კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ ფერიაში მცხოვრებ თორმეტ ოჯახს უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე ემუქრება

26 მარტი, 2009

მაკა მალაყმაძე,ბათუმი

ტერიტორია საბაგირო გზის მშენებლობისა  და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სხვისდება

ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში მცხოვრებმა თორმეტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართის დატოვების შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღო. მოსახლეობა თავშესაფარს ითხოვს. აპირებს თუ არა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე აღნიშნული ტერიტორიის იმ პირობით გასხვისებას, რომ 12 ოჯახი დაკმაყოფილდეს, არ აკონკრეტებს. 

„თავს შევწირათ და არ გავალთ აქედან, თუკი რამე თავშესაფარს არ მოგვცემენ. უსახლკაროდ სად ვიცხოვრო, სჯობს აქ მოვკვდე“ - ამობობს  მოსახლეობა.

ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ბაზა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიაში მდებარეობს. ორსართულიან ამორტიზირებულ შენობაში 12 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობა, აქ 90-იან წლებიდან, იმჟამინდელი ხელისუფლების ზეპირი თანხმობით ცხოვრობს. ისინი ძირითადად მაღალმთიან აჭარიდან ეკომიგრანტები არიან. ორ ოჯახს, სამხედრო უწყების მიერ გაცემული საოჯახო ორდერი გააჩნია, თუმცა გასახლებასთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომლებმა ისინიც გააფრთხილეს.

„მოვიდნენ და გვეუბნებიან ბინა დაცალეთ, ტერიტორია გაყიდულიაო. არსად წასასვლელი არ მაქვს. ინვალიდი ბავშვი მყავს. სად წავიდე ამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.“ - ამბობს თინათინ ჯაიანი.

თამაზ ფარტენაძე , რომელიც  სამხედრო ბაზის შენობაში ცხოვრობდა აღნიშნავს, რომ მას ორდერი აქვს და შესაბამისად ცხოვრების უფლებაც, თუმცა ამის საშუალებას არ აძლევენ.   „15 წელია აქ ცხოვრობ, წლების განმავლობაში სამხედრო ნაწილში ვმსახურობდი და ეხლა აქაუროების დატოვებას მაიძულებენ.“

მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მართალია შენობა ამორტიზირებულია, მაგრამ იძულებულები არიან აქ იცხოვრონ, რადგან სხვაგან წასასვლელი არ აქვთ. „სადმე წასასვლელი რომ არ გვაქვს, ეს ჩვენთვის სასახლეა. უსახლკარობას და ქუჩაში ყოფნას „ჭერქვეშ“ ყოფნა გვირჩევნია.  ჭაქედანაც გვასახლებენ, მაგრამ ამას ჩვენ არ დავუშვებთ.“ - აღნიშნავენ ეკომიგრანტები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად  ტერიტორია საბაგირო გზის მშენებლობისა  და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სხვისდება.

რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე აღნიშნული ტერიტორიის იმ პირობით გასხვისებას, რომ 12 ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდეს, გაურკვეველი რჩება.  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა ჰენრი სანიკიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განგვიცხადა: „ობიექტის პრივატიზება მოხდება. აუქციონით თუ რა ფორმით, ჯერჯერობით, მიმდინარეობს მუშაობა“. ხოლო კითხვაზე, კონკრეტულად, იქნება თუ არა პირობებში ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილება, პასუხს გაცემას თავს არიდებს.

აღნიშნული ობიექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ოფიციალურ ვებ-საიტზე, მიმდინარე პრივატიზების ობიექტთა ნუსხაში ვერ ვიპოვეთ. სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ჯერ ობიექტი უნდა გაათავისუფლონ და ნუსხაში შეყვანა შემდეგ მოხდება.

ახალი ამბები