კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გლეხებს გაუქმებული გადასახადების გადახდას ახლიდან სთხოვენ

26 დეკემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

რეგიონალური საგადასახადო ინსპექციები გლეხებისგან იმ გადასახადის გადახდას მოითხოვენ, რომლის გადახდის ვალდებულებისგან მიწის მფლობელები პირველად 2000 წელს, ხოლო შემდეგ 2007 წლის 11 ივლისს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით გათავისუფლდნენ. საგადასახადო ინსპექციამ გლეხებს უკვე შეატყობინა, რომ გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში მიწებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ყადაღას დაადებს.

როგორც გლეხებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ აცნობეს, 2000 წელს დედოფლისწყაროს რაიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა, რის გამოც საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დავალებით, მიიღო გადაწყვეტილება და გლეხები მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან გაათავისუფლა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციები მომდევნო წლების განმავლობაში მათგან გადასახადის გადახდას მაინც ითხოვდნენ. ამიტომ, 2007 წლის 11 ივლისს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ და ფიზიკურ პირებს და ადგილობრივ თვითმმართველობას შეუწყდა საგადასახადო ვალდებულებები 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის მიწის ნაკვეთების მიხედვით ქონების გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე და მათზე რიცხულ საურავებზე. ამრიგად, იურისტების განმარტებით, მიწის მფლობელები 2005 წლის 1 იანვრამდე მიწაზე ქონების გადაუხდელი გადასახადების გადახდისგან გათავისუფლდნენ, მაგრამ 2008 წლის 21 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სათათბირომ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც რეგიონული საგადასახადო ინსპექციები ფერმერებისგან მიწაზე ქონების გადასახადის და მასზე 2000 წლის შემდეგ დარიცხული დიდი ოდენობით საურავების გადახდას მოითხოვენ.

მიწის მფლობელთა განცხადებით, ისინი აღნიშნული გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ. საურავი კი ყოველდღიურად იზრდება. ამ მდგომარეობაში მარტო დედოფლისწყაროს რაიონში 5400 – მდე ადამიანია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათათბიროს მიერ აღნიშნული დადგენილების შესახებ სამინისტროში კომენტარს არავინ აკეთებს. ამ საკითხზე არც რეგიონალურ საგადასახადო ინსპექციებში საუბრობენ.

ახალი ამბები