20:32, Sunday, 25.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ყაჩაღობა თუ ცრუ დასმენა

20.02.2009
მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ეროვნებით ქურთი სლავა ბუკავაძე, მასთან ერთად მისი ძმა, რუსლან ბუკავაძე და მათი მეგობარი ნიკა ხრუშოვი ჯგუფური ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს. ძმებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა  და 7 ათასი ლარი ჯარიმა მიესაჯათ.


ბუკავაძეები ეროვნებით ქურთები არიან. ადვოკატის განცხადებით, ისინი ქართულ და რუსულ ენებს ცუდად ფლობენ. სასამართლოზე კი სამართალწარმოება რუსულენოვან თარჯიმნის დახმარებით გაიმართა, რამაც საქმის დეტალების დადგენა გააძნელა.

საქმეში დაზარალებული ჯამბულ მალაყმაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. მის მიერ შეტანილი სარჩელის მიხედვით  მას თავს სამი პიროვნება დაესხა, რომლებიც მის დაყაჩაღებას და მოკვლას ცდილობდნენ: „მთხოვდნენ ტელეფონი მომეციო. მე უარი ვუთხარი. მაშინ სამივე მათგანმა ამოიღეს ე.წ. ბაბოჩკის დანები და დამემუქრნენ..“-, წერია დაზარალებულის დაკითხვის ოქმში. მიცემული ჩვენების თანახმად, პოლიციამ ძმები ბუკავაძეები და მათი მეგობარი ნიკა ხრუშოვი დააკავა.

17 წლის ნათია ჯაშის მეუღლე სლავა ბუკავაძე პატიმრობაშია. მის წინააღმდეგ გამოძიება ყოფილი ქმრის, ჯამბულ მალაყმაძის საჩივრით დაიწყო. ნათია ჯაშის განცხადებით, სანამ ჯამბულ მალაყმაძემ ცოლად იძულებით შეირთავდა, მანამ ბუკავაძე მისი შეყვარებული იყო. ხოლო, მას შემდეგ რაც მალაყმაძისგან წამოვიდა და ბუკავაძეს გაჰყვა, ტელეფონით ხშირად ემუქრებოდა  მალაყმაძე: „მაინც დაგიჭერ" ასე ემუქრებოდა ჩემს მეუღლეს. იძულებული ვიყავით საცხოვრებლადაც სხვაგან წავსულიყავით. ქუთაისში გადავედით, მაგრამ ზარები არც იქ შეწყვეტილა“.

როგორც პატიმარ რუსლან ბუკავაძის ცოლი ირინა სალკოვა აცხადებს, ბიჭებს შორის შეხვედრა მართლა მოხდა, მაგრამ იქ სლავა არ ყოფილა: „ძალიან, რომ შეგვაწუხა   ბიჭებმა გადაწყვიტეს შეხვედროდნენ მას.  მეც ვახლდი. იქ მუქარას ან ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია. ჩვეულებრივად ელაპარაკებოდნენ, ლაპარაკის დროს მალაყმაძე გაიქცა. იმავე დღესვე მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა“.

როგორც ბუკაძეები აცხადებენ, იმ პერიოდისათვის ნათია ჯაში და სლავა ბუკავაძე ქალაქ რუსთავში, ნათიას დედასთან იყვნენ.  ის რომ სლავა ბუკავაძე შემთხვევის დროს ბათუმში და არც ჯამბულ მალაყმაძესთან შეხვედრაზე არ ყოფილა, ამის დასამტკიცებელი დაცვის მხარეს რვა მოწმე ჰყავდა. თუმცა პირველი ინსტაციის სასამართლომ, მათ დაკითხვასთან დაკავშირებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. „სახელმწიფო ბრალდების მიმართ არ ყოფილა ინტერესი იმასთან დაკავშირებით, გამოეკვლია საქმეში სრულყოფილად როგორც მამხილებელი ისე გამამტყუნებელი სამხილები. არც სასამართლო დაინტერესდა. წინასწარი გამოძიების ეტაპზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სლავა ბუკავაძე  ძებნაში იყო. სასამართლოს კანონით, ჩვენი შუამდგომლობა უნდა დაეკამყოფილებინა ვითხოვდით მოწმეების დაკითვას, რომლებიც დაადასტურებდნენ სლავა ბუკავაძის ქალაქ ბათუმში არ ყოფნას 2008 წლის 11 აპრილს. თუმცა ამაოდ, მოსამართლე როინ კახიძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.“

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მაგრამ მოსამართლე მარინა სირაძემ პირველი ინსტაციის სასამართლოს განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა.

რუსლან ბუკავაძის დამცველი ქრისტინე კაჭარავა, ჯამბულ მალაყმაძის წარსულის გამოძიებას ითხოვს, რადგანაც ის ცრუ ჩვენებისთვის უკვე ნასამართლევია. 2007 წლის 27 ნოემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე როინ კახიძემ განაჩენით ის დანმაშავედაა ცნობილი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის. ჯამბულ მალაყმაძე მაშინაც დაზარალებული იყო და ისევ სამი პიროვენება თავდამსხმელი და ისევ დანის მიბჯენითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოუწოდებდნენ  მიეცა მათთვის მობილური ტელეფონი. რუსლან ბუკავაძის ადვოკატის თქმით, პირველ და მეორე შემთხვევაშიც ბრალდებულთა წინააღმდეგ მიცემული ჩვენების დეტალები ერთმანეთს ემთხვევა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა კიდევ ერთი, 2006 წლის 28 მარტის ბათუმი საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი, გამამტყუნებელი განაჩენი  მოიპოვა, რომლითაც მალაყმაძეს ბრალი ხულიგნობაში ედება.

ბუკავაძეების სოციალურად მძიმე მდგომარეობაში არიან. მათ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვიცაა.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC