კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პერევი რუსების დაბრუნების შემდეგ

23 დეკემბერი, 2008
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

პერევი, სადაც რუსი ოკუპანტები კვლავ შემოვიდნენ, ისევ შიშის ქვეშ ცხოვრობს. მოსახლეობა აცხადებს, რომ ასეთი დაზაფრული ოკუპანტთა მოსვლის პირველ დღეებში არ ყოფილან, რომ სამხედროთა შემობრუნება მათ კარგს არ მოასწავებს.

საჩხერის რაიონის სოფელ პერევს კვლავ რუსები აკონტროლებენ. ზემო იმერეთის სოფელში, რომელიც ოსურ სოფლებს ესაზღვრება, ოკუპანტები სამი დღის წინ დაბრუნდნენ და ბლოკპოსტები კვლავ გაამაგრეს. 150-მდე ცოცხალი ძალა, ცოტათი ნაკლები მძიმე ტექნიკა და სრული კონტროლი ადგილობრივი ადმინისრტაციის შენობაზე  - ასეთია ვითარება ამ დროისთვის.

„მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ რუსები ადრე თუ გვიან დატოვებდნენ ჩვენს ტერიტორიას. ჩვენც იმედიანად ვიყავით. ბავშვები და მოხუცები აქედან გავხიზნეთ და ველოდებოდით, როდის გავიდოდნენ. თან ისიც გვამშვიდებდა, რომ არ გვერჩოდნენ და არაფერს გვიშავებდნენ. დღეს კი, თავგზა გვაქვს არეული. შინ დაბრუნებული ოჯახები შუაღამით ისევ ნათესავენთან გავხიზნეთ და ველოდებით, რა მოხდება. კარგი რომ არ იქნება, ეს ფაქტია. ამ ყველაფერს აშკარად ძალიან ცუდი სუნი უდის“, - აცხადებს სოფლის მოსახლეობა.

შიშს, მათი თქმით, ისიც ამძაფრებს, რომ დაბრუნებისთანავე რუსებმა ადგილობრივებზე ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს. მიმდინარეობს სოფლის მცხოვრებთა აღწერა. მათ შეკითხვას კი, თუ რისთვის ჭირდებათ ეს ყველაფერი, პასუხს არავინ ცემს.

„დადიან და ყველაფერს იწერენ. რომელ ოჯახში რამდენი სული ცხოვრობს და ა. შ. ჩვენ არაფერს გვეუბნებიან. ძალიან გვეშინია და კაცი არაა, ვისაც ამის შესახებ დაველაპარაკებით. ისევ ერთმანეთთან საუბარში ვიოხებთ გულს. არავინაა, ვინც გვანუგეშებს და ბოლოსდაბოლოს, გაგვიმხელს, რა გველოდება“, - ამბობენ სოფელში.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსები სოფლის მოსახლეობაზე რუსულ პასპორტებს გასცემენ. მამაკაცები სამუშაოდ ოსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ. მოსახლეობის განმარტებით, ოსეთის საზღვარი რამდენიმე ადამიანმა უკვე გადაკვეთა.

ვითარება ისიც ამძიმებს, რომ რუსები პერევში ადგილობრივი მოსახლეობის გარდა არავის უშვებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, სოფელში ამ დროისთვის არცერთი ქართული პოლიციელი არ პატრულირებს. საჩხერის რაიონის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე აცხადებს, რომ რუსები ბლოკპოსტებს ამაგრებენ  და სოფლის საზღვარს მკაცრად აკონტროლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, ბავშვების სიმცირის გამო გაკვეთილები არ ტარდება. პერევში ამჟამად მხოლოდ ისინი რჩებიან, ვისაც, როგორც თვითონ განმარტავენ, წასასვლელი არსად აქვს.


ახალი ამბები