კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2008 წლის ანგარიში სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების შესახებ

27 თებერვალი, 2009
 მომხსენებელი: სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი

 აშშ დეპარტამენტი ანგარიშების გამოქვეყნებისას აქვეყნებს ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მას ყურადღებით ეცნობიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზეც. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ამ დღეებში, “ჩვენ უარს ვამბობთ არჩევანზე უსაფრთხოებასა და ჩვენს იდეალებს შორის, როგორც მცდარზე.” ჩვენს მოქმედებებზე საერთაშორისო დონეზე გაკეთებულ შეფასებებს – იმისდა მიუხედავად, ეს შეფასებები მთავრობების მიერ არის გაკეთებული თუ არასამთავრობო სექტორის მიერ - არ მივიღებთ როგორც ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევას და არც სხვა მთავრობებმა უნდა ჩათვალონ საკუთარი მოქმედება, როგორც ჩარევა სხვის შიდა პოლიტიკაში. ჩვენ და სხვა წამყვან ქვეყნებს გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება პატივი ვცეთ ჩვენი მოქალაქეების საყოველთაო უფლებებსა და თავისუფლებებს; ასევე ჩვენი ვალია, ხმა ავიმაღლოთ მაშინ, როცა სხვა ქვეყნები ამ ვალდებულებებს არ ასრულებენ.

აშშ-ს მთავრობა კვლავ მოისმენს და პასუხს გასცემს ყველა საჩივარს. ჩვენ კვლავ მოვამზადებთ ანგარიშებს საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, იმ ვალდებულებების თანახმად, რომლებიც ჩვენ ვიკისრეთ სხვადასხვა ადამიანის უფლებათა დაცვის შეთანხმებების ხელმოწერის დროს.

აღნიშნულ ანგარიშში წარმოდგენილი მასალები მოგვაწოდეს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა, ეროვნულმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აკადემიებმა, იურისტებმა, რელიგიურმა ჯგუფებმა და მედიის წარმომადგენლებმა. ანგარიშის დამუშავებისას, თითოეული მასალა მოწმდებოდა, რათა დაგვეცვა სიზუსტე და მიუკერძოებლობა. თითოეული ქვეყნის ანგარიში ინდივიდუალურია. თუმცა, შეგვხვდება საერთო დარღვევებიც.

1)    2008 წელს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პირადი და პოლიტიკური თავისუფლების განხორციელება კვლავ პრობლემად რჩებოდა. ბევრმა ქვეყანამ მძიმე და/ან რეპრესიული კანონები და წესები შემოიღო, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, მათ შორის ინტერნეტ მედიას ზღუდავს. ბევრი გაბედული ადამიანის უფლებათა დამცველი, რომელიც  მშვიდობიანი გზებით იცავდა თანამოქალაქეების და საკუთარ უფლებებს, უკანონო რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მათ ემუქრებოდნენ, ავიწროვებდნენ, აკავებდნენ, აპატიმრებდნენ და კლავდნენ კიდეც.

2)    ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები რჩება ამა თუ იმ ქვეყანის პოლიტიკურ სისტემაში არსებული პრობლემების სიმპტომად. ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების უმეტესობა 2008 წელს ისეთ ქვეყნებში მოხდა, სადაც უპასუხისმგებლო მმართველებს უკონტროლო ძალაუფლება აქვთ ხელში ან ისეთ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებამ კოლაფსი განიცადა ქვეყნის შიდა და გარე კონფლიქტების გამო.

3)   ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის მქონე ქვეყნებში ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა უფრო მეტია. იმ ქვეყნებს, სადაც ადამიანის უფლებები ყველაზე მეტად იყო დაცული, აქვთ არჩევნებთან, ინსტიტუციებთან და საზოგადოებასთან დაკავშირებული შემდეგი მასახიათებლები:

•    თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც გულისხმობს არამარტო გაუყალბებელ ხმის მიცემისა და დათვლის პროცესს, არამედ ჯანსაღ კონკურენციას საარჩევნო სუბიექტებს შორის და გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებებისადმი სრულ პატივისცემას;
•    წარმომადგენლობითი, პასუხისმგებლობით სავსე, გამჭვირვალე და დემოკრატიული სამთავრობო ორგანოები, რომელთა შორისაცაა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნებში ლიდერების დემოკრატიული გზებით გამარჯვებას კანონის უზენაესობის გათვალისწინებით. ეს ლიდერები შემდეგ დემოკრატიულად მართავენ ქვეყანას და ასრულებენ ხალხის სურვილებსა და მოთხოვნილებებს;
•    ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას.

თუმცა, ამ მახასიათებლების მქონე ქვეყნებშიც ხდება ზოგჯერ ადამიანის უფლებებისა და საარჩევნო დარღვევები. შესაძლებელია ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებიც მოხდეს და სამართლიანობამაც ვერ იზეიმოს. ქვეყნებში, სადაც სუსტი დემოკრატიული სამთავრობო ინსტიტუციები და ეკონომიკაა, ცხოვრების უკეთეს პირობებთან დაკავშირებული მოსახლეობის მოთხოვნები და სურვილი შესაძლოა, შეუსრულებელი დარჩეს, საზოგადოებამ შეიძლება მთავრობის ნდობა დაკარგოს სამთავრობო კორუფციის გამო. ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ არსებობს საზოგადოების მარგინალიზებული ნაწილი, რომელიც საზოგადოებივ ცხოვრებაში სრულად არ არის ჩართული. ქვეყნის შიგნით თუ მეზობლად არსებულმა კონფლიქტებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს ადამიანის უფლებების დაცვას და მის განვითარებას, მაგრამ როცა არჩევნების, ინსტიტუციების და საზოგადოების ზემოაღნიშნული მასახიათებლები არსებობს ქვეყანაში, პრობლემების გადაჭრის და შეცდომების გამოსწორების  უფრო დიდი ალბათობაა.

ამომწურავი და დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ ცალკეული ქვეყნის შესახებ მომზადებული ანგარიში იხილოთ:

ახალი ამბები