12:36, Thursday, 22.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კანონი კრძალავს, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიცია მაინც ფინანსდება

07.02.2009
გელა მთივლიშვილი, კახეთი

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანული კანონისა და "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება ისეთი დაწესებულებების დაფინანსება, რომელიც კანონით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიუხედავად ამისა, შს სამინისტროს რაიონული სამმართველოები ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გარკვეულ დაფინანსებას მაინც იღებენ.

"საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის I მუხლის I პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სამართალდაცვის სპეციალური გასამხედროებული დაწესებულებების სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას საშინაო და საგარეო საკითხებში. ამავე კანონის მე-17 მუხლის I პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ პოლიციის რაიონული სამმართველოები ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსებას მაინც იღებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2007 წლის ბიუჯეტში პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს დასაფინანსებლად გამოყოფილი იყო 335 041 ლარი. აქედან კომუნალური ხარჯი 19 117 ლარი, ოფისის ხარჯი 900 ლარი, ტრანსპორტის ხარჯი 800 ლარი და კაპიტალური ხარჯი 314 224 ლარი. მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ვასილ უტიაშვილის ცნობით, თანხის გადარიცხვა გურჯაანის პოლიციის ანგარიშზე არსებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა. გურჯაანის 2008 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში პოლიციის რაიონული სამმართველოსთვის თანხის გამოყოფა დაგეგმილი არ ყოფილა და შს გურჯანის სამმართველოს დაფინანსება გათვალისწინებული არც 2009 წლის ბიუჯეტშია.

2007 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პოლიციის რაიონული სამმართველოსთვის გათვალისწინებული იყო 52 ათასი ლარი, საიდანაც ათვისებულ იქნა 50180 ლარი. აქედან, ოფისის ხარჯებისთვის 1890 ლარი, კომუნალური ხარჯებისთვის 10017 ლარი, კაპიტალური ხარჯებისთვის 21642 ლარი. 2008 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 7440 ლარი. აქედან, კომუნალური ხარჯებისთვის 3406 ლარი და სხვა ხარჯებისთვის 4034 ლარი. სიღნაღის გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოშია წარდგენილი. აღნიშნული პროექტით პოლიციის რაიონული სამმართველოსთვის გათვალისწინებულია 2008 წლის ვალდებულება 2 300 ლარი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პოლიციის რაიონულ სამმართველოს 2007 წელს 45 ათასი ლარი აქვს მიღებული. ოფიციალურად, ეს თანხა ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 21 მაისის წერილის საფუძველზე გამოიყო. ხოლო 2008 წელში გათვალისწინებული და გამოყოფილი იქნა 64 500 ლარი, აქედან კომუნალური ხარჯებისათვის 22 ათასი ლარი, ხოლო კაპიტალური ხარჯებისათვის 42 500 ლარი, ესეც შინაგან საქმეთა სამინისტროს 2008 წლის 9 ოქტომბრის წერილის საფუძველზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტი 2008 წლის 23 დეკემბერს დამტკიცდა. პოლიციის რაიონული სამმართველოს დასაფინანსებლად 20 ათასი ლარია გათვალისწინებული.

სერიოზული თანხები აქვს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული შს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოსაც. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 თებერვლის #10 და 31 აგვისტოს #47 დადგენილებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პოლიციის რაიონული განყოფილების საქმიანობისა და მომსახურებისათვის 20 ათასი ლარია გამოყოფილი. 2008 წლის 12 თებერვლის #2 დადგენილებით კი ლაგოდეხის პოლიციას კომუნალური და კაპიტალური ხარჯებისათვის 220 ათასი ლარი გამოეყო. მოგვიანებით, საკრებულოს 2008 წლის 10 სექტემბრის დადგენილებით, კომუნალური ხარჯი 7 ათასი ლარით გაიზარდა. როგორც ჩვენთან საუბარში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გოზალიშვილმა აღნიშნა, მართალია, ამ დროისთვის ჯერ არ არის დამტკიცებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტი, თუმცა შს სამინისტროს რაიონული სამმართველოს საქმიანობისა და მომსახურებისათვის 20 ათასი ლარია გათვალისწინებული.

რატომ იხარჯება თანხები ადგილობრივი ბიუჯეტებიდან პოლიციის რაიონული სამმართველოების შესანახად, მაშინ როცა ამას კანონმდებლობა კრძალავს, ამ კითხვით მივმართეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი წვერავას. "გეთანხმებით, რომ პოლიცია ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს, მაგრამ კომუნალური, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხარჯების დასაფარად ჩვენც ვეხმარებით".

- ბატონო გია, რის საფუძველზე გასცემთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასეთ ხარჯებს, კანონი თუ კრძალავს?
- კანონი არ გვავალდებულებს, მაგრამ როგორც გითხარით, კომუნალური ხარჯების გადახდაში ვეხმარებით და ამის უფლება პოლიციის შესახებ კანონით და ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს ყოფილი პრემიერ – მინისტრი ზურაბ ნორაიდელი აწერს, გვაქვს.

- მაგრამ, ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოსთვის კაპიტალური ხარჯებიც გაქვთ დაფინანსებული.
- იცით როგორ იყო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ლაგოდეხში სამხედრო ნაწილის ტერიტორია საკუთრებაში ადგილობრივ თვითმმართველობას გადმოგვცა პრივატიზების მიზნით, ოღონდ გვთხოვეს, რომ გაყიდვის შედეგად მიღებული თანხიდან 200 ათას ლარს პოლიციის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის შს ლაგოდეხის სამმართველოს ანგარიშზე ჩავრიცხავდით. 132 ათასი ლარი კი მუნიციპალიტეტს დარჩა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC