კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარტოხელა მოხუცს საარსებო შემწეობა შეუწყვიტეს

20 იანვარი, 2009

 სირანუშ აივაზიანი 
მარტოხელა სირანუშ აივაზიანი 2006 წლიდან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და გასული წლის სექტემბრამდე საარსებო შემწეობასაც იღებდა. მას დახმარება  ქულათა რაოდენობის გაზრდის გამო შეუწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის შემდეგ შეფასების სისტემა შეიცვალა და ქულათა რაოდენობა განახევრდა სირანუშ აივაზიანს შემწეობას მაინც არ აძლევენ. 
სუბსიდიების სააგანეტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელობის განმარტებით, აივაზიანი საარსებო შემწეობა 1 მარტიდან მიიღებს. 

„მანამდე რითი ვიარსებო?“ - გვეკითხება მარტოხელა მოხუცი, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობას გვაჩვენებს, სადაც ფანქრით მითითებულია  - 1 მარტი, 2009 წელი. მას არც  იმ 22 ლარს აძლევენ, რომელიც მარტოხელობისთვის არის გათვალისწინებული.

სირანუშ აივაზიანს (ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი 110115300071) საარსებო შემწეობა 2008 წლის სექტემბრიდან არ მიუღია. კანონის თანახმად, მოქალაქე რომელიც მარტოხელაა და  სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზაშიც მოხვდება ორივე სტატუსისთვის გათვალისწინებულ დახმარებას ერთდროულად   ვერ მიიღებს.    სირანუშ აივაზიანმა  ღატაკ ოჯახთათვის გათვალისწინებული საარსებო შემწეობას იმ მოტივით მიანიჭა უპირატესობა, რომ ის  8 ლარით მეტა.  „რას ვიფიქრებდი, ოჯახის აღწერისას ასეთ მაღალ ქულებს თუ დამიწერდნენ. თქვენც კი ხედავთ შვილო, რა ქონების პატრონი ვარ“. ამჟამად, მას არც საარსებო შემწეობა და არც მარტოხელობისთვის გათვალისწინებულ დახმარებას აძლევენ.

მარტოხელა მოხუცი ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩის #47-ში ცხოვრობს. ოროთახიანი ბარაკი თავისი საკუთრება არ არის, თუმცა გაჭირვებული სოციალური მდგომარეობის გამო მფლობელი ქირას არ ახდევინებს.  საარსებო შემწეობის დანიშვნის შემდეგ, მისი ოჯახი ორჯერ აღწერეს: 2008 წლის 29 აგვისტოსა და დაახლოებით ორი თვის შემდეგ, იმავე წლის 13 ნოემბერს. აივაზიანის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის 29 აგვისტოს აღწერის შედეგად, თავდაპირველი ქულათა ოდენობა - 39 660-ზე საკმაოდ მეტი -  68 200 შეადგინა. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა კი - 57 000. შესაბამისად, აივაზიანმა სექტემბრიდან საარსებო შემწეობა ვეღარ მიიღო.

„შვილო, არაფერი შემიძენია, სად მქონდა თანხა ამისთვის? მეტი ქულები დამიწერეს, თორემ კი ხედავთ რაც გამაჩნია. ამიტომ განმეორებითი აღწერა მოვითხოვე“, - ამბობს მოხუცი.

განმეორებითი აღწერა აივაზიანის ოჯახისა, ორი თვის შემდეგ, 2008 წლის 13 ნოემბერს მოხდა. ამ შემთხვევაში კი ოჯახმა მხოლოდ 46 370 ქულა შეადგინა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  სოციალური სუბსიდიების სააგენტოს აჭარის ფილიალიდან გამოითხოვა სირანუშ აივაზიანის ოჯახის 2008 წლის 29 აგვისტოსა და იმავე წლის 13 ნოემბრის ოჯახის დეკლარაციების ასლები.

შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ 29 აგვისტოს დეკლარაციაში არის ციფრები, რომელიც 13 ნოემბრის აღწერის დეკლარაციაში საერთოდ არ არის აღნიშნული. კერძოდ, აგვისტოს თვის აღწერაში აღნიშნულია: სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები - 600 ლარი; ფულადი დახმარება საქართველოში მცხოვრები ნათესავებისა და შემოგრებისგან - 600 ლარი; საბჭოთა წარმოების მაცივარი. ხოლო ნოემბრის თვის აღწერაში იგივე გრაფებში აღნიშნულია: სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები - 0 ლარი; ფულადი დახმარება საქართველოში მცხოვრები ნათესავებისა და შემოგრებისგან - 0 ლარი; ხოლო საბჭოთა წარმოების მაცივარი საერთოდ არ არის აღნიშნული.

დეკლარაციები სხვადასხვა აგენტების მიერ არის შევსებული. 2008 წლის 29 აგვისტოს - ლუიზა ფალავანდიშვილის და 2008 წლის 13 ნოემბრის კი - არჩილ ქამადაძის მიერ. 

სუბსიდიების სააგენტოს ბათუმის განყოფილების ხელმძღვანელი ნოდარ ფუტკარაძე, ფაქტს „სარეიტინგო ქულის ცვლილებას“ უწოდებს. საინტერესოა, რით შეიცვალა მარტოხელა მოხუცის სოციალური მდგომარეობა ორი თვის განმავლობაში ისე, რომ შეფასების ქულათა ოდენობა თითქმის გაორმაგდა.

„რაც 2006 წელს მქონდა, ისევ ის მაქვს. ეს 60 წლის სერვანდია, ესეც 50 წლელზე მეტი ხნის მაცივარი, საძინებლის კარადა - მეზობლებში ლატარეა ვითამაშე და 80-იან წლებში ვიყიდე“, - გვიყვება მოხუცი ქალბატონი. 80 წლის მარტოხელა, რომელსაც არანაირი დახმარება არც ნათესავებისგან და არც ხელისუფლებისგან მიუღია, შეშითა და სხვა საშუალებებით, ხანდახან მეზობლები ეხმარებიან.

რაც შეეხება საკითხს, მიიღებს თუ არა სირანუშ აივაზიანი საარსებო შემწეობას გაცდენილი პერიოდის (2008 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მარტამდე) სუბსიდიების სააგენტოს ბათუმის განყოფილების უფროს ნოდარ ფუტკარაძე აღნიშნავს, რომ საკითხი  სააგენტოს აჭარის ფილიალის წინაშე უკვე დაყენებულია.

ახალი ამბები