05:30, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ომში დაღუპულთა ნათესავები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ

16.02.2009
ზემო ნიქოზისა და ზემო ხვიტის მოსახლეობის განცხადებით, ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს.  მოსახლეობა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებას მიესალმება, თუმცა მათთვის გაუგებარი რჩება, თუ რატომ არ ზრუნავს  სახელმწიფო ომში დარუპულთა ოჯახებზე.  განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებმაც  საომარი მოქმედებების დროს მარჩენალი დაკარგეს.

ზემო ნიქოზში  მცხოვრებმა მანანა მჭედლიძე ომის დროს დაკარგა სიძე.  დიმიტრი ჯაილავა მაშინ დაიღუპა, როდესაც კოპიტნარის ტერიტორიიდან მანქანით დაჭრილები გადმოჰყავდათ.  მის დასაკრძალად წასულ მჭედლიძეს, სწორედ სიძის დაკრძალვის დროს შეატყობინეს, რომ ნიქოზში მისი მეუღლე ამირან მჭედლიძე რუსებმა დაცხრილეს. "სიძის დაკრძალვის  დღეს  12 აგვისტოს დამირეკეს, ქმარი დაგიცხრილესო, მაშინ ქუთაისი ჩაიკეტა და ვეღარ წამოვედი. ჩემი მეუღლე გზაზე დაცხრილული ორი დღის განმავლობაში ეგდო.

ომის დროს მანანა მჭედლიძე დაავადდა. მას  ნერვიულობის ნიადაგზე სახსრების დაავადება განუვითარდა და სიარულის უნარი დაკარგა.  თუმცა იმის გამო, რომ ექიმთან წასასვლელი  ფული არ აქვს და დასახმარებლად ახლობლებს მიმართავს. "ერთი თვეა ექიმთან დავდივარ ახლობლებისგან ნასესხები ფულით. დახმარებას მხოლოდ არასამთავრობო ორგნიზაციები გასცემენ, სახელმწიფოსგან არაფერი მიგვიღია”. ომმა მანანა მჭედლიძის მეუღლე და სიძე შეიწირა. მას სამი ობოლი შვილიშვილი დარჩა, მიუხედავად ამისა სახელმწიფო მის დასახმარებლად არაფერს აკეთებს. "დახმარების სახით მხოლოდ 10000 ლარი მივიღეთ,  რაც მიცვალებულების გასაპატიოსნებლად დაგვჭირდა. სულ ცოტა 30 ლარი მაინც მოგვცენ თვეში, პური მაინც  რომ შევიძინოთ. “ -  აცხადებენ ომში დაღუპულთა  ახლობლები, რომლებიც დღეს ისევ ყოველდღიური სროლების ქვეშ ცხოვრობენ და საკუთარ სახლებს არ ტოვებენ.

“ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, ვგულისხმობ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას, რაც ამ ოჯახებმა განიცადეს, მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფოს მხრიდან, მხოლოდ რაც 10000 ლარიან კონპენსაციას გადახდა მოხერხდა. “  - განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა. მისი თქმით, ყოველთვიური კონპენსაციის დანიშვნა   ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის, თუმცა აქვე დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხს  შესაბამის უწყებებში დააყენებს.

თეა თედლიაშვილი
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC