12:53, Friday, 01.08.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კახეთში საბავშვო ბაღები ან იხურება ან ინგრევა

11.02.2009
გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთის რეგიონში საბავშვო ბაღები უმძიმეს მდგომარეობაშია. დაზიანებული სახურავებიდან შენობებში წყალი ჩადის. აყრილი და ჩანგრეულია იატაკი. იმის გამო, რომ ბავშვები სარდაფში არ ჩაცვივდნენ, აღმზრდელები მათ მთელი დღის განმავლობაში ერთი ოთახიდან ვერსად უშვებენ. ამასთან ერთად, ბევრ მუნიციპალიტეტში გამგეობებმა საერთოდ უარი თქვეს ბავშვთა კვების დაფინანსებაზე. აღსაზრდელების მშობლებს შვილების გამოსაკვებად საჭირო პური და საკვები საბავშვო ბაღში ყოველდღე სახლიდან მიაქვთ. აუტანელი პირობების გამო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა. მცირე კონტიგენტის მიზეზით კი, მუნიციპალიტეტების გამგეობები ბოლო დროს საბავშვო ბაღებს აუქმებენ.

საბავშვო ბაღების მასობრივი შემცირება კახეთში 2007 წლის ზაფხულში დაიწყო  და  პროცესი დღემდე გრძელდება. მაშინ კახეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების გადაწყვეტილებებით რეგიონში 100-მდე საბავშვო ბაღი გაუქმდა. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ოპტიმიზაციისთან ერთად, საბიუჯეტო სახსრების სიმწირით ახსნეს,  მიუხედავად იმისა, რომ  სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება  საბავშვო ბაღების გაუქმებასთან დაკავშირებით, საკრებულოების თავმჯდომარეების ყოველთვიური ხელფასი 1000-დან 1500 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მუნიციპალიტეტების გამგებლების ანაზღაურება 1500-დან 2100 ლარამდე.

2009 წელსაც იგივე განმეორდა. რაიონებში საკრებულოს წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირებისთვის ხელფასების გაზრდაზე მაშინვე იზრუნეს, როგორც კი საქართველოს პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაზრდის შესახებ ბრძანებულება გამოსცა. კახეთის არცერთ საკრებულოში, არცერთ წევრს, არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს ხელფასების გაზრდის დროს ბიუჯეტის სიმცირე არ გახსენებიათ. სამაგიეროდ, თითქმის ყველა მათგანი აცხადებს, რომ საბავშვო ბაღი, სადაც მცირე კონტიგენტია, თუნდაც ის მაღალმთიან ან რაიონული ცენტრიდან ათობით კილომეტრით დაშორებულ სოფელში იყოს, საჭირო არ არის და უნდა დაიხუროს.

მაგალითად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფელ გურგენიანში საბავშვო ბაღის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, გამგეობა კიდევ რამდენიმე საბავშვო ბაღის გაუქმების საკითხს განიხილავს, რასაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რაიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიც აპროტესტებენ.

"საკმაოდ სოლიდური თანხებია გამოყოფილი საკრებულოსა და გამგეობის ადმინისტრაციის შენახვაზე. ამ თახების შემცირება და მისი მიმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, პირობების გაუმჯობესების კუთხით, ნამდვილად შესაძლებელია. ამის ნაცვლად კი ხელისუფლებამ იოლი გზა გამონახა და ბაღების დახურვა დაიწყო. არადა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს" - განაცხადა "სამოქალაქო განვითარების ასოციაციის" ეკონომისტმა მამუკა ისკანდარაშვილმა.

მიუხედავად ამისა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გოზალიშვილს მიაჩნია, რომ ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, რომლებიც მცირეკონტიგენტიანია და სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს, უნდა დაიხუროს.

იგივე პოზიცია აქვთ კახეთის სხვა მუნიციპალიტეტების გამგებლებსაც. უფრო მეტიც, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზურაბ ბუცხრიკიძის თქმით, საბავშვო ბაღების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება არასწორია და ისინი თვითდაფინანსებაზე უნდა გადავიდნენ.

თელავის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორი ნინო ვაშაკაშვილი აღნიშნავს, რომ თუ გამგებლის ეს მოსაზრება პრაქტიკულად განხორციელდა, თელავში, ალბათ ერთი საბავშვო ბაღის გარდა, ყველა ბაღი დაიხურება. "მოსახლეობა უკიდურესად გაჭირვებულია. ისინი იმ ოდენობის გადასახადის გადახდას ნამდვილად ვერ შეძლებენ. გარდა ამისა, საერთოდ შეუძლებელი იქნება საბავშვო ბაღების შენობებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაც კი. საბავშვო ბაღების თვითდაფინანსებაზე გადასვლის შემთხვევაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ავტომატურად დაიხურება", - აცხადებს ნინო ვაშაკაშვილი.

საბავშვო ბაღების შენობები მძიმე მდგომარეობაშია გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც. საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის დასკვნის მიხედვით:  "ქ. გურჯაანის მე-2 საბავშვო ბაღი, სოფლების არაშენდის, კაჭრეთის, კალაურის და სხვა საბავშვო ბაღების შენობები სასწრაფოდ საჭიროებს შეკეთებას. დანარჩენ საბავშვო ბაღებშიც მთლიანად არის შესაცვლელი წყალ-საკანალიზაციო სისტემები, მოძველებულია რბილი და მაგარი ინვენტარი", - ნათქვამია  დასკვნაში. კალაურის, ისევე როგორც სხვა საბავშვო ბაღებში მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ მშობლები ბავშვებს ბაღში საერთოდ აღარ ატარებენ, რადგან მათი თქმით, ბავშვების სიცოცხლე დაცული არ არის. წვიმისგან დაზიანებული ჭერი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩაინგრეს და მსხვერპლი გამოიწვიოს. უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტში, რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობების შესაკეთებლად თანხა საერთოდ არ არის გათვალისწინებული, არადა, საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექციამ ამ მიზნით სულ მცირე, 20500 ლარი მოითხოვა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC