13:12, Tuesday, 07.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„მეგობრული წილები“ ქუთაისის ტრანსპორტში

09.12.2008
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

„რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის წარმომადგენლობა ადგილობრივ ხელისუფლებას სატრანსპორტო ხაზების ლობირებაში დებს ბრალს. „რესპუბლიკელები“ ხელს უშუალოდ ქალაქის მერს ადებენ და აცხადებენ, რომ ქუთაისის პირველი პირი თანამდებობას მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად იყენებს.

„სამარშრუტო ხაზებს ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს. ამ განცხადების გაკეთების საფუძველს მათივე მოქმედება მაძლევს, ვგულისხმობ ტენდერს, რომელიც ქალაქში ყოველგვარი ნორმების დარღვევით ჩატარდა და სავალალო შედეგით დასრულდა. ასევე, ვგულისხმობ ძველი სამარშრუტო ხაზების იგნორირებას და ახლის დანიშვნას. ეს ქმედება  პირდაპირაა მიმართული ჩინოვნიკთა საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაზე“, - აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვლადიმერ ნაკაშიძე.

ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 27 თებერვლის 145-ე დადგენილების მიხედვით, ქალაქში რიგი სამარშრუტო ხაზები გაუქმდა. სამაგიეროდ, დაინიშნა ხუთი ახალი ხაზი, რომლიდანაც ოთხი ერთ გადამზიდავს, ფირმა „იმერტრანსს“ გადაეცა, რაც „რესპუბლიკელების“ ბრალდების საფუძველი გახდა.

„ტრანსპორტის სფეროში საკუთარი სამეგობროს ინტერესების ლობირებაში უშუალოდ ქალაქის მერს და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ვდებთ ბრალს“, - აცხადებს ნაკაშიძე.

ფირმა „იმერტრანსის“ მფლობელი ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. ნაკაშიძის ბრალდება სწორედ ამ უკანასკნელის ადგილობრივ ხელისუფლებასთან მეგობრულ ურთიერთობას უკავშირდება. „არ შეიძლება ახლადდამტკიცებული ხუთი სამარშრუტო ხაზიდან ოთხი ერთ გადამზიდავს გადაეცეს“, - ამბობს ვლადიმერ ნაკაშიძე.

მის ბრალდებებს ადგილობრივ ხელისუფლებაში არასერიოზულად მიიჩნევენ. ქუთაისის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის უფროსის კახა დალაქიშვილის განმარტებით: „ეს არის აფსურდული ბრალდებები. გადამზიდავებს ჰქონდათ ორკვირიანი ვადა და ამ პერიოდში შეეძლოთ შემოეტანათ განაცხადი. კონკურსში მხოლოდ ორმა ფირმამ მიიღო მონაწილეობა. აქედან ერთ-ერთი სწორედ „იმერტრანსი“ იყო. ვფიქრობ, აქ სადაო არაფერია.“

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის თვითმმართველობამ ქალაქის ახალი სამარშრუტო სქემა  განიხილა. შემუშავებული სქემის მიხედვით აქცენტი ავტობუსებზე გაკეთდა. მიკროავტობუსების შემცირების ხარჯზე ავტობუსების რაოდენობის გაზრდა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაშინ საზოგადოების ინტერესების დაცვით ახსნა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC