09:31, Wednesday, 22.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გორში პოლიტიკური დაჭერები დაიწყო

10.04.2009
თეა  თედლიაშვილი. გორი

 ია ბჟალავა
8 აპრილს გორში დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია. ირაკლი ალასანიას პარტის წარმომადგენელი გუშინ, გორში სამართალდამცავი ორგანოების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. “ალიანსი საქართველოსთვის” გორის ორგანიზაცისს წარმომადგენელს, თამაზ მაყაშვილის გორის რაიონულმა სასამართლომ 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

თამაზ მაყიშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსისი 166 (წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა გინება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს) და 173 (სამსახურებრივი მოვალეობის დროს სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევაში ედება.

როგორც მაყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, გორის ავტობუსების სადგომზე იკითხა, თუ შეეძლო ავტობუსის დაქირავება. რის შემდეგაც მიიღო პასუხი, რომ გორში არ იყო თავისუფალი ავტობუსები. მაყაშვილი სწორედ ამას მიიჩნევს იმის მიზეზად, რომ 8 აპრილს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს.

მაყაშვილი თავს დამნაშავედ არ თვლის და ამბობს, რომ მისი დაკავება, პოლიტიკური აქტიურობის ბრალია.

“მე ვარ ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი და ჩემი დაკავებაც სწორედ ამას უკავშირდება. ჩემი უფლებები, როგორც საქართველოს მოქალაქის ირღვევა - განაცხადა მაყაშვილმა.

საამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაზე, ინსპექტორ-გამომძიებელმა არსენ ახალკაცმა განმარტა, რომ მაყაშვილი რომელიც შავი “ჯიპით” მოძრაობდა აგრესიული მოძრაობის გამო გააჩერეს, რა დროსაც მაყაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც მაყიშვილი აცხადებს, ის პოლიციელებმა ქალაქის სამმართველოში მიიყვანეს, სადაც მას არავინ არ დალაპარაკებია.

“ვიდრე მე ოთახში ვყავდი, გარეთ ბჭობდნენ ვის დაეწერა დაკავების ოქმი, რადგან არ იცოდნენ ოქმის დაწერა. ის პიროვნება, რომელიც დარბაზშია და ოქმს აწერს ხელს, არსენ ახალკაცი, ჩემი დაკავების დროს იქ არ იყო, ის მერე მოვიდა, როცა სამმართველოში გადავყავდი” - ამბობს მაყასვილი.

დაკავებულთან ქალაქის სამმართველოში გორში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნინო დალაქიშვილიც მივიდა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, მას მაყაშვილთან დალაპარაკების საშუალება არ მისცეს.

მოსამართლე დავით პაპუაშვილს, მაყიშვილის ჩვენება არ გაითვალისწინა და მას ათდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ გორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. მათ სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვი შეიტანეს.

“სასამართლოს მიერ საქმე არ იქნა გამოკვლეული, არ იქნ დაკითხული მოწმეები, რომლებიც პოლიციელების პატაკში ფიგურირებდნენ და ბატონი თამაზის მიერ იქნენ დასახელებულნი. არ იქნა გამოკვლეული ის მტკიცებულებები და გარემოებები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებოდა პოლიციელის და დაკავებულის ახსნა-განმარტებების მიხედვით,“ - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი.

თამაზ მაყაშვილის მეუღლე ია ბჟალავა მიიჩნევს, რომ მისი მეუღლე პოლიტიკური აქტიურობისთვის დააკავეს, ის დახმარებისთვის აუცილებლად მიმართავს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებს, პირველ რიგში კი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს: -“ ხომ არ შეიძლება სულ უსამართლობა ზეიმობდეს ამ ქვეყანაში”_აცხადებს მაყაშვილის მეუღლე.

გუშინვე თამაზ მაყაშვილთან ერთად მერაბ გაბლიშვილიც დააპატიმრეს, რომეიც ტამაზ მაყაშილის ახლობელია და მის დაკავებას შეესწრო, რაზეც უკმაყოფილება გამოთქვა და მაყაშვილს გამოექომაგა.

გუშინვე დააკავეს კარალეთის მცხოვრები ვინმე მეზვრიშვილი, რომელიც მიკროავტობუსის მძღოლია, როგორც ცნობილია ის ხალხის თბილისსი გადაყვანის გამო დაისჯება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC