კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლში ჩასახლებულ დევნილებს გველები შეესივნენ

25 მაისი, 2009

თეა თედლიაშვილი

დევნილებს დათბობასთან დაკავშირებით ახალი პრობლემები გაუჩნდათ. დევნილების ჩასახლებები გველებით და ხვლიკებით აივსო. მოსახლეობას, ახალი სადარდებელი გაუჩნდა, იმის გარდა, რომ მაკარონით და ლობიოთი კვება უკვე აუტანელი გახდა, შიშით სძინავთ, რადგან თითოეულ ჩასახლებაში ყოველდღე თითო ფაქტი მაინც ფიქსირდება, რომ ბავშვს გველი ეხვევა.

რამდენიმე ასეთი ფაქტი დაფიქსირდა წეროვანის დასახლებაში, ასეთი ფაქტებია შავშვებში, სკრაში და სხვაგან. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ გველების შესახებ არაფერი იციან, არც ტელევიზიები დაინტერესებულან იმ ფაქტით, რომ ქვეწარმავლები შეესივნენ დევნილების კომპაქტურ ჩასახლებას.

შემოსევის მიზეზი პირველ რიგში შესაძლოა ის იყოს, რომ ჩასახლება ჭაობიან ადგილებში მოხდა, რომელიც მხოლოდ ზემოდან გადაიფარა და დევნილებისთვის მომზადდა, ჭაობიან ადგილებს კი სათანადო დამუშავება სჭირდება, ჯერ იმისთვის, რომ მშენებლობა წამოიწყო და შემდეგაც, რათა იქ ათასგვარი მავნებელი არ გაჩნდეს.

“დღე არ გადის, რომ ვინმეს გველი არ შემოეხვიოს, რამდენიმე დღის წინ ბავშვს შემოეხვია, კიდევ კარგი არ დაკბინა, არავინ აქცევს ყურადღებას ამ ფაქტს. პირდაპირ სახლებში სახლობენ, რომ ვიძინებ მეშინია, რომ გველი დამკბენს”, _ აცხადებს ქურთიდან დევნილი ნანა კახნიაშვილი, რომლის ოჯახიც წეროვანში ჩაასახლეს.

“გველები პირდაპირ იატაკიდან ამოდიან, გაუსაძლისია იქ ცხოვრება. ჯერ სულ რა მოგვცეს და იატაკი მუსიკალურია, ვერ გაივლი ისე ჭრიალებს. გველები იმდენია, რომ ვერ ვუმკლავდებით, ხან სახურავიდან ჩამოვარდება და ხან იატაკიდან ამოძვრება. ეს იმის ბრალია, ყველაზე უვარგისი ადგილები სადაც ნახეს, კოტეჯები იქ ააშენეს. 27 000 დაჯდა კოტეჯებიო, რა აქვს 27 ათასისა, ჩემი სახლის ერთ ოთახში ჩაეტეოდა ყველაფერი ის, რაც მოგვცეს”, _ ამბობს სკრის ჩასახლებაში მცხოვრები გოჩა კახნიაშვილი.

გველების პრობლემა, დევნილების თქმით, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, თუმცა ამისთვის რაიმე სახის ღონისძიების გატარებას არ ჩქარობენ. წეროვანში ჩასახლებული დევნილი იამზე ჯიოევი ამბობს, რომ გველის კბენას ბავშვი სასწაულად გადაურჩა. “ჩვენს ჩასახლებაში  4 წლის ბავშვი ძლივს გადაარჩინეს, ფეხზე გველი ჰყავდა შემოხვეული, დროულად უშველა ხალხმა, კბენა ვერ მოასწრო”, _ ამბობს წეროვანში მცხოვრები იამზე ჯიოევი.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე აცნობეს, პრობლემის მოგვარება კი მათი კომპეტენციაა.

როდის დაიწყებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო პრობლემის მოგვარებას, ამაზე სამხარეო ადმინისტრაციაში პასუხი არ აქვთ, თუმცა ჩვენს დაკავშირებამდე არც სკრაში “ჩასახლებულ” გველებზე ჰქონდათ ინფორმაცია.

ყველაფერთან ერთად, აცრები, რომელიც ცხოველის და ქვეწარმავლის კბენის დროს აუცილებლად უნდა განხორციელდეს ფასიანია.

ახალი ამბები