კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლეიკემიით დაავადებული გოგონა დახმარების მოლოდინშია

11 დეკემბერი, 2008

 

 სოფიო შენგელია ორი წლის ასაკიდან ხატავს

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

სოფიო შენგელია ლეიკემიით არის დაავადებული. სისხლში თრომბოციტოპენია მას სამი წლის ასაკში გამოუვლინდა. იგი ახლა 22 წლისაა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ქიმიოთერაპიით ხანგრძლივმა მკურნალობამ სხეულის სხვა ორგანოების დაავადებაც გამოიწვია. ქირურგიული ოპერაციისა და მკურნალობისათვის საჭირო თანხები კი შენგელიების ოჯახს არ გააჩნია.

ლეიკემიით დაავადებული გოგონა მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს. შენგელიები სოციალურად უმწეო ოჯახის სტატუსით სარგებლობენ, მაგრამ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები მათი უმძიმესი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის. უმწეოთათვის განკუთვნილი ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისი კი ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც სოფიო შენგელიას აქვს, უფასო სამედიცინო მომსახურეობას არ ითვალისწინებს.

ლილი კალანდია, დედა: "დაავადების გამო სისხლდენა აქვს. ასევე აქვს ჩიყვი, ალერგიული ვასკოლუტი, რომლის მკურნალობამ თირკმლის პილეონეფრიტი გამოიწვია. მენსტრუალური ციკლი სრულიად მოეშალა. ქიმიოთერაპიამ, რომელიც 22-ჯერ გაუკეთდა გართულებებიც გამოიწვია.  დაავადებამ ღვიძლი და საშვილოსნო ჩაითრია. ახლა პრობლემები გულზეც გაუჩნდა, სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. ასეთია ჩემი შვილის მდგომარეობა და მისი დახმარება არ შემიძლია..."

ავადმყოფის დედა, რომელიც თავადაც ონკოლოგიური ავადმყოფია, ქალიშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაში მეუღლესთან ერთად საკუთარ თავს ადანაშაულებს. იგი მიიჩნევს, რომ მათი უსახსრობის და უმწეობის გამო გოგონას ექიმების მეთვალყურეობა დააკლდა, თუმცა მამაც, რეზო შენგელია თავის ტვინის იშემიით არის ავად.

ლილი კალანდია: "სოფიო ჰემატოლოგიის ინსტიტუტში 3 წლის ასაკიდან არის აღრიცხული. სისხლის გადასხმის ინსტიტუტშიც დამყავდა. ახლა ზუგდიდის მოზრდილთა პოლიკლინიკაშია აღრიცხვაზე. პოლისი გვაქვს, მაგრამ იმ პროგრამით ყველაფერი არ ფინანსდება. 18 ნოემბერს ქალთა კონსულტაციიდან ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში გაწერეს, მაგრამ ვერ წავედით, სამკურნალო თანხები არ გვაქვს. ვფიქრობდი, რომ თუ უფასო დიაგნოსტიკურ გამოკვლევას ჩავუტარებდი და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა გაჩნდებოდა, შესაბამის საავადმყოფოში გადავიყვანდი, იქნებ დაფინანსებაც ვინმესგან მიმეღო“.

ზუგდიდის მოზრდილთა პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილე მაია ჯიშკარიანი მიმართვის გაგზავნას ჰემატოლოგიის ინსტიტუტში გეგმავს. სადაზღვევო კომპანია "ჯი-პი-აი"-დან სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება იმ დახმარების გაწევა, რაც სოფიო შენგელიას სჭირდება.

მაია ჯიშკარიანი, მოზრდილთა პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილე: "ჯი-პი-აი"-ს ჰემატოლოგიის ინსტიტუტთან ხელშეკრულება აქვს დადებული. ამიტომაც გადავწყვიტეთ, მიმართვა იქ გაგვეგზავნა. ყველა შემთხვევაში იგი ამ ინსტიტუტის პაციენტია. ახლა მხოლოდ პროცედურული საკითხების მოგვარებაა საჭირო".

უფასო სამედიცინო მომსახურეობის პრობლემაც რომ მოგვარდეს, შენგელიების ოჯახს თბილისში გასამგზავრებელი თანხაც არა აქვს. მათი ყოველთვიური შემოსავალი 66 ლარია, რომელიც ოჯახს უმწეოთა სოციალური პროგრამიდან ეძლევა. სოფიო შენგელიას ინვალიდობის სტატუსიდან 30–ლარიანი დახმარების მიღება რამდენიმე თვის წინ შეუწყდა, ვინაიდან მესამე კატეგორიის სტატუსის მქონე ინვალიდებზე ფულადი დახმარების გაცემა გაუქმდა. ზუგდიდში ექიმ-ჰემატოლოგიც არ არსებობს იმისათვის, რომ ავადმყოფმა დახმარებისათვის ადგილზევე მიმართოს.

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად სოფიო შენგელია 2 წლის ასაკიდან ხატავს. მისი ოთახის კედლებზე ფერწერული ტილოებია გამოფენილი. ცოტა ხნის წინ მან ხეზე კვეთაც სცადა და წმინდა გიორგის ხატიც შექმნა. ახლა იგი ღვთისმშობლის ხატზე მუშაობს. წმინდანების სახეები სოფიომ ქვებზეც გამოსახა, მაგრამ დაავადებული გოგონასთვის პრობლემები აქაც გაჩნდა. ტილოების, საღებავებისა და ფუნჯების შეძენის შესაძლებლობა მას თანხის უქონლობის გამო არ აქვს.

საკუთარი პრობლემების შესახებ საუბარი სოფიოს არ სურს. ის თავს მეგობრებსაც არიდებს. მას არც ტელევიზორი აქვს სახლში, არც სხვა გასართობი საშუალება თავი რომ შეიქციოს.

რეზო შენგელია, მამა: "როგორც მე, სოფიოც თვითნასწავლი მხატვარია. სანამ ჯანმრთელი ვიყავი ქალაქის მხატვარ-გამფორმებლად ვმუშაობდი. წლების წინ ფაიფურის ქარხანაში მხატვარ-დიზაინერობაც ვცადე. ახლა ქალიშვილს ვეხმარები, ტილოს და ჩარჩოებს ვუმზადებ. ერთხელ გამოფენა თბილისშიც გამართა, "შერატონ-მეტეხი-პალასში", თუმცა მას მერე მისი შემოქმედებით არავინ დაინტერესებულა".

როგორც გაირკვა სოფიოს ყველაზე დიდი გულჩათხრობისა და უიმედობის მიზეზი სწორედ გამოფენები, ცრუ დაპირებები და მხარდაჭერა გამხდარა. როგორც მისი დედა აღნიშნავს, სოფიო ადამიანებმა ბევრჯერ მოატყუეს, იმედი გაუცრუეს. ლეიკემიით დაავადებული გოგონა კი მაინც დახმარების მოლოდინშია...

ახალი ამბები