კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონებიდან მომიტინგეებს გადაადგილება აუკრძალეს

10 აპრილი, 2009

ირაკლი მანაგაძე

დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონიდან  თბილისის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იყო. სამარშუტო ტაქსები ვერ გამოვიდნენ ზუგდიდიდან, გურჯაანიდან და ხაშურიდან.

როგორც „ადამინის უფლებათა ცენტრს“  კოალიცია  ,,ერთიანი საქართვლოსთვის“ ზუგდიდის რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელმა, ნანა თოლორაიამ განუცხადა, დილიდან მიკროავტობუსები თბილისის მიმართულებით არ მოძრაობდნენ. ასევე თბილისის მიმართულებით არ გამოსულა სამგზავრო მატარებელიც. თოლორაიას თქმით, პარტიის ოფისში დღის განმავლობაში რამდენიმე მძიმე ავადმყოფი მოვიდა. მოქალაქეები პარტიის წარმომადგენლებს გადაადგილებაში დახმარებას სთხოვდნენ. ,,ჩვენთან რამდენიმე ავადმყოფი ქალბატონი იყო, რომელებსაც სასწრაფო მკურნალობა სჭირდებათ თბილისში, თუმცა გზების გადაკეტვის გამო თბილისში გამომგზავრებას ვერ ახერხებენ“ - განაცხადა თოლორაიამ.

,,ადამინის უფლებათა ცენტრს“ ასევე დაუკავშირდნენ სამარშუტო ტაქსის მძღოლები, ხაშურიდან და გომიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები თბილისის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. მათი თქმით ისინი ჩვეულებრივ რეისს ასრულებდნენ.

ორგანიზაციას  ასევე დაუკავშირდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნიდან, საიდანაც მიკროავტობუსებს მოძრაობა აკრძალული აქვთ. დღეს დილის 10 საათიდან გურჯაანის ავტოსადგურის ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები პატრულირებენ. ისინი ავტობუსებს და სამარშუტო ტაქსებს თბილისისკენ არ უშვებენ.

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში, ჩალაუბნის საპატრულო საგუშაგოსთან და თელავის რაიონის სოფელ აკურაში საპატრულო პოლიცია თითქმის ყველა მანქანას აჩერებს და თბილისის მიმართულებით მოძრაობის საშუალებას არ აძლევს.

დილის 10 სააათისთვის გურჯაანის ავტოსადგურთან, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გურჯაანიდან თბილისში მიმავალი მიკროავტობუსი გააჩერეს და მანქანიდან ყველა მგზავრს ჩამოსვლა  უბრძანეს, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი დაემუქრნენ, რომ მანქანიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანდნენ, მიუხედავად იმისა, ისინი დედაქალაქში აქციაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდნენ თუ არა.

ახალი ამბები