კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წაღვერის ტყეში ხანძარი უკვე 24-ე დღეა მძვინვარებს

9 სექტემბერი, 2008

გულო კოხოძე, წაღვერი

წაღვერის ტყეში ხანძრის ღია კერები, მართალია, ჩააქრეს, მაგრამ  მიწის ქვეშ  ხის ფესვები დღემდე იწვება. ხანძრის გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 2 106 040 ლარით იზარალა.

ხანძარი ტყეში 15 აგვისტოს რუსების მიერ ვეტმფრენებიდან ჩამოყრილმა აალებადმა ჭურვებმა გააჩინა. პირველად  ცეცხლი ლიკანში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, სოფელ ფაფასა და წაღვერის ტყეში გაჩნდა. ფაფასა და ლიკანში ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოხერხდა, წაღვერში კი ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობა ცეცხლს მოსახლეობასთან ერთად დღემდე ებრძვის.

გარემოს დაცვის მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ ტყე  ვეტმფრენით დაათვალიერა. მისი თქმით, ზარალი სავარაუდოდ ორ მილლიარდ ევროს აღწევს. დამწვარია უნიკალური და წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ჯიშის ხეები, მათ შორის უნიკალური უთხოვარი. მინისტრის განცხადებით,  ეს ტერიტორია ეკოლოგიური კატასტროფის ზონად გამოცხადდება.

ბოლო დღეებია ცეცხლი ტოტებიდან ფესვებზე გადავიდა. დაახლოებით ერთი მეტრის სიღმეში ფესვებზე ხანძარია გაჩენილი, რაც ცეცხლის ლოკალიზებას უფრო ართულებს. ვეტმფრენები და სახანძრო მანქანები წყალს ბორჯომის ხეობაშივე, შეგუბებული მდინარე გუჯარულადან იღებენ. დღის განმავლობაში, ერთ ვეტმფრენს, წყლის კალათის გავსება, საშუალოდ, 70-ჯერ უხდება. კალათა კი სამ ტონა წყალს იტევს.

უამინდობის შემთხვევაში ხანძართან ვეტმფრენებიცა და რეინჯერებიც უძლურნი არიან. ,,თუ წვიმა არ მოვიდა, ხანძრის სრული ლოკალიზება შეუძლებელი იქნება", - ამბობს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს უფროსის მოადგილე ზურაბ თალაკვაძე კი აცხადებს, რომ ტემპერატურის მატების ან ქარის გაძლიერების შემთხვევაში ხანძრი შეიძლებ ისევ გავრცელდეს.

1 000 ჰექტრამდე განადგურებული ფლორისა და ფაუნის შედეგად გამოწვეულ ეკოლოგიურ საფრთხეებსა და ეკონომიკურ ზარალზე ბორჯომის მინიციპალიტეტის საკრებულოს თვმჯდომარე ტრისტან ცუცქირიძეც საუბრობს: "ერთი ეკოსისტემის დაზიანებას სხვა ეკოსისტემების დაზიანებაც მოჰყვება.  განადგურებულის სწრაფად აღდგენა შეუძლებელია. ხანძარი კლიმატზე აისახება და ზარალი საკურორტო რაიონს რამდენიმე წლის მერე უფრო დაეტყობა".

სპეციალისტების განცხადებით, გადამწვარი ტყის განაშენიანებას 2 საუკუნე მაინც დაჭირდება.

ახალი ამბები