კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ენდე, მაგრამ შეამოწმე“- ნაცმოძრაობის საარჩევნო დევიზი

4 ნოემბერი, 2008

მაკა მალაყმაძე,ბათუმი

3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პარალელურად, ამომრჩველებთან რეკავდნენ და ეკითხებოდნენ არჩევნებზე უკვე მივიდნენ თუ არა. ზარი ერთ-ერთ ამომრჩველთან ბათუმის 23-ე უბანზე ნომრიდან 895 30 55 25 განხორცილედა. ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუკავშირდა აღნიშნულ ნომერს, რომელმაც განაცხადა: “ლანა მურვანიძე ვარ, ზაზა გოგოტიშვილის შტაბიდან (ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან). რაიმე დარღვევაა ამაში? კი, ვურეკავდი სიის მიხედვით. უბრალოდ მაინტერესებდა იყვნენ თუ არა მისული“.  კონკრეტულად, თუ რა სიაზეა საუბარი, ლანა მურვანიძეს არ დაუკონკრეტებია, რადგან  საუბრის სურვილი გაუქრა.

არჩევნების წინ

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური პარტიის მიერ, ამომრჩევლებზე წინასწარ მოხდა სპეციალური მოსაწვევების ოჯახში დარიგება, ბათუმში ამომრჩეველთა აქტიურობის მხოლოდ 43% დაფიქსირდა.
ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი საარჩევნო მოსაწვევი 45 000 ტირაჟით დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ პარტია ამომრჩეველს „უზენაესი საბჭოს არჩევნებზე“ იწვევს. მაშინ როდესაც, აჭარის „უზენაესი საბჭო“ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წლის წინ ეწოდებოდა და 2004 წლიდან აჭარის ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს აჭარის უმაღლესი საბჭო ეწოდება
უსკო-ს საიტზე,
www.sec.ge შეგიძლიათ ნახოთ იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხა, სადაც დაშვებულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა. ჩვენ მხოლოდ, რამდენიმე ბათუმის ქუჩის შევამოწმეთ. საარჩევნო პლაკატები ზოგიერთ ისეთ ქუჩაზეც ვნახეთ, რომელიც აღნიშნულ სიაში საერთოდ არ იყო. თუმცა, იმან უფრო გაგვაკვირვა, რომ მათ გვერდით, თვით უსკ-ოს პლაკატიც იყო გაკრული. 

ვის რამდენი სკამი შეხვდება?
აჭარის უმაღლესი საბჭო, სავარაუდოდ, ორპარტიული იქნება. უსკ-ოს პირველადი შედეგებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 78%-ით ლიდერობს. მეორე პარტია, რომელმაც 5% ბარიერი გადალახა, ქრისტიან-დემოკრატები არიან. მათ მხარი ამომრჩეველთა 15%-მა დაუჭირა. 2% და ნაკლები მაჩვენებელი აქვთ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს: „ჩვენ თვითონ“, „ქართული დასი“, „მრეწველები“ და „ერთიანი კომუნისტური პარტია“. ეს მონაცემები ეყრდნობა უსკ-ოს 328 უბნის მონაცემებს. საერთო ჯამში აჭარაში 334 უბანი იყო, რომელთაგან 3 უბნის შედეგები უკვე გაუქმებულია.
აჭარის 6 საარჩვენო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებიდან, სახელისუფლო პარტიის წარმომადგენლები ლიდერობენ. აჭარის უმაღლესი საბჭოში სულ 18 დეპუტატი უნდა აირჩეს.

დარღვევები და დამკვირვებლები

აჭარის უმაღლესი საბჭოს  არჩევნებს 9 ადგილობრივი და 22 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. დაფიქსირდა მრავალი დარღვევა, თუმცა უსკო-ში მას უმნიშვნელოს ეძახიან. მათივე ინფორმაციით, 102 საჩივარია უბნებში, ხოლო 4 საჩივარი ოლქებშია შესული.

უბნებზე იყო ვადაგასული და ყალბი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის მცდელობები. რამდენიმე ფაქტია არასრულწლოვანთა მიერ ხმის მიცემისაც, რომელთა აღმოფხვრა მხოლოდ დამკვირვებლების ჩარევის შემდეგ ხდებოდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბათუმის მე-20, ხელვაჩაურის მე-9 და ქობულეთის 61-ე უბნებში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად ხმის მიცემისა. ორგანიზაცია შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

ხელვაჩაურის ოლქის ერთ-ერთ უბანზე, ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის მოსყიდვას. ხოლო იმავე ოლქის, #37 უბანზე კი, ერთ კონვერტში 14 ბიულეტენიც აღმოჩნდა. ასეთი „ბარაქიანი“ კონვერტი უბანზე სულ 16 ცალი დაფიქსირდა.

ბათუმის #1 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მისი გრაფა უკვე ხელმოწერილი დახვდა.

ბათუმის #74 უბანი: ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებსა და უმისამართოთვის გახსნილ სპეციალურ უბანზე სიაში შეყვანილ 333 ამომრჩევლიდან არც ერთზე მითითებული არ იყო მათი ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი. მაშინ, როცა კანონმდებლობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს აქვთ.

ბათუმის #49 უბანზე ბიულეტენების მიღება-ჩაბარების აქტსა და ერთიან სიაში დაფიქსირებულ ოდენობას შორის სხვაობა იყო. აღნიშნულ უბანს ამჯერად 21 მაისის არჩევნებში ბათუმის #66 უბნის კომისიის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მაშინ მკაცრი გაფრთხილება მიიღო. ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ვერ განამარტავენ, თუ რა მოტივით დაინიშნენ თანამდებობებზე ის კომისიის თავმჯდომარეები, რომლებსაც 21 მაისის არჩევნებზე ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრათ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამტკიცებს, რომ მათი ხელმეორედ დანიშვნით სარჩევნო კოდექსი დაირღვა.

ახალი ამბები