კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში მძღოლებს მარშუტკები ჩამოართვეს

13 აპრილი, 2009

მაკა მალაყმაძე

აჭარაში საპატრულო პოლიციამ, მარშუტის მძღოლებს, მართვის მოწმობა ჩამოართვა.  ყველა „დასჯილი“ მძღოლი ოპოზიციის აქციებში ხალხის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა. ჩამორთმეულია ის მარშუტკები, რომლითაც ბათუმში გამართულ 9 აპრილის აქციაზე ხალხი გადაადგილდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტებთან საუბარში, მძღოლები აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიცია მათ განმარტებას ვერ აძლევს.

„ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ გუშინ აქციაზე რომ იყავით ამიტომ“, „პრავა ამოსაღებია“,-„არ ვიცით, საპატრულოში მიდით და თემურ ფაღავასთან გაარკვიეთ“, - ეს არის პასუხები დასჯილი მძოლებისთვის.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს, ჯონი ბაკურიძესა და მის მოადგილეს ესაუბრა. ბაკურიძის განცხადებით, საპატრულოს თანამშრომლები არაპროფესიონალები არიან და თვითონ გაარკვევენ ყველა საკითხს. ბაკურაძე აღნიშნავს, რომ მძღოლებს რაღაც დარღვევები აქვთ.

9 აპრილს ბათუმის დრამატული თეატრის წინ, აქცია, ზურაბ ნოღაიდელმა გამართა. 10 აპრილს კი, აქციაში მონაწილე მარშუტკების მძღოლებს, საპატრულო პოლიციამ მანქანები ჩამოართვა. დარღვევის მიზეზი, ან ჩამორთვევის საფუძველი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მძღოლებს ვერ აუხსნეს.

აქციის მეორე დღეს, დილის 10 საათიდან _ 14 საათამდე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ 20-ზე მეტი მძღოლი დაუკავშირდა. თუმცა, აქედან, მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა ადმინისტარციული სამართალდაღვევათა ოქმი, რომელიც გამოწერილი იყო პატრულის თანამშრომლების მიერ. მარშუტკების ჩამორთმევის მომდევნო დღეს, 11 აპრილს, უმრავლესობას საჯარიმო ოქმი, სხვადასხვა სამართალდაღვევის გამო გამოუწერეს.

გოჩა ტრაპაიძე ქობულეთი-ბათუმის ხაზის მძღოლი: „ქობულეთიდან ბათუმში მივდიოდი. გზად საპატრულო პოლიციამ გამაჩერა, საბუთები მივაწოდე _ ყველეფერი მწყობრში მქონდა. მიზეზი არ აუხსნიათ ისე ჩამომართვეს და წაიყვანეს.  მხოლოდ ის მითხრეს, რომ ასე გვაქვს დავალებული და საპატრულოში გაარკვიეო“.

მინდია ტაკიძე მძღოლი: „9 აპრილს აქციაზე ხალხი გადავიყვანე. მეორე დღეს, საპატრულო პოლიციამ გამაჩერა _ დანაშული ვერ მიპოვეს. ბოლოს, ნომერი არ არის რეგისტრირებულიო. მანქანა ჩამომართვეს და წაიყვანეს“. მარშუტკის გასაღები და დოკუმენტებიც დამიტოვეს.

აკაკი მახარაძე, ქობულეთში #1 ხაზის მარშუტკის (BAF 840) მძღოლი: „აქციის დღეს, ბობოყვათის ტრასაზე ვიდექი და აქციის მონაწილეები ჯდებოდნენ ჩემს მარშუტში, ამ დროს “ატეკის” უფროსი ლევა გუგუნავა მოვიდა და მითხრა, რომ ჩამოყარე ხალხი, არ წახვიდე ბათუმშიო, მე ვიხდი ამ ფულსო. აქციის მეორე დღეს, პატრულმა გამაჩერა და 10 ლარიანი ოქმი გამომიწერა“.

ხუსა გოგიტიძე, (ავტომანქანა 09, FAB 505): „მანქანა დღეს ჩამომართვეს ხინტრიშის ხიდთან. დოკუმენტაცია თან არ მქონდა, მაგრამ წარდგენისთვის საჭირო დროც არ მოუციათ. პირად საუბარში კი ის მითხრეს, გუშინ რომ აქციაზე იყავი, მაგიტომ დავალებული გვაქვსო“.

რომეო ანანიძე, (ფორდის ტიპის მარშუტკა JII-164), მძღოლი: „მითხრეს, რომ მართვის მოწმობაზე მაქვს პრობლემა, მაგრამ მოწმობა, რომ ნახეს უკან დამიბრუნეს. თუ საპრბლემო იყო, პრავა 8 აპრილს ავიღე, მაშინ რაღატომ მომცემდნენ?”.

ვაჟა კოკობინაძე #132, (CEC-178) სოფელ ერგეს ხაზის მარშუტკის მძღოლი: „ყველაფერი წესრიგში მაქვს, მაგრამ მარშუტკა მაინც ჩამომართვეს. გუშინ კი ვიყავი აქციაზე, ხალხი გადავიყვანე. დღეს ჩვეულებრივ ვმუშაობდი, მაგრამ პატრულმა გამაჩერა და მგზავრები მარშუტიდან  ჩამოსვა“.

10 აპრილს, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და სახალხო დამცველის ბათუმის ოფისის წარმომადგენლები, საჯარიმო ავტოსადგომზეც იმყოფებოდა. როგორც საჯარიმოს დარაჯმა, ნოდარ გორგილაძემ აღნიშნა, იმ დღეს საპატრულო პოლიციამ მათთან 10 სამარშუტო ტაქსი მიიყვანა. მძღოლების განცხადებით, მათი მანქანა აღნიშნულ სადგომზე არ გადაუყვანიათ. ისინი ე.წ. ხოფის ავტომანქნების ბაზრობის მიმდებარედ აღმოვაჩინეთ. ხოფის ბაზრობის დარაჯმა განაცხადა, რომ საჯარიმო სადგომის თანამშრომლებმა სთხოვეს სამარშუტო, მათთან გაჩერება, ადგილის სიმცირის გამო. აღნიშნულ, არასაჯარიმო მისამართზე 8 მარშუტკა იყო გაჩერებული. თუმცა, ოფიციალურ საჯარიმო სადგომზე, ადგილის სიმცირე არ შეინიშნებოდა.

საკითხის შესახებ, სახალხო დამცველის ბათუმის ოფისის წარმომადგენელი გიორგი ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ ყველა მძღოლს, ვინც სახალხო დამცველს  მიმართა, ახსნა-განმარტებებს ჩამოართმევენ და საქართველოს სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი შესაბამის შეფასებას მისცემს ფაქტს.

ახალი ამბები