კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობა მეწყერსაშიშ ზოლში ცხოვრობს

25 ნოემბერი, 2008

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონში მცხოვრები ჩხუბაძეების ოჯახი გეოლოგებისგან მათი სახლის შემოწმებას ითხოვს. ისინი მეწყერსაშიშ ზოლში ცხოვრობენ და ცუდ ამინდებში სახლში ღამის გათევას ერიდებიან. ოჯახი ფიქრობს, რომ მათი საცხოვრებლი ტერიტორია სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ხელვაჩაურის რაიონში ხალხი მეწყერსაშიშ ზოლში ცხოვრობს. თვეების წინ, მეწყერის გააქტიურების პერიოდში რამდენიმე ოჯახი თბილისიდან სპეციალურად ჩამოსულმა კომისიამ შეამოწმა და საცხოვრებლის მიტოვება ურჩია. თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა იქვე აგრძელებს ცხოვრებას.

არის ოჯახებიც, რომლებიც კომისიას არც კი შეუმოწმებია, თუმცა ისედაც ჩანს, რომ მათი იქ ყოფნა უსაფრთხო არ არის. მათ შორისაა სოფელ ჭარნალში მცხოვრები ჩხუბაძეების ოჯახიც. ყოველ წვიმაზე ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე ექმნებათ. ამიტომ, ისინი ღამეს მეზობლებთან და ნათესავებთან ატარებენ.

„მაშინდელი მეწყერის დროს, ჩემს ეზოში მეზობლის ბაღიდან მიწის მასა ჩამოიტანა, ახლა კი მანდარინის ხეებიც. ეზო კი გაასუფთავეს, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება?! წვიმამ შეიძლება ჩემი სახლი წაიღოს!“, _ ამბობს ნუგზარ ჩხუბაძე.

ჩხუბაძეების ოჯახი მოითხოვს, გეოლოგებმა მათი საკარმიდამო ნაკვეთი შეისწავლონ. თუკი ისინიც დაადასტურებენ, რომ იქ ცხოვრება სახიფათოა, სხვაგან გადასვლა მოუწევთ. მაგრამ ოჯახი გადასახლებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თანახმა, თუ საცხოვრებელ ფართს ისევ აჭარის ტერიტორიაზე გამოუყოფენ.

სოფელ ჭარნალში იგივე პრობლემის წინაშე კიდევ რამდენიმე ოჯახი დგას. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ჭარნალის რწმუნებულის, ვლადიმერ ხიმშიაშვილის განცხადებით, ამ ოჯახს მთავრობა შესაბამის დახმარებას გაუწევს, თუმცა ვერ აკონკრეტებს როდის.

ახალი ამბები