კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"სადაც ჩვენ ვართ, იქ მშვიდობაა!" _ რუსული ვეტმფრენები სამეგრელოში პროკლამაციებს ყრიან

3 სექტემბერი, 2008

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

რუსული სამხედრო ვეტმფრენები სამეგრელოს ტერიტორიას ახლა უკვე პროკლამაციებით ბომბავენ. ზუგდიდის რაიონის, სოფელ რუხის ტერიტორიაზე რუსულმა ავიაციამ პროკლამაციები რამდენიმე დღის წინ ჩამოყარა. პარალელურად მდინარე ენგურის ცენტრალური ხიდისკენ მოძრავი ჯავშანმანქანები პროკლამაციებს მოსახლეობის მისამართითაც "ისროდნენ." ცისფერჩაფხუტიანი მშვიდობისმყოფელები ზუგდიდის მოსახლეობას თეთრზე ცისფერი ასოებით მოუწოდებდნენ: "ზუგდიდის რაიონის მოქალაქეებო! თქვენი უსართხოება რუსი სამშვიდობოების ხელშია!" მთავარი სლოგანი კი- "სადაც ჩვენ ვართ, იქ მშვიდობაა!" იყო.

რუსული სამხედრო ვეტმფრენიდან ფარატინა ქაღალდების ცვენა რუხის მოსახლეობამ საკუთარი თვალით იხილა. ნანახით შეშინებულმა რუხელებმა ჩამოყრილი პროკლამაციების შეგროვება ვეტმფრენის გაუჩინარების შემდეგ გაბედეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაახლოებით 100-მდე თეთრი ფურცელი იყო, სადაც რუსულ ენაზე ცისფერი ასოებით მოწოდებები ეწერა.

ტექსტის მიხედვით რუსეთის სამშვიდობო ძალები ზუგდიდის ტერიტორიაზე დროებით იმყოფებიან იმისათვის, რომ მშვიდობა დაამყარონ. ქართველ ხალხს ისეთი ტრაგედია ააცილონ თავიდან, როგორიც ცხინვალში დატრიალდა. იმისთვის, რომ დაიცვან საცხოვრებელი სახლები, არ მისცენ ომს წაართვას სიცოცხლე ქართველ დედებს, ბავშვებს, ძმებსა და ქმრებს.

"საქართველოს რთული დღეები უდგას, სააკაშვილმა დაანგრია იმაზე მეტი, ვიდრე ააშენა და მას არ ძალუძს ქვეყნის გაკონტროლება. სააკაშვილის ხელითა და ქართველი სამხედროების სიცოცხლით ამერიკა, მისი პრეზიდენტი ბუში საკუთარი კრიზისიდან თავის დაღწევას ცდილობს. სწორედ ეს გახდა სამხედრო მოსამსახურეებს შორის პანიკის მიზეზი, რომელიც 11 აგვისტოს თბილისისკენ იხევდნენ, გზად კი აგრესიას ტოვებდნენ და მოროდიორობას ეწეოდნენ, საკუთარ ხალხს ძალადობით უსწორდებოდნენ. ეს ყველაფერი იცის სააკაშვილმა, მაგრამ იგი ხალხს მედიის საშუალებით რეალური ინფორმაციის მიღებას უზღუდავს. ქართული ტელეარხები და ინტერნეტგვერდები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, ამახინჯებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. თქვენ თავს გისულელებენ!" _ ნათქვამია პროკლამაციაში.

რუსებს ბოლოსიტყვაც არ დავიწყებიათ და ზუგდიდის მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ რუსი სამშვიდობოები ოკუპანტები კი არა, ქართველი ხალხის სიმშვიდის გარანტიაა.

რუს "მშვიდობისმყოფელებს" პროკლამაციაზე ორი ემბლემაც საგანგებოდ დაუსვამთ. ტექსტის ხელმარცხნივ რუსეთის, ხოლო ხელმარჯვნივ გაეროს სამშვიდობო ძალების ემბლემაა აღნიშნული.

როგორც მოსახლეობის მონათხრობიდან ირკვევა, რუსებმა პროკლამაციების გავრცელება საჭიროდ და დროულად მაშინ ჩათვალეს, როცა ქართული მოსახლეობა მათთან კონტაქტზე გავიდა. რუხის ერთ-ერთი მცხოვრების განცხადებით საკუთარ ქვეყანაში მშვიდობის გარანტი მხოლოდ ქართველები არიან. "რუსები მთელ სამეგრელოს კალიებივით შეესივნენ. იმდენი საგუშაგო გახსნეს, რომ გვინდა თუ არა, გვერდი მაინც უნდა ავუაროთ. მათთან დაპირისპირებას აზრი არა აქვს, ჩვენ მაინც ვერაფერს შევცვლით. ჩვენ მხოლოდ უნდა ავიტანოთ?! და სანამდე?! შიშს ვერსად წაუხვალ, უხეშად დაელაპარაკები და რუსი უმალვე ავტომატის ლულას მოგიშვერს..."

რუსი ოკუპანტები სამეგრელოს ტერიტორიების უმეტეს ნაწილს ამ დრომდე იკავევებენ და მის დატოვებას ჯერჯერობით არც გეგმავენ. ამის თქმის საფუძველს ბლოკპოსტებზე დამატებითი ცოცხალი ძალის გამოჩენა და დისლოკაციის ადგილების მავთულხლართებით გამყარება იძლევა. სამეგრელოში, ე.წ. ბუფერულ ზონაში 9 უკანონო საგუშაგოა გახსნილი. ფოთი-ნაბადა, ხობი-პირველი მაისი, ჩხოროწყუ-ქვედა ჩხოროწყუ, წალენჯიხა-კანტი, ფოცხო-ეწერი, მუჟავა, ფახულანი, სენაკი-თეკლათი, ხაიში-ხუდონი.  განსაკუთრებულია ურთაში დისლოცირებული რუსული არმიის მთავარი  შტაბი, სადაც დიდი რაოდენობით მძიმე სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული.                          

 

ახალი ამბები