05:57, Thursday, 12.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გაზეთი „ბათუმელები“ აჭარის პროკურატურის წინააღმდეგ

23.03.2009
მაკა მალაყმაძე,ბათუმი

„შენ გოგო რაებს ბედავ... საკანში შეგაგდებთ"

„გაზეთი ბათუმელები“ აჭარის პროკურატურის პასუხის გასაჩივრებას აპირებს. სახელმწიფო ბრალდება რედაქციას უცხადეს, რომ გაზეთის ჟურნალისტის, ნათია როყვას მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ განცხადებას  პროკურატურა ჟურნალისტის დაკითხვის გარეშე აკეთებს.

გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნათია როყვა სოდ-მა 23 იანვარს დააკავა.  მაშინ ჟურნალისტი სპეცოპერაციას შეესწრო და რამდენიმე ფოტო გადაიღო: „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მივდიოდი  გორგასლის (ყოფილი ერას ქუჩა) და დავინახე, რომ სოდ-ის თანამშრომლები სპეცოპრაციას ატარებდნენ. დავინახე, თუ როგორ ყრიდნენ კორპუსის ფანჯრიდან ნიღბიანები ნივთებს. ჩამოვედი და რამდენიმე ფოტო გადავიღე. ამ დროს ჩემთან მოვიდნენ სოდ–ის თანამშრომლები და ფოტოს წაშლა მომთხოვეს. მე არ დავემორჩლე, რის გამოც მიმიყვანეს სოდის ხელმძღვანელთან, რომელიც სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა. მათ მანქანაში ჩამსვევს და  მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი. მიმიყვანეს კონტდაზვერვის შენობასთან და შემდეგ გამათავისუფლეს“ - ყვება ჟურნალისტი. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით, გაზეთ „ბათუმელებმა“ აჭარის პროკურატურას მიმართა და ითხოვდნენ გაზეთის ჟურნალისტის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ ქმედებაზე გამოძიების ჩატარებას: „... ნათია როყვა, ჟურნალისტი დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში აღკვეთილი ჰქონდა თავისუფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ და არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება გადაადგილების შესახებ. იმ მომენტიდან როცა აიყვანას იმ სადარბაზოში, სადაც ტარდებოდა სპეცოპერაცია, როცა მისი ნების საწინააღმდეგოდ მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს ე.წ. უშიშრობეის შენობასთან, სანამ არ დააბრუნებდნენ უკან იმ ადგილას, საიდანაც წაიყვანეს. დღემდე გაუგებარია რა სტატუსით იყო დაკავებული და ეს არც სამართალდამცავებს განუმარტავთ ჟურნალისტისთვის. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ დაიწყოთ გამოძიება ნათია როყვას მიმართ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელიშეშლის ფაქტთან დაკავშირებით“.

რედაქციას გააჩნია ჩანაწერი, რომლის ჩაწერაც  ჟურნალისტმა მოახერხა. ჩანაწერი 17 წუთიანია და კარგად ისმის თუ როგორ ემუქრებიან სამართალდამცავები ჟურნალისტს დაკავებით. „საუბარია როგორ აჰყავთ ზემოთ შენობაშ, რომ ვიღაც უფროსი იბარებს. შენ გოგო რაებს ბედავ... კარგად ისმის, ისიც თუ როგორ ემუქრება საკანში შეგდებით. შემდეგ ვიღაც ბატონ დავითს უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ ვიღაც ჟურნალისტმა ხელი შეუშალა და სთხოვენ განკარგულებას, თუ როგორ მოიქცენ. ჩანაწეში არ ჩანს თუ ვინაა ბატონი დავითი, მაგრამ რამდენი ხნის შემდეგ ჟურნალისტს ათავისუფლებენ“ - აღნიშნავს რედაქტორი.

როგორც გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე აცხადებს, მაშინ სოდ-ის ხელმძღვანელმა მასთან საუბარში უარყო რომ გაზეთის ჟურნალისტი ჰყავდათ დაკავებული: „არავინ არის დაკავებული, - ასე მითხრა საუბარში გოგიტა კახიძემ. თუმცა, იგივე ჩანაწერში, რომელიც ჟურნალისტმა ჩაწერა, ისმის მისი ხმა. ჩანაწერშივე ისმის მეორე ხმა, რომელიც ვინმე ბატონ დავითს ესაუბრება. არ ვიცი ზუსტად, თუ რის საფუძველზე იქნა მაშინ მიღებული გადაწყვეტილება რომ ჟურნალისტი გაეთავისუფლებინათ“.

სახელმწიფო ბრალდებამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო. პასუხად, რაც რედაქციამ მიიღო, წერია: „...დადგენილია, რომ „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალსიტის ნათია როყვას მიმართ მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ არსებობს წინასწარი გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურორ დავით ჭარბაძეს დაუკავშირდა. ჭარბაძის განცხადებით, მათ საქმის მასალები შეისწავლეს. დამატებითი ინფორმაციისთვის კი წერილობით მომართვა და საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესცენტრთან დაკავშირება მირჩიეს. უნდა აღინიშნოს, რომ პროკურატურა არ აკონკრეტებს თუ რა მასალების შესწავლა მოხდა.  

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“  იურისტის ედიშერ მახარაძის განცხადებით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 8 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება არ ვრცელდება ინფორმაციებზე ფაქტებისა და მოვლენებების შესახებ. ჟურნალისტი, რომელიც აფიქსირებს კონკრეტულ ფაქტს ან მოვლენას ვიდეო თუ აუდიო ფირზე და შემდგომ აქვეყნებს მას, მოქმედებს მართლზომიერად. შესაბამისად  ჟურნალისტის დაკავება იმ საფუძვლით, რომ განადგურდეს მოპოვებული მასალა, სცილდება თანამდებობის პირთა მოქმედების სამართლებრივ საზღვრებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 263 მუხლის I ნაწილის თანახმად, წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველია მათ შორის ცნობები დანაშაულის შესახებ, რომელიც პროკურორს მიაწოდა იურიდიულმა პირმა – „გაზეთ ბათუმელების“ რედაქციამ. ამავე კოდექსის #24 მუხლის I ნაწილის თანახმად, საჯარო სისხლის სამართლებრივი დევნა, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ხორციელდება ყველა კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე. ინფორმაცია–ცნობა, იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი დაკავებული იქნა გარკვეული (თუნდაც ხანმოკლე) ვადით, შეიცავს მინიშნებას, რომ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე და თანამდევი თანამდებობრივი (მოტივის მიხედვით, გადამეტება ან ბოროტად გამოყენება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. რაც საჯარო დევნის საგანია.

აჭარის პროკურატურის უარი გამოძიების დაწყებაზე უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და სამართლებრივად არაკორექტულია. აგრეთვე მიანიშნებს სამსახურეობრივი უფლებამოსილებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC