კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადგილობრივი ბიუჯეტები მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს არ ემთხვევა

28 იანვარი, 2009

 საკრებულოს სხდომა
გელა მთივლიშვილი, კახეთი

"ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე განხილვის დაწყებამდე 1 თვით ადრე  უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისათვის, იმ მიზნით, რომ მოქალაქეებმა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება შეძლონ. კანონით დადგენილ ამ ვალდებულებას ადგილობრივი ხელისუფლება არ ასრულებს. შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, რა თანხას შეადგენს ბიუჯეტი და რა პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს, რამდენად ეფექტურად იხარჯება საბიუჯეტო რესურსები,  უცნობია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტები მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს არ ემთხვევა. "ომის შემდგომი პერიოდისათვის ყოვლად მიუღებელია ადგილობრივი თვითმმართველობების ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის წინაშე მდგარი მწვავე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების იგნორირება და ადგილობრივი საბიუჯეტო რესურსების არაეფექტური ხარჯვა, რაც ქვეყნის განვითარებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მუნიციპალური ბიუჯეტების შეფასების დოკუმენტში.

ამის დასტურად "სამოქალაქო განვითარების ასოციაციის" დირექტორი გიორგი ბოკერია სხვადასხვა რაიონებში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასახელებს. მაგალითად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში, აფენში, ლელიანში, ჰერეთისკარში, ბაისუბანსა და კართუბანში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსახლეობას ძირითადად სოციალური ტიპის პრობლემები აწუხებს. მაგ.  როგორიცაა სასმელი და სარწყავი წყლის ხელმიუწვდომლობა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ცუდი მდგომარეობა, საწრეტი არხების დაბინძურება, ღამის განათების არარსებობა, სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზების საშინელი მდგომარეობა და ა.შ. მუნიციპალურ ბიუჯეტში კი ამ პრობლემების მოსაგვარებლად მიზერული თანხებია გამოყოფილი.

"ლაგოდეხის ადგილობრივ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ომგამოვლილი ქვეყნისათვის და ხალხისათვის აუცილებელია კულტურულ - სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, რომლის წილიც 2008 წლის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და 616 790 ლარს შეადგენდა, მაშინ, როდესაც ჯანმრთელობის დაცვაზე - 75 400 ლარი და სოციალური დაცვაზე კი 76 650 ლარი იყო გამოყოფილი", - აღნიშნავს ბოკერია.

კულტურულ-სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტშიც მნიშვნელოვანი თანხა, 711 ათასი ლარია გათვალისწინებული

ადგილობრივი ბიუჯეტისა და მოსახლეობის რეალური საჭიროებების შესაბამისობის დასადგენად, კვლევა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც ჩატარდა. გამოიკითხა ორი სოფლის ტიბაანისა და ნუკრიანის მოსახლეობა. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ადგილობრივებს ძირითადად  სოციალური ტიპის პრობლემები აწუხებთ. კერძოდ, სასმელი და სარწყავი წყალი მათთვის მიუწვდომელია; ასევე, უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია ადგილობრივი მნიშვნელობის გზები; პრაქტიკულად არ არსებობს სადრენაჟე არხები; ღამის განათება და სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზები. ისევე როგორც ლაგოდეხში, სიღნაღის მუნიციპალურ ბიუჯეტშიც ამ პრობლემების მოსაგვარებლად მიზერული თანხებია გამოყოფილი. სამაგიეროდ, სიღნაღის ადგილობრივ ბიუჯეტში კულტურულ - სპორტული ღონისძიებების დაფინანსების წილი საკმაოდ დიდია და ის 780 100 ლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც ჯანმრთელობის დაცვისათვის გამოყოფილია მხოლოდ 65 ათასი ლარი, სოციალური დაცვის პროგრამებისთვის კი 126 ათასი ლარი.

როგორც სიღნაღის, ასევე ლაგოდეხის ბიუჯეტების თანდართულ მასალებში არსად ჩანს, რა საზოგადოებრივი პროდუქტი შეიქმნება დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამების დაფინანსების შემდეგ. უფრო მეტიც, სიღნაღის გამგებლის განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტით დაგეგმილია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, როგორ ან ვისთვის - ამის განმარტება გამგებელმა ვერ მოახერხა.

საბიუჯეტო რესურსების არაეფექტურად ხარჯვას უარყოფს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გოზალიშვილი. მისი თქმით, მოსახლეობის საჭიროებებს თავადაც იკვლევენ, რის შემდეგაც გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. "ხალხი ისეთი პრობლემების გადაჭრას ითხოვს, რომლის დაფინანსებაც მთავრობის რეკომენდაციით ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდება. რამდენიმე სერიოზული პროექტი უკვე დაფინანსებულია და სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობთ", - განაცხადა ლაგოდეხის გამგებელმა.

ახალი ამბები