21:53, Thursday, 14.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აჭარის სოფლები სტიქიის შემდეგ

24.09.2008
მოსახლეობა მეწყერსაშიშ ზონაში აგრძელებს ცხოვრებას

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

აჭარაში 400-მდე ოჯახს  მეწყერი კვლავ ემუქრება. ხალხი შესაბამისი სამსახურებისაგან სასწრაფო დახმარებას ითხოვს. სტიქიამ აჭარაში ხუთი ადამიანის სიცოცხლე უკვე  იმსხვერპლა.

19 სექტემბრის სტიქიის შემდეგ, აჭარის ორი რაიონის,  ხელვაჩაურისა და ქობულეთის ათეულობით სოფელი დაიმეწყრა. სოფელ კაპრეშუმში 6 ოჯახს გორაკებიდან მცოცავი მიწის მასა წალეკვით ემუქრება. დაახლოებით 50 სმ-ის ნაპრალებია გაჩენილი მათი სახლების კედლებზე. ხოლო ერთ-ერთი მათგანის, ხუნდაძის სახლის კედელს კი ჩამოშლილი მიწის მასა ფარავს. რამდენიმე მათგანმა სახლიდან ნივთები გამოიტანა კიდეც და მოშორებით მცხოვრებ მეზობელებს აფარებს თავს.

დახმარებას ითხოვენ სოფელ თოდოგაურშიც. იქ მეწყერსაშიშ ზონაში ოთხი ოჯახი დღემდე ცხოვრობს. სოფელში განადგურებულია მოსავალი და გზები. შესაბამისად, შეწყვეტილია საავტომობილო მოძრაობა სოფლის ზედა ნაწილში.
ცენტრალურ გზას მოწყვეტილია სოფელ წინსვლის მოსახლეობაც. სატელეფონო საუბარში ისინი აცხადებენ, რომ მათთან გზები ჯერ კიდევ ჩაკეტილია და სოფლიდან ვერ გამოდიან.

გარდაცვლილი ჯემალ შანთაძის მეზობლები, სოფელ ახალსოფლიდან, იხსენებენ, რომ მეწყერი შანთაძეებისთვის, ჯერ კიდევ შარშან გახდა საშიში: „გასულ წელსაც მიწა ჩამოვიდა მათ სახლთან, მაგრამ არავითარი დახმარება და ყურადღება არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან. რაიმე გამაგრებითი სამუშაოები რომ ჩატარებულიყო, შეიძლება დღეს ასეთი შედეგი ყოფილიყო“. დაღუპული შანთაძის ცხედარი მეზობელთან ასვენია. ოჯახის დანარჩენმა ოთხმა წევრმა დაზიანებები მიიღეს და ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩებიან.

ბათუმის I საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს ჩავლეიშვილების ოჯახის გადარჩენილი ორი წევრი: 17 წლის მაგდა ჩავლეიშვილი და მისი ბაბუ. მათი ოჯახის ოთხი წევრის სიცოცხლე 19 სექტემბერის სტიქიამ შეიწირა.
„მხოლოდ ის მახსოვს, რომ უცებ კედელი ჩამოიმხსვრა, მიწამ შემოლეწა და შიგ მოვხდი. ყველა ოჯახში ვიყავით...“, იხსენებს მაგდა, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის რომ სტიქიამ და-ძმისა და დედ-მამის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2007 წლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამსახურის მონაცემებით, აჭარაში, 3 700-მდე ოჯახი განსახლებას ექვემდებარება. თუმცა, დღესდღეობით, 400-მდე ოჯახს ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებში, განსაკუთრებით საშიშ ზონაში აგრძელებს ცხოვრებას. მოსახლეობა შიშობს, რომ უბედური შემთხვევა ყოველ წუთსაა მოსალოდნელი. ისინი შესაბამისი სამსახურებისაგან სასწრაფო დახმარებას ითხოვენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC