კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო მოქალაქეს ვალს არ უხდის

9 თებერვალი, 2009
სახელმწიფოს ამირან მიქელაძის (ფოტოზე) ვალი მართებს. მიქელაძეს კი, სახელმწიფოსგან მიუღებელი თანხის გამო  საგადასახადო ინსპექციის. საგადასახადო ინსპექციამ  ვალის აღების მიზნით, მიქელაძის უძრავ-მოძრავი ქონება დააყადაღა.  6 თებერვალს,  ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის ბრძანება გასცა.

უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი - 868 კვ.მ), მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახვილაურში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის ბრძანებით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მზადაა. როდის გაიყიდება, შესაბამის უწყებებს ჯერ  არ გადაუწყვეტია. საგადასახდო ინსპექციის წარმომადგენლის უჩა მუკუტაძის განცხადებით, ინსპექციას სხვა მევალეებიც ჰყავს და ჯერ არც მათი ობიექტები გასხვისებულა. თუმცა, კანონის თანახმად, აღნიშნულ სამსახურს უკვე აქვს უფლება ინდ. მეწარმე ამირან მიქელაძის დაყადაღებული ქონება გაასხვისოს.   

ამირან მიქელაძეს საგადასახადო ინსპექციის მიმართ დავალიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ნაწილის მიერ, ხელშეკრულებით დადებული ვალდებულების არ შესრულებამ გამოიწვია.

ინდ. მეწარმე ამირან მიქელაძე: „ხელშეკრულების საფუძველზე 2004 წლის 10 მაისიდან, ბათუმის შინაგანი ჯარების III სამმართველოს (2060) სამხედრო ნაწილს ვამარაგებდი გამომცხვარი პროდუქციით, კერძოდ, პურით. მე ვღებულობდი ვალდებულებას პროდუქციის მიწოდებაზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს III სამმართველო ღებულობდა ვალდებულებას ნაღდი ანგარიშსწორებისას. 7 თვის შემდეგ, დავალიანებამ მათი მხრიდან 12 ათას ლარამდე შეადგინა. რამდენჯერმე წერილობით გავაფრთხილე ამის თაობაზე. ბოლოს კი, იძულებული ვიყავი, სასამართლოსთვის მიმემართა“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე ამირან მიქელაძის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის წინააღმდეგ. მიქელაძისთვის  აღნიშნულ დეპარტამენტს 10 344 ლარის გადახდა დაეკისრა. 
  
არსებობს შესაბამისი სააღსრულებო ფურცელიც  _ #2/9742-06, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 20 აპრილსაა გაცემული. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტს დაეკისრა ინდ. მეწარმე ამირან მიქელაძის სასარგებლოდ თანხის გადახდა. თუმცა, აღსრულება დღემდე არ მომხდარა.

მეწარმეს გააჩნია თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვა აღნიშნულ დეპარტამენტთან, რომელიც 2006 წლის 3 მაისით არის დათარიღებული. „აღსრულების უზრუნველსაყოფად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გეძლევათ წინადადება ზემოთაღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მოიყვანოთ სისრულეში სამი თვის ვადაში“.
მას შემდეგ  მესამე წელი დაიწყო: „საგადასახადოში ჩემს ვალს საურავი ერიცხება და  ვალი  იზრდება.  მე კი იმ თანხას ვერ ვღებულობ, რომლითაც ეს ვალი დამიგროვდა. უფრო მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იმ თანხას არ მაძლევენ, რისი გადახდაც სასამართლომაც დაავალა“ - აცხადებს მიქელაძე.

თუ რატომ არ აღსრულდა სახელმწიფოს მხრიდან ვალის დღემდე გადახდა, ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის ბიურომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს ოფიციალური მიმართვა 26 იანვარს გაუგზავნა.  პასუხი დღემდე არ მიგვიღია. როგორც თბილისის სააღსრულებო ბიუროს კანცელარიაში გავარკვიეთ, აღნიშნული მიმართვა ლაშა ხუციშვილს დააწერეს. ხუციშვილის მობილური (877 111 255) ორი დღის განმავლობაში გათიშულია. ის არც სამსახურის ნომერს პასუხობს.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი


ახალი ამბები