კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობას კნოლევში დაბრუნებას ისევ აიძულებენ

28 იანვარი, 2009

 ავტობუსები მობილიზებულია დევნილთა
სოფ. კნოლევში გადასაყვანად

ნონა სუვარიანი, თბილისი

კნოლევის მოსახლეობას, რომელიც დღეს რუსთავის მე–17  პროფესიული სასწავლებლის  შენობაში დროებით იმყოფება, სოფელში დარუნებას ისევ აუიძულებენ. მოსახლეობას დაბრუნების ეშინია. ქარელის რაიონის სოფელი კნოლევი ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ზნაურის რაიონს ესაზღვრება. კნოლევის ერთ მხარეს ოკუპანტების ბლოკპოსტია განლაგებული, ხოლო მეორე მხარეს ოსი „ბოევიკები“ იმყოფებიან.

“ადამიანის უფლებათა ცენტრს” კნოლევის მოსახლეობამ დახმერებისთვის ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში მიმართა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მაშინაც ითხოვდა რუსთავის მეჩვიდმეტე პროფესიულ სასწავლებელში მცოვხრები ადამიანების სოფელში დაბრუნებას. როგორც მოსახლეობა გვიყვებოდა, მათზე „თავდასხმაც“ განხორციელდა. ოთახებში ფარდები ჩამოგლიჯეს - სწორედ  ასეთი გზით ცდილობდენენ ამ ადამიანების ავტობუსებში ჩასმას და კნოლევში ჩაყვანას.

კნოლევიდან დევნილებს პირველად 4 ნოემბერს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან შევხვდით. მაშინ ისინი სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ. თუმცა სამინისტროში მათ ყურს არავინ უგდებადა. ამაზე humanrights.ge-ზე უკვე დაიწერა: მაშინ ქარელის რაიონის სამხარეო პოლიციის უფროსი, ვლადიმირ ჯუღელი ირწმუნებოდა, რომ სოფელში დაბრუნება ნამდვილად უსაფრთხოა. მოგვიანებით რუსთავში იგივე გაიმეორა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმაც. თუმცა იგივე პიროვნება მანამდე ირწმუნებოდა, რომ სოფელში ქალბატონების ყოფნა მართლაც საშიშია. კნოლევში დაბრუნების აუცილებლობაზე სამინისტროშიც გუბერნატორის, ლადო ვარძელაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობდნენ. თუმცა ქალბატონები, რომლებიც სამინისტროსთან გავიცანით გვიყვებოდნენ, რომ სროლის ხმა სოფელში ძალიან ხშირად ისმის. ინფორმაციის გადასამოწმებლად humanrights.ge ქარელის რაიონის გამგებლის მოადგილეს დაუკავშირდა. ლევან აბაშაშვილმა დაგვიდასტურა, რომ მდგომარეობა არც ისე უსაფრთხოა. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ საუბარია არა კნოლევზე, არამედ იმ ტერიტორიაზე, რომელიც  უშუალოდ საზღვართან მდებარეობს და ამის თაობაზე კომპეტენტური პირები საქმის კურსში არიან. მისივე თქმით, ქალბატონების იძულება, დაბრუნდნენ სოფელში, გაუგებრობა უნდა იყოს.

მიუხედავად ამისა, მოგვიანებით ლევან აბაშაშვილმა განგვიცხადა, რომ დევნილების  დაბრუნება მართლაც აუცილებელია, რადგან, თუ სახლები დაცარიელდება, მათ ოსები დაეუფლებიან. აღსანიშნავია, რომ „პოზიციების გამაგრებას“ ხელისუფლება იმ 9 ადამიანისგან ითხოვს, რომელთაგან 5 ბავშვია.

როგორც კნოლევის მკვიდრი, ლედი ბირთველიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, სამინისტროს წარმომადგენლები მოსახლეობას აიძულებენ, ბარგი მათ მიერ მოყვანილ ავტობუსებში ჩაალაგონ და სოფელში დაბრუნდნენ.

ლედი ბირთველიშვილი: „პატარა ბავშვები გვყავს და გვეშინია. ჩვენი მდგომარეობა გაუსაძლისია. ცოტა ხანი დაგვაცადონ და სიმშვიდე რომ იქნება, თავად  წავალთ. ზოგი ადამიანი წაიყვანეს, მაგრამ ისინი უკან ჩამოვიდნენ. დახმარებას არავისგან ვითხოვთ, უბრალდ სიმშვიდეს ველოდებით. ისინი კიდე მოდიან და ბარგის ჩალაგებას გვაიძულებენ. კნოლევში ჩვენს სახლებთან რუსები უფრო ახლოს არიან, ვიდრე ქართული პოლიცია. იმ სოფელში მამაკაცები კი არიან, მაგრამ ქალები და ბავშვები – არა“.

აღსანიშნავია, რომ 16 იანვარს, დილით 10 საათზე სოფელ კნოლევში სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან განხორციელებული სროლის შედეგად, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, 27 წლის მამუკა კახნიაშვილი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. შემთხვევა ადმინისტრაციულ საზღვართან, ქარელის რაიონის სოფელ კნოლევის პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სროლა  მაყუჩიანი სნაიპერული შაშხანიდან განხორციელდა.

ამ ფაქტმა მოსახლეობა უფრო მეტად შეაშინა. მათი თქმით, სახელმწიფო, დაბრუნების შემთხვევაში, მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, მით უმეტეს იმ ადამიანების, რომლებიც უშუალოდ საზღვრის სიახლოვეს ცხოვრობენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ქვემო ქართლის და მცხეთა-თიანეთის და კახეთის რეგიონების სამმართველოს უფროსი, დავით ჭყონია აცხადებას, რომ პოლიციელის მკვლელობა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცავები იქ სიტუაციას არ აკონტროლებენ.

„ეს ადამიანები არ არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ისინი საზღვრისპირა სოფლებიდან არიან. ისინი ვერ მიიღებენ ისეთ შეღავათს, როგორსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები იღებენ. მათ აქვთ საკუთარი სახლები. ამ სოფლის 90 პროცენტი საკუთარ სახლებში ცხოვრობს. მათ ჰყავთ ბავშვები. იქ ფუნქციონირებს სკოლა. სახელმწიფო აძლევს გარანტიას, რომ კნოლევში მათი სიცოხლე დაცული იქნება”.

ქარელის სამხარეო პოლიციის უფროსი ვოვა ჯუღელი ასევე ირწმუნება, რომ ამ მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია და მთელ სოფელს ქართველები აკონტროლებენ.

„ჩვენი საგუშაგო არის ზუსტად რუსული საგუშაგოს წინ. ჩვენს წინ მოსახლეობა არ ცხოვრობს. მოსახლების უმრავლესობა შესულია ამ სოფელში და არსად გარბის. დანარჩენებს თუ არ უნდათ იქ შესვლა, ეგ სხვა ამბავია”.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის,  სოსო პაპუაშვილი თქმით, სიტუაციის განზოგადება არ შეიძლება. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შიშის განცდა არ აქვთ. ზოგი მათგანი კონფლიქტის ზონაში, საკუთარ სახლებში, ომის დროსაც ცხოვრობოდა. კნოლევის მოსახლეობას, რომელიც დღეს რუსთავის მე–17  პროფესიული სასწავლებლის  შენობაში დროებით იმყოფება, სოფელში დარუნებას ისევ აუიძულებენ. მოსახლეობას დაბრუნების ეშინია.

როგორც სოსო პაპუაშვილი ამბობს, სამინისტრო თავისი ქმედებებით იძულებით გადაადგილებულ პირთა მოპყრობის შესახებ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს არღვევს, რომლის მიხედვითაც, დაბრუნება შეიძლება იყოს მხოლოდ ნებაყოფლობითი.

ახალი ამბები