კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იპოდრომზე პოლიციამ მოზარდები სასიკვდილოდ სცემა

18 მაისი, 2009

ირაკლი მანაგაძე

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი - Tbilisi Open Air – Alter/Vision დასრულდა. ხელისუფლების მიერ გაპიარებული „ალტერნატიული ევროვიზია“ ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისვლამდე იპოდრომზე პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს ოცამდე მოზარდი.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ფაქტი კი ისაა, რომ ოცამდე მოზარდს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. შემთხვევა იპოდრომზე დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.  ინციდენტში ორმოცდაათამდე პოლიციელი მონაწილეობდა. ამ ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი სოსო პაპუაშვილი:

– წუხელ დაახლოებით ცხრა საათზე, ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად ვიყავი კონცერტზე. სცენის წინ ვიდექი, ჩვენს გვერდით დაახლოებით 100 მეტრში რაგბის ბურთით რამდენიმე ბავშვი თამაშობდა, მოულოდნელად პოლიციელების ჯგრომ დაუწყო ამ მოზარდებს უმოწყალოდ ცემა.

პოლიციელებს ეცვათ შავი შარვლები და ბაცისფერი მაისურები, ჩვეულებრივად იყვნენ გამოწყობილი პოლიციის ფორმებში. ამ ბავშვებს იმდენად უმოწყალოდ სცემდნენ, რომ შემზარავი სანახავი იყო. წარმოიდგინეთ 15-16 წლის მოზარდებს ოცდაათამდე ვერზილა პოლიციელები წიხლებით შედგა. ვინც ამ ფაქტს შეესწრო, მოზარდების გამოსარჩლება გადაწყვიტა, თუმცა პოლიციელებმა მათაც ცემა დაუწყეს. ნახევარი მოედანი ხუთ წუთში პოლიციელებით გაივსო.

- პოლიციელებმა თუ გამოიყენეს ხელკეტები?

- ხელკეტები არ გამოუყენებიათ, თუმცა უმოწყალოდ სცემდნენ ამ ბავშვებს, ძირს დაგდებულებს აფურთხებდნენ და აგინებდნენ დედას. საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა ეს ძალადობა. პოლიციელებს წინ ვინც გადაუდგებოდა, ყველას მიზდევდნენ და ურტყამდნენ. როცა გამოვედი იპოდრომის ტერიტორიიდან დავინახე ის ნაცემი ბავშვები, მივედი და ვკითხე თუ რა მოხდა. მათ მიპასუხეს, რომ ისინი თამაშობდნენ ბურთს და პოლიციელები მოულოდნელად დაესხნენ თავს. რამდენიმეს ნეკნი აქვს გატეხილი ერთს კი თავი.

ნიკოლოზ ლუტიძე ერთ-ერთი თვითმხილველი:

- ცემის ფაქტი დაახლოებით 9–10 საათზე მოხდა, საკმაოდ ბნელოდა. კონცერტის მიმდინარეობისას მოულოდნელად ჩხუბი ატყდა. ამ დროს ბრბოდან გამოიქცა ორი ბავშვი და დავინახე, რომ ამ გამოქცეულ ბავშვებს დაახლოებით თხუთმეტამდე პოლიციელი მოსდევდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა მოზარდები დაიჭირა და წააქცია. ამის შემდეგ 15 პოლიციელი წიხლებით შედგა ამ ბავშვებს და უმოწყალოდ დაუწყეს ცემა. ნანახმა შეგვძრა.  ფოტოს გადაღება ვერ მოვახერხე, რადგან ამ დროისთვის უკვე ბნელოდა. ეს პოლიციელები გაცოფებულები იყვნენ, სასიკვდილოდ ურტყამდნენ  მოზარდებს. ვინც გამოსარჩლება გადაწყვიტა, იმათაც აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. თავიდან რა მოხდა არ ვიცი. ცოტა მოშორებით ვიდექი, მაგრამ რაც ეს მოზარდები გამოიქცნენ და პოლიციამ ისინი დაიჭირა ეს დავინახე. ჩემი თვალით ვნახე ჩასუქებული პოლიციელები წიხლებს როგორ უმოწყალოდ ურტყამდნენ ამ მოზარდებს.  ეს იყო ამაზრზენი სანახავი. ამ ფაქტის მრავალი თვითმხილველია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა. როგორც უტიაშვილმა განაცხადა შსს-ში ამ ფაქტზე საჩივარი არ შემოსულა. უტიაშვილი დაინტერესდა დეტალებით და „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ვითარებაში გარკვევას დაჰპირდა.

ფესტივალი – Tbilisi Open Air – Alter/Vision ორი დღის განმავლობაში იპოდრომზე მიმდინარეობდა. ამ ფესტივალის დევიზი იყო – “მუსიკა ათავისუფლებს!”. ქართულ ჯგუფებთან ერთად, მაყურებლის წინაშე მსოფლიოს 9 ქვეყნის წარმომადგენლებიც წარდგნენ, რომლებიც ძირითადად ჯაზს, როკს, FUNK –ს, ბლუზს ასრულებენ.

ახალი ამბები