კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადაიხდის თუ არა საქართველოს მთავრობა საზღაურს თავისი გაუთვლელი ნაბიჯების გამო?

25 სექტემბერი, 2008

მოსაზრება
ჯეფრი ქეი სილვერმანი

18 სექტემბერს ტელეკომპანია BBC-ის ეთერით გასულ “ჰარდ თოქის” –ის მორიგ გადაცემაში ჟურნალისტი სტივენ საკური საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მასპინძლობდა. გასულ თვეს განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთის, საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობების მომავალი განსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ორივე მხარე (რუსეთი და საქართველო) ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდა, კავკასიის ამ ნაწილში მშვიდობის ხანგრძლივი დროით დამყარება მაინც შორეული პერსპექტივაა.

“ჩვენი მოწინააღმდეგეები იმდენად ,,თავაზიანები’’ არიან, რომ გვიყვებიან თავიანთ გეგმებზე და იმაზეც, თუ როგორ აპირებენ ამ გეგმების განხორციელებას. თუმცა, როცა ამას ვაუწყებთ სხვებს ( საერთაშორისო საზოგადოებას) , გულგრილობის კედელს ვაწყდებით. როცა ბომბები იწყებს ცვენას, გვიანია რამის შეცვლა.”

ბევრი საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი და საქართველოს მოქალაქეები, ვინც ინგლისური ენა იცის, მიხეილ სააკაშვილისა და სტივენ საკურის პაექრობის მოწმენი გახდნენ. ნათლად გამოჩნდა, რომ ძალები არათანაბარი იყო და საკურმა საქართველოს პრეზიდენტი გააცამტვერა, ისე, რომ ამისთვის ძალების დაძაბვაც არ დასჭირვებია. სააკაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ ვერცერთ ჩამჭრელ კითხვას ღირსეული პასუხი ვერ გასცა. საინტერესო იყო მოულოდნელობებით სავსე დებატისა და მკვეთრი ურთიერთბრალდებების მოსმენა.

სააკაშვილი შესაძლოა 4 ენას ფლოდეს სრულყოფილად, მაგრამ როცა დებატებზე და სიტყვიერ შეჯიბრზე მიდგება საქმე, თუთიყუშივით იმეორებს ერთსა და იმავე პროპაგანდისტულ ტექსტებს და ცდილობს ამით დრო მოიგოს. გადაცემაში იგი გამუდმებით იმეორებდა ტერმინებს, რომლებიც ხშირად გვხდება ქართულ ინგლისურენოვან გაზეთებსა და ამერიკის საელჩოს პრესრელიზებში: ,,დემოკრატიის შუქურა”, საქართველოს “ეკონომიკური ბუმი”. პრეზიდენტმა ისიც კი თქვა, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანაა.
აბა, ერთი საქართველოს სოციალურად დაუცველ და ღარიბ მოსახლეობას ვკითხოთ, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ინფლაციისა და ფასების უპრეცედენტო მატების მოწმე გახდა და რომელიც ცდილობს დაბალი პენსიითა და მცირე შემოსავლით გაიტანოს თავი. საქართველოს ბიუჯეტის დიდი ნაწილი სამხედრო სფეროს რომ არ მოხმარებოდა შესაძლოა ქვეყანა წარმატებული მართლაც გამხდარიყო.

გადაცემის მსვლელობის ნახევარი საათის მანძილზე სააკაშვილმა დაშვებულ ზღვარს ბევრჯერ გადააბიჯა და ბევრ ადამიანს საშიში და უგუნური ფანატიკოსის შთაბეჭდილება დაუტოვა. საქმე ისაა, რომ სანამ სააკაშვილი კანონიერ პრეზიდენტად ითვლება, მას მხარდაჭერაც ექნება, სხვის მხარდასაჭერად ხომ საფუძველი არ არსებობს. ზოგადად მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი უშვებს შეცდომებს და სანამ ისინი გააცნობიერებენ ამ შეცდომებს უფრო მეტ შეცდომები მოსდით. თუმცა, სააკაშვილის მიერ დაშვებულმა შეცდომამ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს და მაშინ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწევს.

შესაძლოა, ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ „დემოკრატიულად  არჩეული“ პრეზიდენტ სააკაშვილის საქმე წასულია.  საკითხავი ისაა, როცა სააკაშვილის გემი დაიწყებს ჩაძირვას, ვის წაიყოლებს  ის თან. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის თანამებრძოლებს მისი ჩანაცვლება სურთ. ეს იმიტომ, რომ ჰგონიათ მათ მთავრობას მომავალი აქვს. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ისინი სააკაშვილივით უჭკუოები და მთვარეულები  არიან.  მე ვსვამ კითხვას, რატომ უნდა შეურიგდეს საქართველო ამ მდგომარეობას?

„ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ოგე ბორჩგრევინკი ფიქრობს, რომ „ხშირად დასავლეთელი ლიდერების მიერ ქართულ დემოკრატიის დადებითად შეფასება დაფუძნებულია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასავლეთზე ორიენტირებული რეფორმებისგან შექმნილ მირაჟსა და საქართველოსა და ნატოს შორის კავშირის გაძლიერების სტრატეგიულ გეგმაზე.

დასავლელი ლიდერებისგან განსხვავებით, ქართული ოპოზიცია სააკაშვილს ლავრენტი ბერიას ადარებს. თუმცა, პოლარიზებულ საქართველოში მაინც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მოვლენებს ობიექტურად და დამოუკიდებელად აფასებენ. მათ შორისაა საქართველოს სახალხო დამცველი. ამ დამოუკიდებელი შემფასებლების აზრით, საქართველო ავრორიტარიზმისკენ მიდის. იმის საფუძველზე თუ რას აკეთებს ( და არა რას ამბობს) საქართველოს მთავრობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეჟიმის დასვლეთზე და დემოკრატიაზე აღებული ორიენტაცია მოჩვენებითია.

საქართველოს მთავრობამ უამრავი საქმიანი ხელშეკრულება გააფორმა რუსულ და ყაზახურ კომპანიებთან და მომავალშიც ბევრ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ალიანსს შეკრავდა ერთადერთი მიზნით: საკუთარი ინტერესების დაცვის გზით ძალაუფლება შეენარჩუნებინა. დასავლურის ქვეყნების მიერ სააკაშვილის მთავრობის მხარდაჭერამ, რაც საქართველოში ადამიანის უფლებელის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ობიექტური ხედვის ხარჯზე ხდება, დემოკრატიის ცნების დისკრედიტირება და საქართველოს მოსახლეობის ანტაგონიზმი გამოიწვიოს .“
http://news.bbc.co.uk/2/hi/programmes/hardtalk/7623150.stm
გირჩევთ უყუროთ ამ გადაცემას. ბმული დაბლოკილი არ არის. თავად განსაჯეთ სააკაშვილის გამოსვლა. სააკაშვილი „ბიბისის“ კიდევ ერთ გადაცემაში  მონაწილეობდა. მე თავად ვუყურე ამ გადაცემას და შემიძლია გითხრათ, რომ ამ გადაცემაში პრეზიდენტმა თავი შეირცხვინა, ლაპარაკობდა უაზრობას და შეჩერებას  არც კი ფიქრობდა.  მე მგონი, სააკაშვილს უბრალოდ თავისი ხმის მოსმენა სიამოვნებს და ჰგონია, რომ ყველა მის მხარეზე იქნება მხოლოდ იმის გამო, რომ ინგლისურად კარგად ლაპარაკობს. სინამდვილეში, ის უბრალოდ ქართველია, რომელიც საუბრობს ინგლისურად.

მე მომწონს „ბიბისის“ წამყვანი საკური. ის არაბ ქალზეა დაქორწინებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კულტურულად შეზღუდული ადამიანი არაა; მისით მანიპულირება ძნელია და არ ჰყვება ახალი მსოფლიო წესრიგისთვის დამახასიათებელ პოლიტიკურ თამაშებს. ერთი სიტყვით, მისი ხედვა ობიექტურია.
სააკაშვილმა ინტერვიუსას სერიოზული შეცდომები დაუშვა. მან საკურს „ბინძური პუტინიც“ კი უწოდა. სააკაშვილი ძალიან გაცხარდა, როცა საკურმა პრეზიდენტს ჰკითხა, მისცემდა თუ არა საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს იმ მოვლენათა სრულყოფილი გამოძიების უფლებას , რომლებიც ქართველების მიერ ცხინვალის დაბომბვას უძღოდა წინ.

სააკაშვილის გამო და იმ მიზეზით, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პრეზიდენტს უგუნურად თვლის საქართველო, შესაძლოა, ვერასოდეს გახდეს ნატოს წევრი. როცა „ჰარდ თოქ“-ის წამყვანმა პირდაპირ დაუსვა კითხვა სააკაშვილს საქართველოში განვითარებული მოვლენებისას მთავრობის მიერ გადადგმული უამრავი გაუთვლელი ნაბიჯის შესახებ, პრეზიდენტმა მხოლოდ იმის თქმა მოახერხა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებისთვის გაუთვლელის წოდება მოვლენათა ცუდი ინტერპრეტაცია იყო და სხვა არაფერი. მისი თქმით, ეს იყო უბრალოდ მთავრობის რეაქცია რუსეთის ფედერაციის ფართო მასშტაბიან თავდასხმაზე და ამის დამადასტურებელი  „უტყუარი მტკიცებულებები“ საქართველოს მთავრობას ხელთა აქვს.

თუმცა, 17 სექტემბერს გაეროსა და USAID-ის მხარდაჭერით მომუშავე ახალი ამბების პორტალ  სივილ.გე -ზე გამოქვეყნდა პოლიტიკური საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის უილიამ ბერნსის განცხადება. ბერნსმა თქვა, რომ აგვისტოს ომი ნაწილობრივ ქართული მხარის „გაუთვლელი ნაბიჯებით“ იყო გამოწვეული. 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილი  ხანდახან მაინც ახერხებს საკუთარი თავის დადებითი კუთხით წარმოჩენას. მიუხედავად ამისა,  ბევრი მას უპასუხისმგებლო ადამიანად მიიჩნევს. უცხოელი პოლიტიკური ექსპერტები თვლიან, რომ სააკაშვილი ქარაფშუტაა. ჩნდება კითხვა, ღირს თუ არა III მსოფლიო ომის დაწყება საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის გამო მაშინ, როცა ქვეყნის სათავეშია ადამიანი, რომელიც ერთი მსახიობის სპექტაკლს თამაშობს?

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა შექმნილ სიტუაციას საუკეთესო შეფასება მისცა: „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების მიზეზები კომპლექსურია. დაშვებულ იქნა ბევრი შეცდომა და გადაიდგა ბევრი გაუთვლელი ნაბიჯი ყველა მხარის მიერ. თუმცა, რუსეთს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს წინააღმგდეგ მოწყობილი პროვოკაციებისა და გადამეტებული ძალის გამოყენების გამო.

 ვითარების ასე წარმოჩენასა და რეალობას შორის გარკვეული შეუსაბამობაა. არ უნდა დაგვავიწყდეს ფინანსური მოგება, რომელიც იარაღით მოვაჭე კომპანიებმა ნახეს. ეს არ ყოფილა ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული ომი. ეს არ ყოფილა ქვეყნის ( საქართველოს) დასაცავად წარმართული ომი. ეს იყო ომზე უფრო მეტი და სწორედ ეს აღძრავს კითხვებს: რატომ იწყებს ორი ეთნოსი  ერთმანეთთან ბრძოლას მაშინ როცა,  ეს ომი ორივე ერის არსებობას უქმნის რეალურ საფრთხეს და შესაძლოა კავკასიის რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

ახალი ამბები