17:26, Wednesday, 08.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კახეთის ხელისუფლება რეგიონში პოლიციურ რეჟიმს აძლიერებს

01.12.2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე თბილისის პროკურატურის პროკურორის გიორგი ჩივიაშვილის შესაძლო დანიშვნას აპროტესტებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გიორგი ჩივიაშვილი 2002 წლიდან დღემდე შინაგან საქმეთა, უშიშროების და პროკურატურის ორგანოებში მუშაობს და მისი გამგებლად მოყვანა იმ რეგიონში, რომელსაც ასევე თბილისის ყოფილი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი ხელმძღვანელობს, რეგიონში პოლიციური რეჟიმის გაძლიერებას ნიშნავს.

ჩივიაშვილმა გურჯაანის საკრებულოს, გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განცხადებით პარასკევს მიმართა.

გიორგი ჩივიაშვილი 2002–2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის სამმართველოს მრჩევლის თანამდებობაზე; 2004 წლის აგვისტოდან - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის თანამდებობაზე; 2005 წლის იანვრიდან - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიების სამმართველოს გამომძიებლად; 2005 წლის აპრილიდან - შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს გამომძიებლად; 2005 წლის ივლისიდან - შსს-ს კონტრტერორისტული დეპარტამენტის გამომძიებლად, 2006 წლის 22 ივნისიდან დღემდე კი ქალაქ თბილისის პროკურატურაში, განყოფილების პროკურორის თანამდებობაზე.

იგი კახეთის ამჟამინდელი გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის კადრია.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, გურჯაანის საკრებულოს წევრებს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან ნაბრძანები აქვთ გამგებლად გიორგი ჩივიაშვილი აირჩიონ. აღნიშნულს ჩვენთან საუბარში საკრებულოს წევრებიც ადასტურებენ, მაგრამ ოფიციალური კომენტარებისგან თავს იკავებენ. ამას იმით ხსნიან, რომ დავალების საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში პრობლემები შეექმნებათ. საკრებულოს ერთ-ერთი წევრის თქმით, რომელსაც პირობა მივეცით, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით, კახეთის გუბერნატორი მათ დაკავებით დაემუქრა,  იმ შემთხვევაში თუ ჩივიაშვილის კანდიდატურა ჩავარდება.

ნამდვილად დაემუქრა თუ არა კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს დაპატიმრებით და ერევა თუ არა იგი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში უხეშად, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ღვინიაშვილთან დაკავშირება არაერთხელ ვცადეთ, თუმცა მან ჩვენი სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვა.

გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა კი განაცხადა, რომ გიორგი ჩივიაშვილი მათი კადრია და "ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის უეჭველი გამგებელი უნდა გახდეს, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა ჩივიაშვილი კონკურსის პირობებს". არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ჩივიაშვილს მენეჯერად მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამცდილებაც არ აქვს, რაც კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა.

აღსანიშნავია, რომ კახეთის გუბერნატორად გიორგი ღვინიაშვილის დანიშვნის შემდეგ, რეგიონში სხვა საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა. ახალმა გუბერნატორმა გამგებლებად თელავის რაიონის ყოფილი გამგებლის მედიკო მეზვრიშვილის კადრები დააბრუნა. მაგალითად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რაიონის ახალ გამგებლად ლევან გამსახურდია აირჩია. გამსახურდია მანამდე გამგებლის მოადგილედ და სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი ყვარლის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნანა პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლად საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და სიღნაღის საგანმანათლებლო რესურს – ცენტრის უფროსი ნოდარ კოჭლამაზაშვილი დანიშნეს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თანამდებობის დატოვება მოუწევს დედოფლისწყაროს გამგებელს ლევან ბაღაშვილსაც. გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, მუნიციპალიტეტის გამგებლად ვაჟა ქადაგიძის კანდიდატურა განიხილება. ვაჟა ქადაგიძე შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ირაკლი ქადაგიძის ბიძაა და 2001-2002 წლებში დედოფლისწყაროს რაიონის გამგებლად მუშაობდა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC