კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსთა ტყვეობას თავდაღწეული მამა-შვილი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

10 მარტი, 2009

 თემურ ჯარმელაშვილი 

თეა თედლიაშვილი, გორი

თემურ ჯარმელაშვილი  აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ტყვედ 16 დღე იყო. მან დღესაც არ იცის ტყვეობიდან რის საფუძველზე გაათავისუფლეს, ვარაუდობს, რომ ის ოსებში გაცვალეს.

ჯარმლაშვილი ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე დღე სოფელ დიციდან არ გამოსულა.  ის ომის საშინელებას თვითონ უყურებდა. ჯარმელაშვილი სოფლეში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, მათი ორი შვილი კი რუსთავშია. თემურ ჯარმელაშვილის თქმით, მისი ვაჟი 12 აგვისტოს სოფელში მამის წამოსაყვანად ავიდა, სწორედ ამ დროს  მამასთან ერთად ცხინვალში ტყვედ აღმოჩნდა.

16 დღიანი ტყვეობის შემდეგ მამა-შვილი ოსებმა გაათავისუფლეს.  უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრამვის მიღების მიუხედავად ხელისუფლებამ არა თუ კომპენსაციაზე, არამედ მათ   ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზეც კი არ იზრუნა.

"12 აგვისტოს ჩემი შვილი რუსთავიდან ჩამოვიდა ჩემს წასაყვანად.  რაც კი სახლში გაგვაჩნადა შეძლებისდაგვარად ჩავაწყეთ მანქანაში და წამოვედით, როცა ტყვიავში, გზაზე ავტომატით შეარაღებული სამი ოსი დაგვხვდა. გადმოგვიყვანეს და მუხლიჩოქა დაგვაყენეს. ხელი არ შემიბრუნებია, ჩემზე წინ კაცი ჰყავდათ მოკლული და შემეშინდა. ჩვენ სხვა მანქანაში გაგადაგვსვეს  და ცხინვალში წაგვიყვანეს" - ყვება თემურ ჯარმელაშვილი.

ტყვედ აყვანილი ჯარმელაშვილები ოსმა მოქალაქეებმა ცხინვალში პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, სადაც მათ გარდა დახლოებით 150 ადამინი ჰყავდათ. ტყვეებად ქალებიც იყვნენ. ისინი მამაკაცებზე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს. ტყვედწაყვანილი დიცელები პატარა ოთახში შეიყვანეს, სადაც არასაკმარისი საწოლების გამო  ნაწილს იატაკზე ეძინა. საკვებად მხოლოდ უმარილოდ მოხარშულ წიწიბურას, უშაქრო ჩაის და ერთ ნაჭერ პურს იღებდნენ. ტყვეებს დანგრეული ქალაქის გასაწმენდად და ცხედრების დასაკრძალად იყენებდნენ.

"ერთ დღეს ექვსი კაცი წაგვიყვანეს, დახოცილი სამხედროების ასაკრეფად, 26 ცხედარი გადავასვენეთ.” - ამბობს თემურ ჯარმელაშვილი.

მის შვილს დავით ჯარმელაშვილს საქონელს ამარხინებდნენ. ერთ დღეს კი   5 ადამიანმა ისე უმოწყალოდ სცემა, რომ მამამ დაკავების იზოლატორში მიყვანილი შვილი ვერ იცნო. მას დღეს  მკურნალობა სჭირდება, რადგან ცემის შემდეგ საფეთქელთან გაურკვეველი წანაზარდი დარჩა.

ცხინვალში ტყვეებს "წითელი ჯვარი" აკითხავდა, სამედიცინო დახმარებასაც ისინი უწევდნენ და ტყვეებისგან სათანადო ინფორმაციის მოგროვებასაც ცდილობდნენ. 

ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 ადამიანი კარალეთის საგუშაგოსთან გადასცეს ქართველებს, რომლებიც გორის ჰოსპიტალში მიიყვანეს. გორიდან თბილისში,  დიღმის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს და ყველა სათითაოდ   დაკითხეს. თემურ ჯარმელაშვილს ზარალი 8 ათასი ლარით შეუფასეს, მაგრამ  ამას რეაგირება არ მოჰყოლია – სახელმწიფო არაფრით დახმარებია. 

პარლამენტის ვებ-გვერდზე  გამოქვეყნებულია  ინფორმაცია:
,,2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფსიქოსოციალური დახმარების ღონისძიებები ომის დასრულებისთანავე  დაიწყო. ეს იყო  საქართველოში პირველი  შემთხვევა, როცა ომის შედეგად  ტრავმირებული ადამიანების  ფსიქორეაბილიტაციისათვის პარლამენტმა, მთავრობამ და არასამთავრობო სექტორმა ერთობლივი გეგმა შეიმუშავა.’’

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ყოფილ ტყვეებზე რაიმე კონკრეტული სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს. "თუმცა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მათ აუცილებლად მიენიჭება უპირატესობა, მაგალითად თუ 10 ადამიანი ითხოვს დახმარებას, პირველ რიგში ტყვედნამყოფებს დავეხმარებით, დღემდე ჩვენ არ გვქონია შემთხვევა, რომ ყოფილ ტყვეებს მოემართოთ" - აცხადებს შიდა ქართლის გუბერნიის პრეს სამსახურის უფროსი ნათია ომაძე.

ახალი ამბები