კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რას წერდა უცხოური პრესა რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდეგ

6 ოქტომბერი, 2008

შთაგონება და საფრთხე საქართველოში
ავტორი მაკლ გერსონი
„ვაშინგტონ პოსტი“
ოთხშაბათი, 2008 წლის 20 აგვისტო,
 

დენიელ პრიდი: „ საქართველომ არასწორად გათვალა კრიზისის შედეგები. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს ისევე სწრაფად შემოიერთებდა, როგორც 4 წლის წინ საქართველოს სახრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონს (იგულისხმება აჭარა). ის (სააკაშვილი) ფიცხი კაცია, რომელმაც ამერიკის რჩევა არ გაითვალისწინა.“

ციტატა

„მწვანე შუქიდან ყვითელზე“
ავტორი დენ ფროომკინი ,
სპეციალურად www. washingtonpost.com -ისთვის
 2008 წლის 13 აგვისტო, ოთხშაბათი დღის 2-ის ნახევარი

„ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მთავრობა გააფრთხილეს რუსეთისთვის არ მიეცა შესაძლებლობა საომარ მოქმედებებში ჩაეთრია  საქართველო. ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, ისინი გაკვირვებულნი იყვნენ, რომ ოფიციალურმა თბილისმა მათი რჩევა არ გაითვალისწინა. გასულ კვირას, რამდენიმე საათით ადრე სანამ საქართველო იერიშს მიიტანდა სამხრეთ ოსეთზე, დანიელ ფრიდმა, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწე და ვაშინგტონის წარმომადგენელია რეგიონში და ამერიკის ადმინისტრაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა არ დაეშვათ კონფლიქტის ესკალაცია.“

ციტატა

ჯულიენ ბარნესი და პიტერ შპიგელი
„ლოს ანჯელეს ტაიმსი“

„ამერიკის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ამერიკის პოლიტიკის წარმართვაში რუსეთის მიმართ, უარყო საქართველოსთვის ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან დამაბნეველი მესიჯების გაგზავნის ფაქტი და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა სააკაშვილს მხარდაჭერა დიდი ხნის წინათ გამოუცხადეს, საქართველოს მთავრობა გააფრთხილეს არ დაპირისპირებოდა რუსეთს სამხედრო დონეზე. „ ჩვენ გამუდმებით, მათ შორის სამშაბათსაც, მოვუწოდებდით არ შეეყვანა სააკაშვილს ძალები სამხრეთ ოსეთში. ჩვენი პოზიცია საკმაოდ ცალსახა და ნათელი იყო,“ - განაცხადა ამერიკელმა თანამდებობის პირმა, რომელიც ინტერვიუზე და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან პირად საუბარზე კომენტარის მოცემას დაგვთანხმდა ანონიმურობის სანაცვლოდ. „სააკაშვილი ომის დაწყებამდე ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ გულხედაკრეფილი ვერ დააკვირდებოდა ქართული სოფლების დაბომბვას. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ის პრესის ქვეში იყო ამის გამო. ჩვენ კი ვუმეორებდით სააკაშვილს, რომ რუსეთის პროვოკაციას არ უნდა წამოგებოდა, რომელიც საკმაოდ რეალური იყო.“

ციტატა
„დაპირისპირება ომში გადაიზარდა ამერიკის თვალწინ“
სტატია გამოქვეყნდა 2008 წლის 17 აგვისტოს

ჯარის გაძლიერება ომისთვის მოსამზადებლად თუ თავის დასაცავად ხდებოდა, გაუგებარია. ამერიკელი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ისინი სისტემატიურად და ცალსახად აფიქსირებდნენ თავიანთ ქართველ მოკავშირეებთან, რომ ერაყის მისია საქართველოს არ უნდა აღექვა როგორც ამერიკის სრული მხარდაჭერის აქტი ან სეპარატისულ რეგიონებში სამხედრო ოპერაციების პრელუდია.
ამერიკელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ მათ გარკვევით განუცხადეს ქართველ მოკავშირეებს, რომ ქართველების გეგმას წარმატების მცირე შანსი ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რომ კრემლი სეპარატისტულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ქართული „აგრესიისგან“ დაცვას ჰპირდებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე დიდი ამ დროს რუსული სამხედრო ძალების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.
ქართველი ოფიციალური პირების მტკიცებით, 6 აგვისტოს ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი რამდენიმე ქართული სოფლის მიმართულებით გახსნეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ოსური სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქართველებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში რუსული სამშვიდობო პოსტები და სამოქალაქო ტერიტორია დაბომბეს, რითაც სიტუაციის ესკალაცია მოახდინეს.
ქართველებმა განაცხადეს, რომ პირველად ოსებმა გახსნეს ცეცხლი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა მისტერ ფრიდს დაურეკა და განუცხადა, რომ მის ქვეყანას თავს დაესხნენ და საქართველოს თავისი ხალხი უნდა დაეცვა. ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის თანახმად, მისტერ ფრიდმა მინისტრს მოუწონდა საქართველო არ შესულიყო სამხრეთ ოსეთში. ქართველები ოსეთში 7 აგვისტოს მაინც შევიდნენ.

