01:09, Thursday, 04.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასტუმრო უნებართვოდ აშენდა - კანონი კი მისი მფლობელის მიმართ უმოქმედოა

21.10.2008
მაკა მალაყმაძე, ბათუმი

 
"ჯორჯიან ჰოუთელ პალასი" აჭარაში ერთ-ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. სასტუმრო მიმდინარე წლის 16 ივნისს ისე გაიხსნა, რომ მასზე მშენებლობის ნებართვაც არ გაცემულა. ნებართვა არც ახლა არსებობს. სასტუმროს მშენებლობაში ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ 30 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო.

 
კანონის თანახმად, მშენებლობის ნებართვას ადგილმდებარეობის მიხედვით მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური გასცემს. რადგან სასტუმრო საქართველოს მთავრობის "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" 2005 წლის 11 აგვისტოს #140 დადგენილების შესაბამისად, წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს, მასზე მშენებლობის ნებართვა, ამავე დადგენილების შესაბამისად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა გაეცა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენს მიმართვაზე, რომლითაც "ჯორჯიან ჰოუთელ პალას“-ზე გაცემული მშენებლობის ნებართვის ასლს ვითხოვდით, გვიპასუხა: `ქობულეთში მდებარე სასტუმრო "ჯორჯიან ჰოუთელ პალასის" მშენებლობის ნებართვის ასლი სამინისტროში არ ინახება". აქვე სულხან ჯორთმენაძე, მინისტრის პირველი მოადგილე არ უარყოფს, რომ ნებართვა სწორედ მათ სამინისტროს უნდა გაეცა: "მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გასცემს კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობების ობიექტების მშენებლობის ნებართვას, ნებართვის მაძიებლის წერილობითი განცხადებისა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა”.

თვითონ სასტუმრო "ჯორჯიან ჰოუთელ პალასის” მფლობელმა თემურ ჭყონიამ, მას შემდეგ, რაც გაიგო თუ რა საკითხთან დაკავშირებით ვეხმიანებოდით, მცირე სატელეფონო კომენტარით შემოიფარგლა: "...არ მცალია ჭორიკნობისთვის. აბა კარგად იყავით”.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ აღნიშნული სასტუმროს მშენებლობის ნებართვის ასლის არსებობის გადამოწმება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროშიც სცადა. სამინისტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით ღონღაძემ, ოფიციალური მიმართვის გაგზავნის მიუხედავად, 8 ოქტომბრის შემდეგ, დღემდე არ გვიპასუხა.

მშენებლობისას დარღვევების არსებობის შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახურმა შესაბამისი ღონისძიება უნდა გაატაროს. ამასთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურსაც დაუკავშირდა. აღნიშნული მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ჯუმბერ ჭყონია, დარწმუნებული იყო სასტუმროს მშენებლობის ნებართვის არსებობაში: "ჯორჯიან ჰოუთელ პალასს" მშენებლობის ნებართვა რა თქმა უნდა ჰქონდა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართეთ, ვინც საბოლოო ნებართვა გასცა. ჩვენს სამსახურს ნანახი და შემოწმებული გვაქვს". ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნებართვის ასლის მოწოდებასაც დაგვპირდა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ დოკუმენტი, რაც მათ გააჩნდათ, მშენებლობის ნებართვა არ იყო.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ჭყონია, მხოლოდ იმ დარღვევას იხსენებს, რომ "ჯორჯიან ჰოუთელ პალასის" მშენებლობა გარკვეული ვადით გაჩერებული იყო: "ერთი კვირით გავაჩერეთ. ხარვეზი იყო პროექტში , სართულების რაოდენობასთან დაკავშირებით.

სასტუმრო "ჯორჯიან ჰოუთელ პალასი", ყოფილი სანატორიუმის, "საქართველოს" ტერიტორიაზეა აშენებული. სასტუმროს არქიტექტურასა და დიზაინზე ქართველმა არქიტექტორმა მარიკა ცაგარელმა და იტალიელმა პაოლო ჩუიენიმ და სალვატორ ჩერუტიმ იმუშავეს. თემურ ჭყონიამ ამ პროექტში 760 ათასი დოლარი გადაიხადა. "ჯორჯიან ჰოუთელ პალასში” 156 ნომერია, მათგან რამდენიმე საპრეზიდენტოც.

16 ივნისს, სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: ,,აჭარაში მეორე ანტალია უნდა აშენდეს" და იქვე დასძინა, `ჩვენთან ძალიან ბევრი სასტუმრო შენდება და, სამწუხაროდ, მშენებლობებზე ბევრგან, ძირითადად, უცხოელები მუშაობენ. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ამ სასტუმროს ინვესტორიც ქართველია და მშენებლებიც და მომსახურე პერსონალიც ქართველები არიან. ეს არის მოდელი იმისა, როგორ უნდა ხორციელდებოდეს საქართველოში მშენებლობა”.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ლალი იშხნელიძის განცხადებით, უნებართვოდ აშენებული სასტუმროს მიმართ სანქციები უნდა გატარდეს: "საქართველოს კანონის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ, განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზოლში უნებართვო მშენებლობა 20 000 ლარის ოდენობით უნდა დაჯარიმდეს. გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა სამმაგდება. თუმცა, სასტუმრო "ჯორჯიან ჰოუთელ პალასის" მიმართ რატომღაც კანონი, ლმობიერი. უფრო მეტიც, უმოქმედოა".
 

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC