კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის რაიონში მარადიორობის ფაქტები ისევ გრძელდება

19 თებერვალი, 2009
ბუფერული ზონის სოფლები იმის მიუხედავად, რომ დაბომბვას აღარ განიცდიან ისევ შიშის ქვეშ ცხოვრობენ. კონფლიქტისპირა სოფლებში სროლები ყოველ საღამოს ისმის, მოსახლეობა  დაძაბულია და თავს ნათესავებთან, გვერდით სოფლებში  აფარებს.

ბუფერულ ზონის სოფლებში ისვე გრძელდება მარადიორობის ფაქტები. მოსახლეობა საქონელს უსაფრთხოდ საბალახოზე ვერ უშვებს. 13 თერვალს  ქვემო ხვითში მცხოვრებ მეწარმის ნოდარ მაისურაძის ფერმიდან დაუდგენელმა პირებმა 11 სული ძროხა მოპარეს.

ფერმა ქვემო ხვითში სოფლის დასახლებიდან ოდნავ მოშრებით მდებარეობს. როგორც ფერმის დარაჯი და მწყემსი გურამ ბითაძე ამბობს, მასთან  ავტომატით შეიარაღებული ადამიანი მივიდა და ოსური აქცენტით უბრძანა ძროხები ფერმის შეღობილი ტერიტორიიდან გამოეყვანა და მას გაჰყოლოდა. შეიარაღებული კაცი, ბითაძის განმარტებით, რუსულადაც საუბრობდა. ბითაძე თავდამსხმელს დაემორჩილა და გაჰყვა.

300-400 მეტრის გავლის შემდეგ, მათ კიდევ სამი შეიარაღებული ოსი შეუერთდა.

ბითაძე აცხადებს, რომ მას ოსებმა საქონელი  წყუნარის (ოსური სოფელი) მიმართულებით წააყვანინეს. მურგუთის მინდვრებთან მისვლის შემდეგ  მწყემსი გაათავისუფლეს. (მურგუთის მინდვრები ქვემო ხვითს მიწებს ესაზღვრება და იქ რუსულ-ოსური საგუშაგოა.)

"მურგუთის მინდვრებს, რომ მივუახლოვდით მე გამათავისუფლეს. ცოტა ხანს თათბირობდნენ მოვეკალი თუ არა. ბოლოს მითხრეს, გაიქეცი თავს უშველეო. სოფელში ძლივს ჩამოვედი" - ყვება გურამ ბითაძე.

მარადიორობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის მეორე განყოფილებამ აღძრა. სამხარეო სამმართველოს უფროსის ვოვა ჯუღელის თქმით: " საქმე აღძრულია, თუმცა საქონელი ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ არის".

შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსი ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნავს, რომ ბუფერულ ზონებში ქართული განყოფილებების გახსნა ჯერ ვერ ხერხდება, რადგან ამისი ფიზიკური შესაძლებლობა არ არის, თუმცა საკითხი სამინისტროში სერიოზულად განიხილება. საკითხის განხილვამდე კი მოსახლეობას ის საქონელიც ყოველდღე ეკარგება, რომელიც ომს გადაურჩა.

თეა თედლიაშვილი

ახალი ამბები