კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საშიში დაბრუნება

10 ნოემბერი, 2008

ნონა სუვარიანი,თბილისი

ქარელის რაიონის სოფელი კნოლევი ოსების მიერ კონტროლირებად ზნაურის რაიონს ესაზღვრება. სოფლის ბოლოს კნოლევიდან დაახლოებით 70 მეტრში რუსული ბლოკ პოსტია განთავსებული, ხოლო ერთ მხარეს ტყეებსა და ოსურ სოფლებში ოსი „ბოევიკები“ დგანან. აგვისტოს ომის დროს ოსმა და რუსმა ჯარისკაცებმა კნოლევი, საქართველოს სხვა სოფლებთან ერთად, დაარბიეს. ამის  ნაკვალევი დღესაც ადვილად შესამჩნევია. კნოლევის იმ მოსახლეობას, რომელიც რუსულ ბლოკ პოსტთან ახლოს ცხოვრობს სოფელში დაბრუნების დღესაც ეშინია. ფსიქოლოგიური ომი, რომელიც, როგორც ჩანს, რუსებმა და ოსებმა ამ სოფლის მაცხოვრებლებს გამოუცხადეს, ამ ადამიანებზე ნამდვილად მოქმედებს. უსაფრთხოების შეგრძნებას მათ არც ის ფაქტი მატებს, რომ  სოფლის დასაწყისში ქართული პოსტია გახსნილი, ხოლო ევროპელი დამკვირვბლები სოფელს ყოველ დღე აკითხავენ. ხელისუფლება კი მათ კნოლევში დაბრუნებას აიძულებს და უარის შემთხვევაში, შიმშილით ემუქრება. რუსთავში დროებით მცხოვრებ კნოლეველებს გაეროს ჰუმანიტარულ დახმარებას აღარ მისცემენ. ყველა პროდუქტს ისინი მხოლოდ სოფელში დაბრუნებისას მიიღებენ.

     
 სოფ. კნოლევის „ბირჟა“. ის ადგილია, სადაც სოფელში დაბრუნებული მოსახლეობა ერთმანეთს განცდებს უზიარებს. ამ ადამიანების უკან რუსული ბლოკ პოსტია.     ჩვენ გვიყვებიან, როგორ და საიდან ისროდნენ ოსები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში და როგორ ეშინიათ ამ სოფელში დარჩენა, მაგრამ წასასვლელი არსად აქვთ. 
 ზოგი სახლი გადამწვარია. ამ სახლების მეპატრონეებს დაბრუნებას და მეზობლებთან ცხოვრებას აიძულებენ.
     
 ქარელის რაიონის გამგებლის მოადგილე გვიხსნის, რომ სოფელში გარკვეული საფრთხე ყოველთვის იქნება, მაგრამ დაბრუნება აუცილებელია. ამჟამად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. და ხალხი ზამთარს თბილად შეხვდება.
 სოფელში მყოფი ჯარისკაცები გვიმტკიცებენ, რომ სოფელში დაბრუნება საშიში არ არის. ქართული ჯარი, სპეცრაზმი და დამკვირვებლები ყველაფერს აკონტროლებენ. ოსები და რუსები კი ჰაერში ისვრიან. ამჟამად ფსიქოლოგიური ომი მიმდინარეობს.
 „სოფელში შვილებს, ახალგაზრდა გოგოებს, ვერ დავაბრუნებთ. რამე რომ ხდებოდეს, სანამ ჩვენებს დავურეკავთ, აგვაოხრებენ, უფრო ახლოს არიან. გვეშინია“.
     
 რუსული საგუშაგო, სოფლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში. სოფლის გაღმა მდებარე სახლებთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ქართული პოსტი.
  ამ მთებში და ტყეებში კი ოსები არიან. რუსებივით ცხვირ წინ არ დგანან, მაგრამ მოსახლეობას მათი გაცილებით მეტად ეშინია. როგორც ამბობენ, სოფლის დაწვით იმუქრებოდნენ.
 ჭერი კი გააკეთეს, უფრო სწორად, „ლატკები“ დაადეს, თუმცა ამით დიდად არაფერი შეცვლილა. წვიმს. „დალატკული“ ჭერი წვიმას სახლში მაინც უშვებს.

 

ახალი ამბები