რამდენიმე წლის  წინ სისხლისღვრაში გადაიზარდა. დაიღუპნენ ადამიანები, სამშვიდობო მოლაპარაკებები კი გაურკვეველი ვადით შევიდა ჩიხში.

ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ საქართველოს არა აქვს უფლება, წამოეგოს პროვოკაციებს და კონფლიქტის ზონაში უკონტროლო სიტუაცია შექმნას. ყოველი გასროლილი ტყვია ჩვენ გვაშორებს იმ მიზანს, რომელსაც ორი ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრება ჰქვია. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თვალსაზრისით, კონფლიქტის ზონაში ნებისმიერი სახის ღონისძიების ჩატარებისას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მეტი სიფრთხილეა საჭირო.  ვფიქრობთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების  გაერთიანებული შტაბების წარმომადგენლების მიერ ცხივნალის რეგიონის სოფელ სარაბუკში სტატეგიულ ადგილას საქართველოს დროშის აღმართვა არ იყო სწორი ნაბიჯი და ამგვარმა ქმედებამ ხელოვნურად დაძაბა ვითარება.

სამხედრო დაპირისპირება კონფლიქტის ზონაში ქმნის ომის განახლების საშიშროებას, ასევე საზოგადოებაში ბადებს დაუცველობისა და არასტაბილურობის განცდას.  შეუძლებელია იფიქრო იმ ქვეყნის ეკონომიკურ თუ დემოკრატიულ განვითარებაზე, რომელშიც ისვრიან. ნებისმიერი სახით ომის საფრთხის შექმნა ნიშნავს იმას, რომ  საქართველო სამუდამოდ დაკარგავს ნდობას საერთაშორისო ასპარესზე, ასევე იმ პარტნიორებსაც, რომლის მოპოვებაც ჩვენ დიდი ძალისხმევით შევძელით. სწორედ ამიტომაც უცილებელია, რომ ხელისუფლების ნებისმიერი მოქმედება იყოს დიპლომატიური და სამშვოდობო ფორმატს არ სცდებოდეს.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“  საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, არ დაუშვან ცხინვალის რეგიონში ვითარების ესკალაცია და მიიღონ ყველა ზომა, რათა კონფლიქტის ზონაში მოსახლეობამ მშიდობიანად ცხოვრება შეძლოს. 

ახალი ამბები