კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხაშურის განყოფილების უფროსის მოადგილემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა

1 მაისი, 2009

თეა თედლიაშვილი

"ხალხის პარტიის" წევრ იური ლაცაბიძეს ხაშურის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) უფროსის მოადგილე ვანო ლომსაძის თანდასწრებით სცემეს. ხაშურში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავად ამხნევებდა გამხეცებულ ნიღბიანებს: "მოკალით მაგისი ოპოზიციონერი დედა...ო"

სამმა ნიღბიანმა პირმა იური ლაცაბიძე ხაშურში, ჭავჭავაძის ქუჩაზე უმოწყალოდ სცემა. შემთხვევის ადგილამდე ლაცაბიძე ხაშურის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვანო ლომსაძემ და მისმა მეგობარმა, ვინმე გიორგიმ მიიყვანეს. მეზობლების გარეთ გამოსვლის შემდეგ, ლაცაბიძე ნიღბიანებმა ღობეში შეაგდეს და შემთხვევის ადგილს გაეცალნენ. სასწრაფო დახმარების სამსახურმა უგონოდ მყოფი ლაცაბიძე ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის სამმართველომ იმავე დღეს დაკითხა. ცემის ფაქტთან დაკავშირებით საქმეში შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე ჩაერთო, რომელმაც ლაცაბიძე დაკითხა.

"ხალხის პარტიის" წევრი იური ლაცაბიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2009 წლის 9 აპრილის აქციებში. ის თბილისიდან სურამში, საკუთარ სახლში 18 აპრილს დაბრუნდა. მეორე დღეს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიძის სახლში, ხაშურში, ბათუმის ჩიხში #9_ში იმყოფებოდა სტუმრად. იური ლაცაბიძეს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა შსს-ს ხაშურის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვანო ლომსაძე, რომელიც 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე "ხალხის პარტიას" ხშირად აკითხავდა ხოლმე, შემდეგ კი კუდ-ის თანამშრომელი გახდა. კონსტიტუციური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლაცაბიძე აღდგომის დღის აღსანიშნავად სახლში მიიპატიჟა. ლაცაბიძემ ლომსაძეს უთხრა, რომ სიძესთან იყო და თუ მასთან ქეიფი უნდოდა, თავად მისულიყო იქ. ლომსაძე ლაცაბიძესთან მეგობართან, ვინმე გიორგისთან ერთად მივიდა, სადაც ხუთი ჭიქა ღვინო მიირთვეს. ლომსაძემ მობლურით დარეკა და ლაცაბიძეს უთხრა, რომ გიორგის პრობლემები ჰქონდა ხაბაროვსკში მცხოვრებ სვანებთან, რადგან ლაცაბიძე იცნობდა სვანებს, მათთან ურთიერთობის მოგვარება სთხოვა.

იური ლაცაბიძე, ვანო ლომსაძე, ვინმე გიორგი და ლაცაბიძის სიძე კობა ქართველიშვილი სტუმრების "ვოლვოს" მარკის ავტომობილში ჩასხდნენ სასაუბროდ. საჭესთან მჯდომმა ვინმე გიორგიმ მანქანა დაძრა, კობა ქართველიშვილი მანქანიდან იმ მიზეზით გადმოვიდა, რომ საშინაო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი და ლაცაბიძესაც იგივე ურჩია, თუმცა ლაცაბიძე ვერ ხედავდა ლომსაძესთან გაყოლის საშიშროებას.

“ბათუმის ჩიხის ბოლოში მანქანა გაჩერდა და ლომსაძე გადმოვიდა, ის ვიღაცას ესაუბრა ტელეფონით. ლომსაძე ისევ ჩაჯდა ავტომობილში, სულ 60 მეტრი გვექნებოდა გავლილი, როდესაც ავტომობილი ჭავჭავაძის ქუჩაზე სამმა შავ ტანსაცმელში შემოსილმა ნიღბიანმა პირმა გააჩერა. მათ საბუთები მოითხოვეს, მე საბუთები არ მქონდა, რადგან სახლიდან, სუფრიდან ვიყავი წამოსული. ნიღბიანებს ვუთხრი, რომ კუდ-ის თანამშრომლებთან ერთად ვიყავი და საბუთები არ მჭირდებოდა. ნიღბიანებმა მანქანიდან გადმოსვლა მიბრძანეს, რაზეც უარი განვაცხადე, მათ ფეხში ხელკეტი დამარტყეს, მაისურში ხელი ჩამავლეს და მანქანიდან გარეთ გადმომათრიეს. ძირს დამაგდეს, ხელკეტებით, ფეხით და მუშტებით დამიწყეს ცემა, მანქანაში ხაშურის კონსტიტუციური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვანო ლომსაძე და ვინმე გიორგი ყვიროდნენ: "მოკალი მაგისი ოპოზიციონერი დედა...ო”, _ ამბობს ლაცაბიძე სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ლაცაბიძის ცემისას მეზობლები გამოვიდნენ, ამის შემდეგ ნიღბიანები წავიდნენ, სასწრაფომ კი "ხალხის პარტიის" უგონოდ მყოფი წევრი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინა დღეს, 18 აპრილს, ლაცაბიძე ვანო  ლომსაძეს ხაშურის რკინიგზის სადგურში შეხვდა, სადაც მეუღლისთვის ბილეთის საყიდლად იყო მისული. ვანო ლომსაძემ გამოკითხა ლაცაბიძის ოპოზიციასთან ურთიერთობის საკითხი, შემდეგ კი შეჰპირდა, რომ ბილეთის ყიდვაში თვითონ დაეხმარებოდა და ლაცაბიძისა და მისი მეუღლის ნაირა სირგინავას მონაცემები ჩაიწერა, თუმცა ბილეთის ყიდვაში არ დახმარებია, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ შემდეგ მეგობართან იქეიფა და მთვრალს დაავიწყდა.

ახალი ამბები