კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტენდერის გარეშე დაწყებული სამუშაოები

6 მარტი, 2009


სამუშაოებს, რომლისთვისაც 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, ბათუმის უმაღლესი საბჭოს წევრის კუთვნილი კომპანია ასრულებს

ძველი ბათუმის რეაბილიტაცია 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მასზე 25 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოებიც დაწყებულია, თუმცა ტენდერის გარეშე. ძველ ბათუმში საძიებო სამუშაოებს  „ბაზპლასტიკი“ და „ანაგი“ ასრულებენ. კომპანია „ბაზპლასტიკის“ მფლობელი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ბათუმის მაჟორიტარი ზაზა გოგოტიშვილია.

ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტის დაწყების თარიღად 1 მარტია მითითებული, ხოლო საბოლოო ვადად 2009 წლის 31 დეკემბერი. პროექტში მითითებული ვადების მიუხედავად, საძიებო სამუშაოები იანვარში დაიწყო. ბათუმის მერიის პრესცენტრის განცხადებით, „საძიებო სამუშაოებზე ტენდერი არ გამოცხადებულა. საძიებო სამუშაოების ჩატარებას მერია მოლაპარაკებით აწარმოებს კომპანიებთან“. აღსანიშნავია ისიც, რომ საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად, პროექტის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. თუ რა პრივილეგიებით შეირჩა კომპანია „ბაზპლასტიკი“ და „ანაგი“ გაურკვეველია. მერიის პრესცენტრი აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეეცადა  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.  ტელეფონს არ პასუხობს არც  ბათუმის მაჯორიტარი დეპუტატი ზაზა გოგოტიშვილი. 

ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ბიუჯეტი არსებობს, გაწერილი თანხებით: „საპროექტო სამუშაოები _ 600 ათასი, ობიექტების გადახურვა _ 3 მილიონ 800 ათასი...“.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერები ეჭვობენ, რომ თანხები არასწორადაა გაწერილი: „საინტერსოა ის გარემოება, რომ პროგრამა და ბიუჯეტის თანხები დაწერილია ზემოდან ქვემოთ. ანუ, 25 მილიონიდან ქვემოთ მოდიან. ყველა გრაფაში 00-ით დასრულებული თანხა წერია. ეს თავისთავად ეჭვს იწვევს“- აცხადებს რესპუბლიკელი თემურ ყურაშვილი.

ოპოზიციონერთა განცხადებით, ბათუმის საკრებულოში ჯერ ძველი ბათუმის ბიუჯეტი გაჩნდა, შემდეგ კი პროგრამა. ყურაშვილის თქმით, „გასული წლის ბოლოს, როდესაც ბიუჯეტის განხილვა დასრულდა, უცებ ბიუჯეტში გაჩნდა 25 მილიონი ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის. როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ პროგრამა, გვითხრეს, იანვარში იქნებაო. საინტერესოა, რომ თანხა ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ისე მოითხოვეს, მათაც კი არ იცოდნენ რამდენი დასჭირდებოდათ 25, 30, თუ 32 მილიონი. როდესაც რაღაცას ითხოვ, ის უნდა გქონდეს გათვლილი, რომ რატომ ითხოვ ამდენს და არა მეტს, ან ნაკლებს. ძველი ბათუმის რეაბილიტაციისათვის კი ამას არანაირი გათვლა არ ჰქონდა“.

მაკა მალაყმაძე,ბათუმი

ახალი ამბები