01:38, Saturday, 06.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

წინასაარჩევნო დაპირებებით დაღლილი ამომრჩეველი

23.10.2008
მაკა მალაყმაძე, ბათუმი

3 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებია. წინასაარჩევნო კამპანია აჭარაში საკმაოდ პასიურად მიმდინარეობს. ჯერჯერობით არც ქუჩები აჭრელებულა წინასაარჩევნო პლაკატებით. ხალხი ამბობს, რომ  დაპირებებით ყველა დაიღალა.

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საღამომდე ოჯახებში დადიან. მათ უნდა გაიგონ, მიდიან თუ არა ოჯახის წევრები არჩევნებზე, ხმას ვის აძლევენ, ოჯახში ავადმყოფის არსებობის შემთხვევაში რა დახმარება სჭირდებათ. „მაინც და მაინც არჩევნების წინ ვახსენდებით ავადმყოფები? მანამდე ჩვენზე მთავრობამ არ უნდა იზრუნოს?“, -   კითხულობს პენსიონერი დოდო ლაზიშვილი.
ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატები, აჭარის პირველი პირისთვის  -ლევან ვარშალომიძის ახლობლები არიან. შუახევის რაიონის კანდიდატი მიხეილ მჟავანაძე ვარშალომიძის ოჯახის ექიმია, ხელვაჩაურის რაიონის კანდიდატი  -  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაჟა ბოლქვაძეა, ხოლო ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით ჭყონია აღნიშნული რაიონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე. ნაციონალური მოძრაობა პიარ-კამპანიას მოსახლეობასთან შეხვედრებით და დაპირებებით აგრძელებს. ერთ-ერთი ქობულეთელი ქალბატონი კითხულობს კიდეც: „გზებს, წყალს და მრიცხველების პრობლემების მოგვარებას რომ მპირდება, როგორ დავუჯერო მაშინ, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე იყო და მაშინ არ მოუგვარებია ეს საკითხები?“
დასაქმება, გზები, ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, ციტრუსი, სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება - ეს ის საკითხებია, რომელთა მოგვარებასაც კანდიდატები მოსახლეობას პირდებიან. ამომრჩეველი კი დაპირებებით დაიღალა:

ასმათ ბარამიძე, პედაგოგი, 27 წლის: „არჩევნებზე არ მივდივარ იმიტომ, რომ ნაკლებად მჯერა ჩემი მისვლით რაიმე შევცვალო. ბევრი რაღაც გაკეთდა, მაგრამ არა ხალხის სასიკეთოდ. სიმართლე გითხრა, არც ვიცი ვინ მოდის და რა პროგრამით. საარჩევნო პროგრამა ყველას შესანიშნავი აქვს, საქმით რას გააკეთებენ, ის არის მთავარი“.

მიმოზა დუმბაძე, დიასახლისი, 56 წლის: „წასვლას აზრი არ აქვს, თუ გაყალბება უნდათ, მაინც გააყალბებენ. პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური თამაშია მთავარი და არა მოსახლეობა. დაპირების ნაწილს მაინც რომ ასრულებდნენ, ამ დღეში არ ვიქნებოდით“.

მირიან სალაძე, 22 წლის: „არჩევნებზე მაინც მივდივარ, მარტო იმისთვის, რომ ვიცოდე, ჩემი არჩევანი რომ გავაკეთე. უმაღლესი საბჭოს თავისი ყოფილი 30 წევრით, ფაქტიურად აჭარის მოსახლეობის „ტვირთი“ იყვნენ. რა საჭიროა უმაღლესი საბჭო, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებები ზემოდან მიიღება, მაღალჩინოსნების უმრავლესობაც _ არაადგილობრივია. მოსახლეობისთვის სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა“.

დარიკო მამულაძე, პენსიონერი: „პენსია კი მოგვიმატეს შვილო, მაგრამ ამ პენსიით რასაც ვყიდულობდი, ის ვეღარ ვიყიდე. ასე თუ გაგრძელდა, რად მინდა მომატებული პენსია? ხელისუფლებამ უნდა მოგვხედოს ხალხს. ჩვენს ნდობას ცუდად იყენებენ. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხალხი ერთად საკმაოდ ძლიერი ვართ. მხოლოდ არჩევნების წინ არ უნდა ვახსოვდეთ“.

დავით ქავთარაძე, უმუშევარი, 35 წლის: „ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა. რატომ უნდა წავიდე თურქეთში და იქ გროშების სანაცვლოდ, ვიღაცის ჩაი ვკრიფო, მაშინ როდესაც ჩაი აჭარაშიც მოჰყავდათ წლების წინ? განა ჩვენი ფაბრიკა-ქარხნები რომ ავამუშაოთ, არ სჯობია? თან დასაქმების პრობლემაც ნაწილობრივ მოიხსნება. მირჩევნია აქ ვიმუშაო და საღამოს ოჯახში მივიდე“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC