კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოჯახური ძალადობა და ღია ცის ქვეშ დარჩენილი ცხრაშვილიანი ოჯახი

10 ნოემბერი, 2008

 

 იურისტი ეკა ხუციშვილი

საბა წიწიკაშვილი, გორი

კასპის რაიონის სოფელ თეზში ცხრა შვილის დედას, ლელა ნიკოლიშვილს შვილებთან ერთად სახლიდან ასახლებენ. ამის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება იგოეთის შს განყოფილების ინსპექტორებმა უკვე მიიღეს. ლელა ნიკოლიშვილი დასახმარებლად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისს დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, მისი დედამთილის, ჟუჟუნა ჯავახიშვილის საჩივრის საფუძველზე, იგოეთის პოლიცია იძულებულია სახლიდან გაასახლოს ლელა და მისი მეუღლე ნიკოლოზ ჯავახიშვილი შვილებით.
საქმე იმაშია, რომ დავა ოჯახის წევრებს - დედამთილ ჟუჟუნა ჯავახიშვილსა და რძალ ლელა ნიკოლიშვილს შორის 1988 წლიდან იღებს სათავეს. დღეს ისინი ღია ცის ქვეშ იმყოფებიან  და მათთან ერთად მათ ბედს მათი შვილები იზიარებენ.

1988 წელს ჟუჟუნა ჯავახიშვილის მეუღლე გარდაიცვალა და სწორედ მას შემდეგ დაიწყო სახლის თაობაზე დავა. ამ ხნის განმავლობაში უამრავი სასამართლო სხდომა ჩატარა. კასპის სასამართლოს გაუქმებამდე, აღნიშნული უწყების მოსამართლეებმა 3 განაჩენი გამოიტანეს. ყველა მათგანის დადგენილებით ნაწილში წერია, რომ მხარეები მორიგებით ასრულებენ დავას. ერთ-ერთი ბოლო მორიგების მიხედვით, გადაწყდა, რომ დედამთილი - ჟუჟუნა ჯავახიშვილი უნდა წასულიყო სადავო სახლიდან, ოღონდ სანაცვლოდ მის შვილებს იმავე სოფელში ცალკე მცირე ზომის სახლი უნდა აეშენებინათ.

რამდენიმე წლის შემდეგ, 2008 წელს გორის რაიონულ სასამართლოს ჟუჟუნა ჯავახიშვილმა ახალი სარჩელით მიმართა, სადაც იგი სასამართლოსგან ითხოვს კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან რძლისა და შვილის გამოსახლებას, სადაც მოტივად არაადამიანურ მოპყრობას და წამებას უთითებს. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა სწორედ ამ კუთხით განიხილა დედამთლის საქმე და მიიჩნია, რომ მართლაც ადგილი ჰქონდა ჟუჟუნა ჯავახიშვილის წამებას და ცემას რძლისა და შვილის მხირდან. ამ გარემობების გათვალისწინებით, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა დაადგინა, რომ ჟუჟუნა ჯავახიშვილის საცხოვრებელი სახლიდან უნდა იქნენ გამოსახლებულნი რძალიც და შვილიც, რაღა თქმა უნდა, შვილიშვილებიანად.

ლელა ნიკოლიშვილი აცხადებს, რომ გორის სასამართლოში პროცესი ტენდეცნიურად წარიმართა. მოპასუხე მხარეს არ მიეცა მისთვის სასარგებლო მტკიცებულებები წარდგინების საშუალება. ამ მტკიცებულებებში შედიოდა კასპის სასამართლოს მანამდელი გადაწყვეტილებები, სადაც საუბარი იყო დავის მორიგებით გადაწყვეტილების შესახებ. როგორც აღვნიშნეთ გორის მოსამართლე დავით პაპუაშვილმა 2008 წლის 15 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შეწყვიტოს რძალმა დედამთილის მიმართ არადაადამიანური მოპყრობა და წავიდეს მისი კუთვნილი სახლიდან.

თავის მხრივ, რძალი - ლელა ნიკოლიშვილი აღნიშნავს, რომ პირიქით დედამთილი ცდილობს მისი ოჯახის შევიწროებას და კონფლიქტი სწორედ დედამთილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის და შეყრაცხყოფის გამო ხდება. გორის სასამართლოს გადაწყვეტილება ლელა ნიკოლიშვილს ხელზე არ ჩაბარებია, შესაბამისად მოპასუხე რძალს ჯერ-ჯერობით არ აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, რასაც ნამდვილად აპირებს.

კასპის შს სამმართველოს ინპექტორმა ლონდარიძემ 2008 წლის 2 ოქტომბერს ლელა ნიკოლიშვილი წერილობით გააფრთხილა, რომ თუ 5 დღის განმავლობაში არ დატოვებს დედამთლის სახლს, პოლიცია იძულებულია იძულებით გაასახლოს ყველა. გაფრთხილების წერილში ინპექტორი ლონდარიძე თავისივე ხელით წერს, რომ აღნიშნული ქმედებების საფუძველს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ჟუჟუნა ჯავახიშვილის მიერ წარდგენილი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც 2008 წელსვეა გაცემული.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტების აზრით, რძალს ლელა ნიკოლიშვილს, ჯერ ერთი, მოესპო სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება; მას არ ჩაბარებია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება; არ მიეცა საშუალება სასამართლო პროცესებზე საკუთარი მტკიცებულებების წარდგინებისა. შემდეგ უკვე გამოსაკვლევია, თუ რომელი კანონის საფუძველზე გახდა დედამთილი აღნიშნული ბინის ერთპიროვნული მესაკუთრე. ცნობილია, რომ მისთვის მეუღლეს ანდერძით არ გადაუცია სახლი საჩუქრად. ჟუჟუნა ჯავახიშვილის შვილი ნიკოლოზ ჯავახიშვილი ირწმუნება, რომ სახლის სამემკვიდრო მოწმობის გახსნის დროს იგი არსად დაუბარებიათ და არ უკითხავთ აზრი, თანხმაა თუ არა ოჯახის ყველა წევრი ჟუჟუნა ჯავახიშვილი გამხდარიყო სახლის ერთპიროვნული მესაკუთრე.“

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისი სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებას სთხოვდა შიდა ქართლის პოლიციას. იგოეთის შს განყოფილებამ ასეთი პასუხი გაგვცა:

,,პოლიციის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის I ნაწილის ,,ფ“ პუნქტის; საქართველოს შს მინისტრის 2007 წლის 24 მაისის 747 ბრძანების 4-ე მუხლის 3-ე ნაწილის და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, გამოსახლებულ იქნა ჟუჟუნა ჯავახიშვილის სახლიდან მისი შვილი ნიკოლოზ ჯავახიშვილი და რძალი ლელა ნიკოლიშვილი მთელი შემადგენლობით,“ - გვწერს იგოეთის შს განყოფილება.

გარდა ამისა, იგოეთის შს განყოფილების წერილით ვიგებთ, რომ სოფელ ოკამის რწმუნებული, რომლის შემადგენლობაში შედის სოფელი თეზი, ირწმუნება, რომ ღია ცის ქვეშ დატოვებულ ოჯახს ფართს სკოლის შენობაში აძლევს, რაზედაც უარი  მიიღო.

ახალი ამბები