კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური ნიშნით ძალადობა გრძელდება

11 აპრილი, 2009

ირაკლი მანაგაძე

პოლიტიკური ნიშნით აქტივისტებზე თავდასხმებით 10 აპრილის ღამეც გამოირჩეოდა. ძალადობის შემთხვევები პარალელურად თბილისის რამდენიმე უბანში დაფიქსირდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გვიან ღამით მიიღო ინფორმაციები დაშინების, ცემისა და დევნის ფაქტებზე.

განსაკუთრებით სისასტიკით სცემეს ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები. გოჩა თევზაძე, ლაშა კუჭავას და ლევან კოტეტიშვილის აგრეთვე, ტაქსის მძღოლი თემურ ბუნტურის სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

როგორც დაზარალებულები ამბობენ, რუსთაველის გამზირზე გააჩერეს ტაქსი, შეკვეთა ჰქონდათ მიცემული პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხობში. როდესაც იყიდეს ხაჭაპური და ჩასხდნენ ტაქსში, ამ დროს მათზე თავდასხმა მოხდა.

სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ათამდე ადამიანი მათ თავს დაესხა. ეუბნებოდნენ, რომ თავები დაეხარათ, აგინებდნენ, წიხლებს ურტყამდნენ. შემთხვევა დაახლოებით 20.30 საათზე მოხდა.

როგორც ტაქსის მძღოლი თეიმურაზ ბუნტური ამბობს, ახსოვს ავტომანქანა, შავი "ბე-ემ-ვე", რომლითაც თავდამსხმელები იმყოფებოდნენ. მისი სერიაა LAS-433. დაზარალებულების თქმით, ანალოგიური თავდასხმა მოხდა მათი პარტიის სხვა წარმომადგენლების მიმართაც. ისინიც ანალოგიურად საცხობში იყვნენ გასულები და თავდამსხმელებმა ავტომანქანები წაართვეს, თუმცა არ უცემიათ. ტაქსი, რომლითაც გოჩა თევზაძემ, ლაშა კუჭავამ და ლევან კოტეტიშვილმა იმგზავრეს, თავდამსხმელებმა დაამტვრიეს და ავტომანქანა ამჟამად ნინო ბურჯანაძის პარტიის ოფისთან, რუსთაველის გამზირზე იმყოფება. ოფისში დაზარალებულების მოსანახულებლად მივიდნენ ოპოზიციის ლიდერები კახა კუკავა, ეკა ბესელია და ლევან გაჩეჩილაძე.

ამ ინციდენტის პარალერულად, კიდევ ერთი ცემის ფაქტი დაფიქსირდა.  მოძრაობა “რატომ?”-ის აქტივისტებზე თავდასხმა ორგანიზაციის ოფისის მახლობლად მოხდა. აქტივისტები ოფისში ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ თავს დაესხნენ “ოპელის” მარკის ორი ავტომანქანაში მყოფი პირები. თითოეულში დაახლოებით ოთხ-ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მათ არ ჰქონდათ ნიღბები.

მოძრაობის წევრებმა თავდამსხმელებში ამოიცნეს 24 წლის ოთარ დავითაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე დავით იოსელიანი. ისინი მისდევდნენ მოძრაობა “რატომ?”-ის აქტივისტ გოგონებს და მათ გამოესარჩლნენ ბიჭები, რის შემდეგაც მოხდა ჩხუბი. ჩხუბის დროს ერთ-ერთ ავტომანქანას ჩაემტვრა გვერდითი და უკანა შუშა.

უცნობ პირებს ცემაში აქციის კიდევ ერთი მონაწილე ადანაშაულებს. როგორც აქციის მონაწილემ გიორგი დარჩიამ  განაცხადა, პეროვსკაიას ქუჩაზე უცნობმა პირებმა ის ტაქსი გააჩერეს, რომელშიც თავად იმყოფებოდა. იგი პარლამენტის მიმართულებით მიდიოდა.-“უცნობი პირები მთხოვდნენ მეთქვა, რომელი პარტიიდან ვიყავი, თუმცა მე ვუთხარი, რომ არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ და აქციის რიგითი მონაწილე ვარ, თუმცა მაიძულებდნენ, მეთქვა თუ რომელი პარტიიდან ვიყავი. როდესაც მათ ეს ვერ მათქმევინეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს”

ოპოზიციის აქტივისტების ცემასთან დაკავშირებით, ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა. ბურჯანაძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამზადებულია ყალბი სამანქანე ნომრები, ზუსტად ისეთივე, როგორიც ოპოზიციის ლიდერებს აქვთ. “კეთილსინდისიერმა ადამიანებმა, რომლებიც მრავლად მუშაობენ ძალოვან სტრუქტურებში, შეგვატყობინეს ახალი მოსალოდნელი პროვაკაციის შესახებ და გვითხრეს, რომ დამზადებულია ოპოზიციის ლიდერთა მანქანების სანომრე ნიშნების მსგავსი ნომრები, რომლებიც მიეკვრება ანალოგიურ მანქანებს, ისეთებს, როგორებიც აქვთ ოპოზიციის ლიდერებს. შემდეგ კი ეს მანქანები სხვადასხვა “საეჭვო ადგილას გამოჩნდებიან” და ამ მანქანებისათვის გადაღებულ ფოტოებს და ვიდეო-კადრებს შემდეგ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს როგორც მის მტკიცებულებად”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“  შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკური ნიშნით, ადამიანების დევნასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს, სწრაფათ იქნას გამოძიებული ყველა ფაქტი.

ახალი ამბები