18:29, Tuesday, 02.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ხალხის აზრი:

13.10.2008
ერთი სიმართლე - ომი არ დასრულებულა

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

დღეს არავინ დავობს იმაზე, რომ აგვისტოს მოვლენებმა საქართველო დიდ განსაცდელში ჩააგდო. არც იმაზე, რომ ემოცია ჩვენს ქვეყანაში ჯერაც არ განელებულა. მართალია, რუსები შიდა ქართლისა და სამეგრელოს ტერიტორიიდან გავიდნენ და „ნადავლიც“ თან გაიყოლეს, თუმცა, კვლავ ოკუპირებულია ახალგორი და საჩხერის რაიონი. პერევში რუსები სანგრებს ისევ ძველებური შემართებით თხრიან, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საფუძველს აძლევს განაცხადოს, რომ „ომი ჯერ არ დასრულებულა.“

საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერისა და საქართველოში  მსოფლიო პოლიტიკოსების გახშირებული ვიზიტების მიუხედავად, ვითარება კვლავ მძიმეა. ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებთ დანაღმული ტერიტორიები დღეს ზუსტად ისევე აშინებს, როგორც აგვისტოს დღეებში აგრესორთა საჰაერო შეტევა. ფაქტია, რუსები საქართველოდან არ გადიან.

დაბომბილი ტერიტორიების, აწიოკებული ადამიანებისა და ჯერაც დაუზუსტებელი დაღუპულთა რიცხვის ფონზე არსებობს ერთი სიმართლე, რომელსაც საზოგადოება ერთ სახელს არქმევს - ომი ჯერ არ დასრულებულა. დაძაბულობა შეიმჩნევა ყველგან: ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე, ქუჩაში, ოჯახებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე და ხელისუფლების „დასკვნა“, რომ ომი საქართველომ მოიგო, დღეს მხოლოდ ხელისუფლებას ანუგეშებს. ყოველშემთხვევაში, ასე ფიქრობს ხალხი.

გურამ ხარაბაძე, ფიზიკოსი, 45 წლის: „იმაზე ფიქრიც კი, ვინ მოიგო და ვინ დარჩა წაგებული ამ ომში, უბრალოდ, უხერხულია. ქვეყნის ხელისუფლება დღეს გამოსავალს უნდა ეძებდეს და არა იმის მტკიცებას უნდებოდეს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. ხალხი დაიხოცა. ვინც ცოცხალი დარჩა, სახლი აღარ აქვს. რა არის აქ გასახარელი? მარტო იმის მტკიცება და ტელევიზიით ჩვენება, რომ რუსებმა სულმდაბლობა გამოიჩინეს და უნიტაზებიც კი წაიღეს, საქმეს უშველის. გონიერება გვმართებს ჩვენც, ხალხსაც და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასაც.“

ლალი გურეშიძე, პედაგოგი, 51 წლის: „ერთის თქმა შემიძლია - ჩვენს ქვეყანაში არაფერი არ შეცვლილა. კარგია და სასიხარულოა, რომ რუსები აღარ გვბომბავენ, მაგრამ ერთი იმ ხალხსაც ვკითხოთ, ვინც უსახლკაროდ დარჩა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ადამიანებიც, ვინც საკუთარ სოფლებში კი დააბრუნეს, მაგრამ შიშით ეზოში ვერ გამოდიან. ვგულისხმობ დანაღმულ ტერიტორიებს, რომლის საბოლოოდ განაღმვასაც ალბათ დიდი ხანი დასჭირდება. ამდენად, ოფიციალურ პირთა (და პირდაპირ ვიტყვი, პრეზიდენტის) განცხადება, რომ ომი მოვიგეთ და ახლა მშვიდობა გვაქვს, ცოტა გამაღიზიანებელია.“

ზურაბ ჩირაძე, ინჟინერი, 69 წლის: „ამ პატარა ქვეყნისთვის ამ მოკლე პერიოდში სამი ომი მგონი, საკმარისი კი არა, ძალიან ბევრია. ალბათ დადგა დრო, რომ პოლიტიკოსებმა დიპლომატია ისწავლონ და ხალხი, საზოგადოება არ შეიწირონ. არაფერს ვამბობ ტერიტორიებზე, რომელსაც, კაცმა არ იცის, როდის და რის ფასად დავიბრუნებთ. ჩვენ ბევრჯერ ვიწვნიეთ სიმწარე და საკმარისია. დროა, ერთხელ და სამუდამოდ დავისვენოთ, მშვიდად დავიძინოთ.“

ფატმან ოთხვანი, დევნილი, 61 წლის: „ჩვენ კოდორის ხეობიდან ვართ. იქ რაც მოხდა, საშინელება იყო. ხეობა სულ რაღაც ნახევარ საათში ჩაბარდა. აფხაზეთის მთავრობას არც გავუფრთხილებივართ, წადით, საშიშროების წინაშე დგახართო. თუმცა, ამაზე ლაპარაკს დღეს რა აზრი აქვს... ყველაფერი ვიღაცის სულელურ ამბიციებს შეეწირა. ხეობა რუსებს და აფხაზებს ჩავაბარეთ და დაბრუნებით სოხუმთან ერთად თუ დავიბრუნებთ. სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვა. ასე რომ, აფხაზეთთან ერთად ჩვენ დღეს ზემო აფხაზეთიც დაკარგული გვაქვს“.

ნანა ჩაფიძე, იურისტი, 27 წლის: „რუსეთი იძულებული გახდა, დატოვოს საქართველოს ტერიტორია. მალე ალბათ ბოლო რუსი ჯარისკაციც გავა საქართველოდან. ჩვენ კი, უფრო დიდი  პრობლემა წინ გვაქვს.  გადასატანია სერიოზული პოლიტიკური ბრძოლა იმ მიზნის მისაღწევად, რომ რუსებმა ასევე, საბოლოოდ დატოვონ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორია. თუმცა, ეს ალბათ გაცილებით დიდ ძალისხმევას (ვგულისხმობ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ასპარეზზე) მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისგან, ვიდრე აქამდე გადატანილი ბრძოლა“.

ლიანა ოკუჯავა, დევნილი, 57 წლის: „15 წლის წინანდელი ისტორია გამეორდა, საქართველო კვლავ დევნილებით გაივსო. ჩვენ 15 წლის წინ გამოვიქეცით სოხუმიდან და დღეს კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც საკუთარ მიწა-წყალს მოწყვიტეს. ამდენი ბიჭები დაიხოცა, მშვიდობიანი მოსახლეობა აწიოკდა და კაცმა არ იცის, წინ კიდევ რა გველოდება. მე, მაგალითად, დღეს ჩვენი ხელისუფლების იმედად ვერ ვარ. ჯერ ისევ ოკუპირებული ვართ, თუმცა, ამის დაჯერება არ უნდათ. ღირსების ორდენებს არიგებენ და ტელეეკრანიდან რაღაცას გვილოცავენ. რას, მართლა ვერ ვიგებ“.

ბექა ჯავახაძე, სტუდენტი, 21  წლის: „თქვენ გჯერათ, რომ რუსეთ-საქართველოს ომში ადამიანების მხოლოდ ის რაოდენობა დაიღუპა, რაც ოფიციალურად გამოცხადდა? მე არ მჯერა. მე მგონი, არავის  ჯერა. ეს ძალიან ცუდია. როდემდე უნდა ვიცხოვროთ ტყუილებით და მოჩვენებებით? გავიხედოთ გვერდზე, რუსები ჯერ ისევ საქართველოში არიან და მგონი, წასვლას არც აპირებენ.“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC