კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომის შედეგ ქართული სოფლები ისევ იძარცვება

13 მარტი, 2009

 ნარგიზა აღდგომელაშვილი

ბუფერული ზონის სოფლებიდან ჯერ კიდევ ბევრი დარჩა ისეთი ოჯახები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ოსურ სოფლების საზღვართან ცხოვრების გამო  ვერ ახერხებენ. მართალია ამ ეტაპზე რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები შეწყვეტილია, მაგრამ მიუხედავად ამისა ოსურ სოფლებში ისევ რუსი ჯარისკაცები დგანან. ოსური მოსახლეობა კი ქართველებს გამუდმებით თავს ესხმის.

გორის რაიონის სოფელი ზარდიაანთკარში მცხოვრები ნარგიზა აღდგომელაშვილი სოფლიდან 8 ნოემბერს გამოვიდა. ოჯახს სოფლის დატოვება არ უნდოდა, თუმცა მათი სოფელში დარჩენა უკვე სიკვდილის ტოლფასი გახდა. სოფელი ზარდიაანთკარი ოსურ სოფელ ხელჩუას ესაზღვრება, ოსები სოფელში გამუდმებით ისვრიან და არც საქონლის და სხვა ნივთების მითვისებაზე ამბობენ უარს. თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც ვინც ომის დროს ქართვლებს საკუთარ სახლში იკედლებდა.

ზარდიაანთკარი დღეს-დღეობით ქართველებისგან დაცლილია, იქ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დარჩა, რომლებსაც ოსი ნათესავები ჰყავთ და მათ უასაფთხოებას გარკვეულწილად უზრუნველყოფენ.

"როცა დიდი სროლები იყო  ჩემს ოს მეზობელთან გადავდიოდი და ღამეს იქ ვათევდი.  ჩემი შვილი სოფელში რომ ამოვიდა, სწორედ მაშინ დაგვესხნენ თავს ოსები და  3 სული ძროხა წაიყვანეს. ამ  ფაქტით შეშინებულებმა სოფელი დავტოვეთ და ერთი კვირით სოფელ სათემოს შევაფარეთ თავი. ერთ კივირაზე მეტხანს ვერ დავტოვეთ სახლ-კარის დაწვის შიშით და მალევე დავბრუნდით. “

ნარგიზა აღდგომელაშვილი იხსენებს, რომ ხშირად აფარებდა თავს ოსების ოჯახს. მისი თქმით, ის ოს ქალბატონს ხშირად შებინდებისას სტუმრობდა. ,,ერთ დღეს როცა ქართველებმა ოსი წარმოშობის ბიჭი მოკლეს, მაშინ თქვეს რომ ისინი ქართველბზე შურს იძიებდნენ და იმდენ ქართველს მოკლავდნენ რამდენი წლისაც იყო მოკლული. ნარგიზა აღდგომელაშვილის თქმით, ამ ამბის შემდეგ მასთან ოსი ქალბატონი შემოვიდა და გადასვლა შესთავზა. “შურის საძიებლად როცა დაიწყეს ოსებმა სოფლის შემოვლა მაშინ შემოვიდა ჩემთან ოსი მეზობელი და  უსაფრთხოების გამო მასთან გადასვლა შემომთავაზა.”  _ ყვება ნარგიზა აღდგომელაშვილი. იმავე საღამოს ოსებმა რადენიმე სახლი ააოხრეს.  

ამ ინციდენტის შემდეგ ნარგიზა აღდგომელაშვილმა  სოფელი დატოვა. ის ოჯახთან ერთად გორში მე-10 საბვშვო ბაღში შესახლდა.  ამჟამად კი ნათესავების სახლს აფერებს თავს. ხელისუფლებისგან დახმარების სახით მხოლოდ პურს იღებს.

თეა თედლიაშვილი,გორი

ახალი ამბები