კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყველაზე საგრძნობი უკუსვლა დემოკრატიის კუთხით დაფიქსირდა საქართველოსა და რუსეთში

11 თებერვალი, 2009

                                              „დემოკრატიის ინდექსი 2008“

 გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა „ეკონომისტმა“ 2008 წლის „დემოკრატიის ინდექსი“ გამოაქვეყნა. „დემოკრატიის ინდექსი“  არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია მსოფლიოს ქვეყნების სია დემოკრატიულობის მიხედვით. „დემოკრატიის ინდექსი 2008“ ასახავს  2008 წლის სექტემბრისთვის არსებულ სიტუაციას მსოფლიოში. ეს არის ამ სახის მეორე გამოცემა „ეკონომისტისთვის“. პირველი 2007 წელსგამოქვეყნდა. ის   ასახავდა მსოფლიოში 2006 წლის სექტემბრისთვის არსებულ სიტუაციას. მეორე გამოცემაში წარმოდგენილია მონაცემები მსოფლიოს 165 ქვეყანასა და 2 ტერიტორიაზე ( ეს მოიცავს მსოფლიოს თითქმის მთელს მოსახლეობას და დამოუკიდებელი სახემწიფოების უმეტესობას (27 პატარა სახელმწიფო არ არის დოკუმეტში მოცემული) არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დემოკრატიის კუთხით. დემოკრატიის ინდექსი 5 კატეგორიის მიხედვით დგინდება: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, სამოქალაქო უფლებები, მთავრობის მუშაობა, პოლიტიკური ჩართულობა და პოლიტიკური კულტურა. ქვეყნები შემდეგი ტიპის რეჟიმების მიხედვით არის დალაგებული: სრული დემოკრატიის მქონე ქვეყნები, არასრული დემოკრატიის, ჰიბრიდული რეჟიმები და ავტორიტარული რეჟიმები.

„დემოკრატიის ინდექსის“ შედეგები ადასტურებს, რომ დემოკრატიზაციის ათწლიანი გლობალური ტენდენციის შემდეგ, დემოკრატიზაციის პროცესი შეჩერდა მსოფლიოში. 2006 წლის მონაცემების ფონზე შეინიშნება ორწლიანი სტაგნაცია. მართალია არ არის რეგრესი, მაგრამ  არ შეიმჩნევა  გაუმჯობესების ტენდენცია. გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, რომელსაც შესაძლოა მკვეთრი და ხანგრძლივი ეკონომიკური უკუსვლა მოჰყვეს, შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში დემოკრატიას საფრთხე შეუქმნას.

„ეკონომისტის“ თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი გარკვეულწილად  დემოკრატიულ რეჟიმში ცხოვრობს. ბოლო წლების მანძილზე იყო რამდენიმე წინსვლისა და ასევე უკუსვლის ფაქტები, მაგრამ საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელების ტენდენცია შეჩერდა.

მოსახლეობის იმედგაცრუება შეიმჩნება მსოფლიოს ბევრ რეგიონში. ახლო აღმოსავლეთში დიდი ენთუზიაზმით არ ეხმაურებიან საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნა დემოკრატიზაციასთან დაკავშირებით. დსთ-ს ქვეყნებში „ფერადმა რევოლუციებმა“ მოლოდინი ვერ გაამართლა, რუსეთის მთავრობის სწრაფვა ავტორიტარიზმისკენ კვლავ გრძელდება. პოლიტიკურმა კრიზისმა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მოსახლეობას იმედი გაუცრუა და ეჭვქვეშ დააყენა ამ რეგიონის დემოკრატიზაციის სიძლიერე. დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში შეინიშნება პოლიტიკური ჩართულობის მხრივ სერიოზული ვარდნა, სისუსტეები მთავრობის მუშაობის თვალსაზრისით და სამოქალაქო თავისუფლებებზე უსაფრთხოების გამო დაწესებული შეძღუდვები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ დიდი ხნის დემოკრატიის ისტორიის მქონე ქვეყნებზე.

„ეკონომისტის“ თანახმად, დემოკრატიულობის მიხედვით შვედეთი I, ნორვეგია II და ისლანდია III ადგილზეა. ისინი „სრული დემოკრატიის“ მქონე ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებიან; უკრაინა 53-ე ადგილზეა და „არასრული დემოკრატიის“ ქვეყნებს შორისაა, ხოლო საქართველო და რუსეთი „ჰიბრიდული რეჟიმების“ რიცხვს მიეკუთვნებიან და შესაბამისად იკავებენ 104 და 107 ადგილებს სიაში. სომხეთი (113 ადგილი), ბელარუსია (132) და აზერბაიჯანი (135) ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნებს შორისაა.

უკრაინა, რომელმაც დემოკრატიულობის თვალსაზრისით მცირე ვარდნა განიცადა 2006 წლიდან 2008 წლამდე, მოლდავეთთან ერთად ერთადერთ დემოკრატიულ ქვეყნად (არასრული დემოკრატია)  რჩება დსთ-ს ქვეყნებს შორის. ყველაზე სერიოზული ვარდნა განიცადა საქართველომ და რუსეთმა (მსოფლიოს მასშტაბით რიგით მესამე ყველაზე დიდი ვარდნა სწორედ რუსეთმა განიცადა). „ვარდების რევოლუციამ“, რომლის დროსაც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების გამო ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაციები დაიწყო 2003 წლის ნოემბერში საქართველოში და შედეგად პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა, იმედი მისცა ყველას, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა გახდებოდა, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა ეს იმედი არ გაამართლა. 2004 წელს ქვეყანაში განხორციელდა კონსტიტუციური ცვლილებები, რომლითაც მთელი ძალაუფლება ახალი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელში მოექცა და საკანონმდებლო ორგანო დასუსტდა. 2006 წელს მთავრობამ საარჩევნო სისტემის მანიპულირების შედეგად თბილისის თვითმმართველობის ორგანოში მმართველი პარტიის უმრავლესობა მოიპოვა. ოპოზიციის დარბევამ და 2007 წლის ნოემბერში გამოცხადებულმა 9-დღიანმა საგანგებო მდგომარეობამ ქვეყანაში დაადასტურა პროგრესის ნაკლებობა საქართველოში დემოკრაიულობის კუთხით. 2008 წლის არჩევნებს ბევრი ხარვეზი ჰქონდა. და ბოლოს, სააკაშვილის მცდელობამ სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში დაებრუნებინა გამოიწვია აგვისტოს ომი რუსეთსა და საქართველოს შორის და კატასტროფული შედეგები მოიტანა საქართველოსთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი პოზიტიური ფაქტი (კონსტიტუციის პატივისცემა და ვლადიმირ პუტინის მიერ პრეზიდენტის პოსტის დატოვება 2008 წლის მაისში) მოხდა რუსეთში ნეგატიური მოვლენები მაინც დომინანტი იყო ამ ქვეყანაში.  მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური დემოკრატია არსებობს რუსეთში, დღევანდელ რუსეთს „მართულ დემოკრატიის“ ქვეყანას უწოდებენ. რუსულ დუმას დიდი ძალაუფლება არ აქვს, რეგიონების გუბერნატორები პირდაპირ ინიშნებიან, მთავარი მედია საშუალებები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა, სამოქალაქო საზოგადოება სერიოზული ზეწოლის ქვეშაა და ბოლოს ეკონომიკას სახელმწიფო აკონტროლებს. რუსეთის მოსახლეობის უმეტესობა სიმშვიდით უყურებს ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას.


წყარო: www.economist.com

ახალი ამბები