კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2008 წლის 7 ნოემბერს საქართველოში დემოკრატიის დასასრულის ერთი წლის თავია

6 ნოემბერი, 2008

ჯეფრი ქ. სილვერმანი

საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებამდე, დროის ათვლის საწყისი 2003 წლის ვარდების რევოლუცია მიიჩნეოდა, თუმცა ათვლის საწყისი 2007 წლის 7 ნოემბერს შეიცვალა. ისე როგორც ეს მოხდა შეერთებული შტატების 11 სექტემბრის და ბრიტანეთის 7 ივლისის მოვლენების შემდგომ. ეს ის თარიღებია, რომელმაც ამ ქვეყნების მაცხოვრებლები ტერორიზმის, როგორც რელური საფრთხის არსებობის წინაშე დააყენა.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებამდე, მედია და სამოქალაქო საზოგადოება მეტ-ნაკლებად ნორმალურ რეჟიმში მუშაობდა და საზოგადოების ინფორმირებას ახერხებდა იმ პროცესებთან დაკავშირებიც, რომელიც დემოკრატიის ელიტურ დიქტატურად გარდასახვაში გამოიხატებოდა. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის ნაცვლად, “რეფორმატორებმა” ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მოეხდინათ მედიისა და ძირითადი თავისუფლებების უზურპაცია.

შვიდი ნოემბრის დილას ხელისუფლებამ აგრესული იერიში მიიტანა მშვიდოებიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე. იმავე საღამოს სპეცრაზმელებმა ტელეიმედი დაარბიეს. ეს ყველაფერი კი მედიის წარმომადგენლებისათვის ერთმნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენდა, რომ ხელისუფლება არ იქნება შემწყნარებელი განსხვავებული აზრისა და თავისუფალი პოლიტიკური დებატების ხელშეწყობის მიმართ.

საქმის ზეპირი განხილვისა და საჯაროობის პრინციპის იგნორირებით, მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოახდინა ხელისუფლების უკანონო ქმედების დაკანონება საკუთარი გადაწყვეტილების მეშვეობით.

დემოკრატიულ საზოგადოებაში დამოუკიდებელ დელეკომპანიაზე თავდასხმა და  მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერება ფსევდო სამართლებრივი პროცედურების საფუძველზე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში ჰქონდა ადგილი, წარმოუდგენელ მოვლენად შეიძლება იქნას მიჩნეული.

ეგრეთ წოდებულ სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო ის ფაქტი, რომ მასობრივი გამოსვლები დაფინანსებული იყო არკადი “ბადრი” პატარკაციშვილის მიერ და რომ აღნიშნულმა პიროვნებამ საჯაროდაც კი აღიარა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობასთან უთანხმოების ფაქტი.

დამოუკიდებელი მედია საშუალებების არარსებობის გამო, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც ქვეყნის მაშტაბით მაუწყებლობს, სააკაშვილის მთავრობას აქვს შესაძლებლობა მედია, მათ შორის ის, რომელიც საზოგადობის მიერ გადახდილი გადასახადებიდან ფინანსდება, საკუთარი პოლიტიკური პროპაგანდისათვის გამოიყენოს.

დაბალანსირებული და ანალიტიკური ინფორმაციის არსებობა დიდ იშვიათობას წარმოადგენდა გასული ერთი წლის განმავლობაში და მიუხედავად სამოქალაქო საზოდაგოების და საერთაშორისო ორგანიზაციების უკმაყოფილებისა, ეს ტენდენცია მზარდ ხასიათს ატარებს.

ერთი წლის შემდეგ ბევრი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. მასმედიაზე ზეწოლა კი, რასაკვირველია, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების არასიჯანსაღეზე მიუთითებს. პროცესი, რომელშიც საქართველოს ეგრედწოდებული დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ცდილობს მედიის კონტროლს და მანიპულირებას, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

მაგალითისათვის გამოდგება ტელეიმედის შემთხვევა, რომლის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახიდან სხვა პირთა საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაზე საქართველოს მთავრობამ სირაქლემის პოზა მიიღო და არ რეაგირებს. აღნიშნული ფაქტი საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის არარსებობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.

პრობლემები აწუხებს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ პრესასაც. პრესის წარმომადგენლები სულ უფრო მეტად შიშობენ, თუ მათი მხრიდან  გარკვეული ზღვრის გადამეტება მოხდება, ისინიც ტელევიზიების ბედს გაიზიარებენ.

საქართველო – ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის შუქურად და სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებისათვის მისაბაძ მაგალითად ითვლებოდა, დღეს იმართება ბინძური მეთოდებით, რომელიც ეგრეთ წოდებულ მესამე მსოფლიოს ქვეყნებშია აპრობილებული. ქვეყანას მართავს პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზადაა ჩაებას ომში.

და რა მოხდა სინამდვილეში? იყო თუ არა სინამდვილის განცდის დაკარგვა რუსეთის მთავრობასთან არათანაბარი ჭიდილის შედეგი, რამაც საბოლოო ჯამში, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მიგვიყვანა და გამოიწვევს თუ არა ყოველივე ეს ფუნდამენტურ უფლებათა კიდევ უფრო შეზღუდვას?

ერთი წლის წინ რამოდენიმე ტელევიზიამ, ტელე იმედმა და კავასიამ, მიმდინარე მოვლენების გაშუქება სცადა, რაც 7 ნოემბრის მოვლენებით დაგვირგვინდა. დაახლოებით 6 დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის შენობის კიბის საფეხურები მომიტინგეებს ჰქონდათ დაკავებული. მალე, აღნიშნულმა ტელევიზიებმა მაუწყებლობა შეწყვიტეს და მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს საინფორმაციო პროგრამების გაშვება.

დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველაზე მთავარ ღირებულებას წარმოადგენს აქტიური და დინამიური მედია რომელიც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას არ განიცდის. იმისათვის რომ დემოკრატიულმა საზოგადოებამ გამართულად იფუნქციონიროს აუცილებელია პოლიტიკური კლანური ზეგავლენისაგან თავისუფალი დამოუკიდებელი მედიის არსებობა.

დღევანდელი ინფორმაციის გავრცელების სისტემა ორველის სახელმწიფოს წააგავს, როცა გავრცელებული ინფორმაცია “ნიუსპიკის” ფორმატში განხორციელებულ პოლიტიკური შინაარსისაგან დაცლილ დეზინფორმაციას წარმოადგენს.

ფუნდამენტური დილემა, რომელიც გასული 12 თვის განმავლობაში უნდა გადაწყვეტილიყო, ისაა, თუ როგორ მომხდარიყო მოქმედი ადმინისტრაციის იძულება, რათა მათ გულწრფელად ეღიარებინათ, რომ მილიტარიზაცია, სპეც ოპერაციები, აგენტურისა და პოლიციისა საკუთარი ხალხისა და დამოუკიდებელი სიტყვის წინააღმდეგ გამოყენება, შეცდომას წარმოადგენდა.

ძირითადი უფლებების შელახვა, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო სახელწიფო გადატრიალების ტოლფასი იყო. ნათელი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში წამყვანი ადგილი უკავია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა სტრუქტურებს, მათ შორის, მაფიურ წარმონაქმნებს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა რუსული გავლენის შედეგად (პოლიტიკაში, ბიზნესში, სამხედრო და დაზვერვის სექტორებში) და რასაკვირველია აღნიშნული პროცესები აისახა აგვისტოს ომის შედეგებზეც.

ისეთი ტელეარხების გამოყენებით, როგორიცაა “საქართველო” საზოგადოების ყურადღება გადატანილი იყო სამხედრო/პოლიციურ საკითხებზე, რამაც მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვა საზოგადოებრივი განწყობის ფორმირებაზე.

ნათელია, რომ სამხედრო, პოლიციურ და სადაზვერვო მიმართულებებით, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში დანახარჯების საგრძნობლად გაზრდას მოტივად ქართული საზოგადოების ინტერესები არ ედო. სანაცვლოდ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მოხდა დროის ეფექტურად გამოყენება ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით.

გასულმა ერთმა წელმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, თუ რა ინტენსივობით შეიძლება მედიის გამოყენება ჯგუფების კერძო ინტერესებისა და პოზიციების გასამყარებლად. იმ ინტერესთა სიმრავლე, რომელიც ქართულ სინამდვილეს ახლავს თან, განსაკუთრებით რთული მეზობლები და სხვა, კიდევ ერთხელ იძლევა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მომავლის შესახებ კითხვის ნიშნების დასმის შესაძლებლობას.

დღევანდელი ბალანსი, რომელიც პიროვნულ თავისუფლებასა და მედიას ეხება უდაოდ შეიცვალა 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ. აღნიშნული ფონზე არსებობს მუდმივი შიშის განცდა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაწერს ან გამოქვეყნებს ისეთ რამეს, რაც “ზედმეტად დემოკრატიული” (ან მთავრობის საწინააღმდეგოა) შეიძლება მონათლონ, როგორც სახელმწიფოს მტერი ან ბრმა იარაღი უცხოური ძალების ხელში.

პრესის თავისუფლების გარანტი ეკონომიკური სიძლიერე კი არა, მშვიდობაა. ეს ის მნიშვნელოვანი ინდექსია, რომელიც მსოფლიო ბეჭდვითი მედიისათვის შეიმუშავა „რეპორტიორებმა საზღვრების გარეშე“ და ყოველწლიურად ხდება მსოფლიო მედიის თავისუფლების ხარისხის შემოწმება. 2008 წლის შედეგები 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

მსოფლიო მედიის თავისუფლების ინდექსის შედეგების მიხედვით, რომელშიც ბოლო სამ ადგილს კვლავ „საშინელი სამეული“ იკავებს-თურქმენეთი (171-ე ადგილი); ჩრდილოეთ კორეა (172-ე) და ერიტრეა (173-ე), საქართველოში მედიის თავისუფლების ინდექსი 54 პუნქტით დაეცა. ახალ სიაში რომელშიც 173 ქვეყანა შედის, საქართველო 120-ე ადგილზეა 31, 25 ქულით.

2007 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სიაში საქართველო 66-ე ადგილზე იყო პრესის თავისუფლების მიხედვით. 2006 წელს, ჩვენი ქვეყანა 89-ე ადგილზე იყო; 2005 წელს-99-ე ადგილზე ხოლო 2004 წელს - 94-ე პოზიციაზე იყო; 2003 წელს 73-ე ადგილზე.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღნიშნავს: „პოსტ-საბჭოთა პერიფერიებში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სიტუაციის გამწვავება კავკასიის რეგიონში; იქ სამი დამოუკიდებელი ქვეყნიდან ორში - სომხეთსა (თავისუფლების ინდექსის მიხედვით 102-ე ადგილზეა) და საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა. რამოდენიმე ჟურნალისტი საქართველოში მომხდარი ომის დროს დაიღუპა.

„11 სექტმებრის შემდგომი მსოფლიო ახლა ერთმანეთისაგან საკმაოდ მკვეთრად არის გამიჯნული,“- წერია ანგარიშში. „არასტაბილური და ეგოცენტრული; წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები ნელ-ნელა თავისუფლების საზღვრებს ადგენენ.“

დიქტატორები ქედმაღლურად ამყარებენ ავტორიტარულ რეჟიმებს ქვეყნებში; ისინი იყენებენ საერთაშორისო საზოგადოების განსხვავებულობას და ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებული ომების უარყოფოთ შედეგებს. საქართველოს შემთხვევაში კი, როგორც დასავლეთის მედია აცხადებს, ქვეყნის ხელისუფლება აგრძელებს სამხრეთ ოსეთში საკუთარი მოქალაქეების ხოცვას. აღნიშნულ შეფასებას დიდი ბრიტანეთის წამყვანი გაზეთი „გარდიანი“ აქვეყნებს.

მედიის თავისუფლების ინდექსი ორ ასპექტს აერთიანებს და 2008 წლის 1 სექტემბრამდე 12 თვეს მოიცავს. ერთი ასპექტი ევროპის ლიდერობაა. ახალი ზელანდიასა და კანადას თუ არ ჩავთვლით, სიაში პირველ ოც ადგილს ევროპული ქვეყნები იკავებენ. მეორე მნიშვნელოვანი პოზიცია უკავიათ ცენტრალური ამერიკისა და კარიბიის ქვეყნებს. იამაიკა და კოსტა რიკა 21-ე და 22-ე ადგილებს იკავებენ; უნგრეთი კი 23-ე ადგილზეა.

აგვისტოს ომმა საქართველო 120-ე ადგილზე გადაიყვანა; ნიგერია 95-ე პოზიციიდან 130-ეზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანას დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა გააჩნიათ, ისინი ჩათრეულები არიან დაბალი ან მაღალი ინტენსიურობის მქონე კონფლიქტებში და მათი მოქალაქეები და ჟურნალისტები სერიოზულ საფრთხეში არიან.

2007 წლის 7 ნოემბრიდან მოყოლებული მსგავსმა სააფრთხეებმა ხშირად იჩინა თავი საქართველოში; პოლიცია და ხელისუფლების წარმომადგენლები თავს დაესხნენ არამარტო  საკუთარ მოქალაქეებს, არამედ უცხოელ ჟურნალისტებსაც. ხელისუფლების წარმომადგენლთა ბრძანების მიხედვით, პოლიცია  ხშირად იყენებდა გადაჭარბებულ ძალას დემონსტრაციის მონაწილეთა და ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ; ასევე თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც არც ერთ მხარეს არ წარმოადგენდა. დარბევის დროს ადგილზე მყოფი უცხოელის განცხადებით, რომელიც 7 ნოემბერს თავად გახდა პოლიციელების მსხვერპლი, სამართალდამცველებს უდანაშაულო ხალხი მაღაზიებიდან გამოჰყავდათ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. უფრო მეტიც, სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს  საქართველოს სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს.

ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლების სურვილია, მის მოქალაქეებს წაართვას ყველაზე ფუნდამენტალური უფლებები და ე.წ. მედია საშუალებებს კი - მოქმედების სრული თავისუფლება. 2007 წლის 7 ნეომბერს დაწყებული გასული წლის ყველაზე საშინელი მოვლენების შედეგი იყო სრულ სასოწარკვეთილებაში მყოფი უმაღლესი ხელისუფლებისა და კარგად დაფინანსებული ძალოვანი სტრუქტურების მიერ ინსპირირებული ყოვლად წარუმატებელი ომი; ამ ომის ინიციატორების სურვილი იყო საზოგადოების ყურადღება გაემხვილებინათ საომარ სიტუაციაზე რათა ქვეყანაში არსებულ თავისუფლების დეფიციტზე აღარავის ეფიქრა... ამ ეგოცენტრული მოქმედების გასამართლებელი არგუმენტები კი განსაკუთრებით დამცინავია: საქართველოს ხელისუფლებას სურდა კონსტიტუციური იურისდიქციის აღდგენა ე.წ. სამხრეთ ოსეთში; მაგრამ სამწუხაროდ, კონსტიტუციური წესრიგი დანარჩენ საქართველოშიც არ არსებობს, როგორც ეს ბოლო 12 თვემ გვიჩვენა.

ამ სტატიის ერთ-ერთი წყარო წერს, რომ მისმა მეგობარმა შეატყობინა, რომ ბათუმიდან თბილისისკენ ქართული ჯარის ნაწილები გამოგზავნეს, სავარაუდოდ 7 ნოემბრის საპროტესტო დემონსტრაციასთან დაკავშირებით. 

 

ახალი ამბები