ციტატა

საქართველო და რუსეთი ერთმანეთს სეპარატისტული რეგიონების გამო დაუპირისპირდნენ

ავტორი პიტერ ფინი , „ვაშინგტონ პოსტის“ საერთაშორისო სამსახური

2008 წლის 12 აგვისტო, სამშაბათი, 

გასულ კვირას ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჯერ იერიში მიიტანეს და შემდგომ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი ცენტრალური ხელისუფლების აღდეგენის მიზნით დაიკავეს; რუსულმა ჯარმა ისინი ორ დღეში გამოდევნა ტერიტორიიდან.

ციტატა

საქართველოს უგუნური საქციელი

ავტორი პოლ ჯეი სონდერსი,  ვაშინგტონ პოსტი

2008 წლის 15 აგვისტო, პარასკევი

თუმცა, ნათელია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ქვეყნის ჯარს უბრძანა მისი ძალაუფლება ძალით გაერვცელებინა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ამერიკელი ოფიციალური პირები უნდა დაფიქრდნენ, თუ რა გავლენა მოახდინა სააკაშვილის საქციელმა ამერიკის პოლიტიკაზე საქართველოს, რუსეთისა და მთელი რეგიონში  .

ციტატა

მოულოდნელობის რისკი,  ავტორი დეივიდ იგნატიუსი „ვაშინგტონ პოსტი“

2008 წლის 20 აგვისტო, ოთხშაბათი

ბოლო დროს საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ბევრი ექსპერტი აცხადებს, რომ სააკაშვილმა თავი მახეში გაიბა 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე იერიშის მიიტანით, რამაც თავის მხრივ რუსეთს საბაბი მისცა ძალისმიერი მეთოდით ეპასუხა ამ იერიშზე. დასკვნა, პიტერ ფინის სტატიის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს, რომელიც დაწვრილებით აანალიზებს მდგომარეობას.
ამერიკამ შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა სააკაშვილისნაირ მერყევ ლიდერს  იმის წარმოდგენის საშუალება მისცა, რომ ამერიკა ყოველმხრივ მის გვერდით იდგა.
ცივი ომის შემდგომ მსოფლიოში პატარა ქვეყნები ხშირად ერთვებიან კონფლიქტებში იმის იმედით, რომ დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფოები მათ დაეხმარებიან.

ციტატა
ნუთუ ჩვენ ყველანი ქართველები ვართ? ჯერჯერობით არა.

2008 წლის 17 აგვისტო, კვირა, „ვაშინგტონ პოსტი“, ავტორი მაიკლ დობსი

შვიდი აგვისტოს ღამესა და 8 აგვისტოს დილას სააკაშვილმა ცხინვალის დაბომბვის ბრძანება გასცა და ქალაქის დასაკავებლად შეიარაღებული კოლონა გაუშვა. ისე ჩანს, რომ მას დასავლეთის იმედი ჰქონდა რუსეთის მხრიდან ძალისმიერი ჩარევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინფორმაცია რომ, რუსი მშვიდობისმყოფელები დაიღუპნენ და/ან დაიჭრნენ ქართველების თავდასხმის შედეგად. ქართველების მხრიდან ეს იყო დიდი შეცდომა.


ციტატა
2008 წლის 12 აგვისტო, „ნიუ იორკ ტაიმსი“

ბევრი ადამიანი ამბობს, რომ იგი ჯიუტი და უგუნური ადამიანია, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა როცა ოლიმპიური თამაშების დაწყების წინა დღეს რუსულ ანკლავ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის ბრძანება დაუფიქრებლად გასცა და ვერ გათვალა, რომ რუსეთი მზად იყო ძალითვე ეპასუხა ქართულ სამხედრო მოქმედებისთვის. კრიტიკოსების მტკიცებით ის (სააკაშვილი) მზადაა  საკუთარი ამბიციები ხალხის ინტერესებზე მაღლა დააყენოს. პუტინი პეკინში იყო, მედვედევი კი მდინარე ვოლგაზე სანატორიუმში. ცხინვალში მშვიდობისმყოფელთა მხოლოდ ერთი ბატალიონი იდგა მძიმე შეიარაღების გარეშე. მშვიდობისმყოფელები დაბომბვის დაწყებიდან 10 საათის განმავლობაში არ ჩარეულან პროცესებში. ისინი გაეროსაგან ნებართვას ელოდებოდნენ. სურვილის შემთხვევაში, 776-ე ბრიგადის თვითმფრინავებს კონფლიქტის ზონაში გადაფრენა დაბომბვის დაწყებიდან 30 წუთში, ღამის პირველ ნახევარზე შეეძლოთ.

ციტატა
ორმხრივი დაღმასვლა ფართომასშტაბიანი ომისაკენ
 ავტორი პიტერ ფინი ,
„ვაშინგტონ პოსტის საერთაშორისო სამსახური“2008 წლის 17 აგვისტო, კვირა

„ექვს აგვისტოს გავეცი ბრძანება მზადება დაწყებულიყო ბაზებიდან გასასვლელად,“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა თბილისი- გორის ცენტრალურ ტრასაზე მდებარე ქართულ პოსტთან ყოფნისას 14 აგვისტოს. კეზერაშვილმა ტექნიკის გადაადგილებაზე ისაუბრა. ტექნიკა ტანკების, 122 მმ. ჰაუბიცებისა და 203 მმ. თვითმავალი არტილერიისაგან შედგებოდა. ეს თვალსაჩინოება იმისათვის იყო საჭირო, რომ ოსებს ქართული ჯარისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეჩერებინათ.
ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა ეუთოს დამკვირვებელთა ანგარიშის საფუძველზე განაცხადა, რომ დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მის გარშემო შენიშნეს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გადაადგილება. დამკვირვებლებმა BM-21ების გადაადგილება ნაშუადღევის შემდეგ შენიშნეს.
„ხუთშაბათს ნაშუადღევს, მათ ტექნიკისა და ცოცხალის მოძრაობა გორის ახლოს მდებარე ქართული სოფლის კარალეთის მიმართულებით მოძრაობა შენიშნეს,“ განაცხადა დიპლომატმა. კეზერაშვილის თქმით, BM-21-ები ხუთშაბათს ღამით გადაადგილდებოდნენ.
საღამოს 7 საათზე, მაშინ როცა ქართული ძალები სამხრეთ ოსეთისკენ მიემართებოდნენ, სააკაშვილი ქართული ტელევიზიით გამოვიდა და ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. „ყველას თანამშრომლობასა და მეგობრობას გთავაზობთ,“ მიმართა მან სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს. „ მშვიდობის სანაცვლოდ ნებისმიერი სახის შეთანხმებისთვის მზად ვართ.“

დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ოსებმა დასავლელ დამკვირვებლებს ქართველი სამხედროების გადაადგილების შესახებ შეატყობინეს, აცხადებს ერთ-ერთი დიპლომატი.
ამ დროს რუსული ჯარები და ჯავშანსატანკო ნაწილები სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთით იმყოფებოდნენ. ყოველწლიური საზაფხულო წვრთნების შემდეგ ისინი იქ იყვენენ დაბანაკებულები. რუსული დაზვერვის წარმომადგენლები ქართული არმიის გადაადგილების შესახებ იღებდნენ ინფორმაციას. რუსული ოფიციალური პირების თქმით, მათ ქართველების მოქმედება (ჯარის მოძრაობა) აგრესიის დასაწყისად მიიჩნიეს.
იმ დროს როცა სააკაშვილი ტელევიზიით ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა ოსებს, დიდი რაოდებით ცოცხალი ძალა და იარაღი ოსეთისკენ მიემართებოდა. რუსეთმა სააკაშვილის განცხადება დროის მოგების მცდელობად აღიქვა რათა ქართული ჯარი ხელსაყრელ პოზიციებზე განლაგებულიყო და იერიში მიეტანა სეპარატისტებზე. კეზერაშვილის განცხადებით დროის დაახლოებით იმავე მონაკვეთში ქართველებს ინფორმაცია მოუვიდათ, რომ რუსები სამხრეთით დაიძრნენ, რათა როკის გავლით სამხრეთ ოსეთში შესულიყვნენ. რუსეთი ამ ინფორმაციას უარყოფს.
ყველაზე კრიტიკულ მომენტში სააკაშვილი დასავლეთისა და ნატოს ლიდერებსა და დიპლომატებს დაუკავშირდა. „გაშმაგებით ვრეკავდი,“ განაცხადა მან უცხოელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამერიკის დესპანმა მეთიუ ბრაიზამ თქვა: „ჩვენი პასუხი იყო,“არ გაება მახეში. არ დაუპირისპირდე რუსეთის სამხედრო ძალას.“ ბრაიზამ განაცხადა, რომ მისთვის არ უთქვამთ, რომ ქართული არმია უკვე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მიდიოდა და არც მას შემდეგ შეჩერებულა რაც სააკაშვილმა ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
ბრაიზას თქმით, მანამდე რუსული ჯარის აფხაზეთში შესვლამ და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაკავებამ თბილისს სამხედრო მოქმედების დაწყების სურვილი აღუძრა. „ისინი ფიქრობდნენ, რომ საკუთარი ქვეყნის ღირსება და ქართული სოფლები უნდა დაეცვათ. მოვლენები საშიში დინამიკით განვითარდა. ეს იყო ნაწილი გეგმისა სახელად „აგვისტოს ქვემეხები“, რომელიც მოქმედება-რეაქციის პრინციპზე იყო აგებული. ჩვენ ვცადეთ მოვლენათა ამ სცენარით წარმართვა აგვეცილებინა თავიდან.“
კეზერაშვილის თქმით, ხუთშაბათს ღამით, სააკაშვილის სატელევიზიო მიმართვიდან 3 საათის შემდეგ, ოსებმა ჭურვები დაუშინეს ქართულ სამშვიდობო პოსტს სოფელ სარაბუკში და ადმინისტრაციულ შენობას სოფელ ქურთაში, სადაც სანაკოევის დროებითი ადმინისტრაცია მდებარეობდა, რომელიც თბილისის მოკავშირედ ითვლება.
რუსეთმა კეზერაშვილის მიერ ნახსენები დაბომბვა უარყო. არც ეუთოს დამკვირვებლებს დაუფიქსირებიათ საარტილერიო დაბომბვა კეზერაშვილის მიერ დასახელებულ დროს, აცხადებს დასავლელი დიპლომატი, რომელსაც ეუთოს დამკვირვებელთა ანგარიშებზე მიუწვდება ხელი.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ საღამოს 11 საათზე მან მიიღო ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები როკის გვირაბში შევიდნენ.
ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრებისას ქართველ ოფიციალურ პირებს მოვლენათა განვითარების მასშტაბებზე არ უსაუბრიათ, განაცხადა ბრაიზამ. „ინტენსიური სატელეფონო საუბრებისას მათ გვითხრეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას აპირებდენენ. ჩვენ განვუცხადეთ, „ნუ დაძრავთ ძალებს, გამარჯვების შანსი ძალიან მცირეა.“ მათ კი გვიპასუხეს,“ ვიცით, მაგრამ ჯერ იმ გზის აფეთქებას ვაპირებთ, რომლითაც რუსებს საქართველოში შემოსვლა სურთ და შემდეგ მათ უკუგდებას შევეცდებით.“
საქართველო არ ელოდა,რომ რუსეთი შემხვედრ სამხედრო მოქმედებებს განახორციელებდა. ქვეყანა სრულებით მოუმზადებელი იყო ამისთვის, აღიარა თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ.

ბათუ ქუთელიამ, „ფაინენშალ თაიმსს“ განუცხადა, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალის აღება იმის მიუხედავად გადაწყვიტა, რომ ქვეყანას არც საკმარისი ტანკსაწინააღმდეგო ძალა და არც ნორმალური საჰაერი თავდაცვა ჰქონდა.
„სამწუხაროდ ამ საკითხს ჩვენ პრიორიტეტს არ ვანიჭებდით,“ განაცხადა რესპონდენტმა, რომელიც საქართველოსა და ნატოს (ალიანსი, რომელშიც საქართველო არ შედის) დროშების ფონზე იჯდა მაგიდასთან. „ჩვენ მოვლენათა ასეთი განვითარება არ გაგვითვალისწინებია.“
რუსი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ცხინვალში 2 000 ადამიანი დაიღუპა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს რიცხვი გადაჭარბებულია.თუმცა, უდავოა, რომ ბევრი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და დაიჭრა. დაღუპულთა მაღალი რიცხვი რუსეთს აღიზიანებს, ხოლო საქართველოს დასავლელ მოკავშირეებს შოკში აგდებს.
„ეს არის საშინელება, უბრალოდ საშინელება. სამოქალაქო პირების ასე უბრალოდ მოკვლა უკანონოა,“ განაცხადა ინტერვიუში მეთიუ ბრაიზამ, ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა რეგიონში. „ ეს საშინელებაა.“  

 

ახალი ამბები