კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში საყოველთაო, ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოცხადდა

11 აპრილი, 2009

ირაკლი მანაგაძე

დღეს, 18:00 საათიდან თბილისში საყოველთაო, ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოცხადდა. ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ გამართული მიტინგის მონაწილეებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ყოველდღე, 15:00-დან 21:00 საათამდე აქციები გაიმართება ქეთევან წამებულის გამზირზე და პირველი არხის შენობასთან. შემდეგ აქციების მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ მომიტინგეებს შეუერთდებიან და საპროტესტო გამოსვლები  გაგრძელდება.

გაჩეჩილაძემ მოუწოდა მოსახლეობას, აქციების ადგილებში შექმნან დაუმორჩილებლობის სამოქალაქო კომიტეტები, რათა მთელ მსოფლიოს ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა დაანახონ.

“ჩვენი გვინდა, დღის წესრიგი დავუნგრიოთ მიხეილ სააკაშვილს, ეს არის მთავარი და არა  - ანარქია. ჩვენ შენობის აღება არ გვჭირდება, ჩვენ ქვეყნის დაბრუნება გვინდა”, _ განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი  მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მათი დაუმორჩილებლობა გაიზრდება.

რუსთაველის გამზირიდან მანიფესტაციები პირველი არხისა და ქეთევან წამებულის გამზირის მიმართულებით გაემართება. აქციის მონაწილეები კოსტავას ქუჩასა და ქეთევან წამებულის გამზირს გადაკეტავენ.

მანიფესტაცია „საზოგადოებრივი არხის“ მიმართულებით პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და „ალიანსი საქართველოსთვისა“ და ლევან გაჩეჩილაძეს ხელმძღავნელობით კოსტავას ქუჩას გადაკეტავს.

მეორე მანიფესტაცია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან შეიკრიბება და  „კონსერვატიული პარტიის“, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ და „ხალხის პარტიის“ მეთაურობით ქეთევან წამებულის გამზირისკენ დაიძვრება.

როგორც პარლამენტთან გამოსვლისას კახა კუკავამ აღნიშნა,  დანარჩენი პოლიტიკური ლიდერები და პარტიები დარჩებიან რუსთაველის გამზირზე და რუსთაველის გამზირიც დარჩება გადაკეტილი.

ზემოაღნიშნული ქუჩები ყოველდღიურად გადაკეტილი იქნება და 21:00 საათზე პარლამენტთან გაერთიანებული მიტინგი გაიმართება.

გარდა ამისა, ხვალიდან 15:00 საათზე რუსთაველის, ქეთევან წამებულის გამზირებსა და კოსტავას ქუჩაზე, საზოგადოებრივ არხთან ერთდროულად საინფორმაციო მიტინგები გაიმართება.

ახალი ამბები